ნინო ჩხეიძის მიერ „ნანუკას შოუში“ შესრულებულმა სიმღერამ „შენ რა იცი ძვირფასო...“ თაკო ჩარკვიანის განაწყენება გამოიწვია, პოეტ ჩანსუღ ჩარკვიანის შვილი მომღერალს საყვედურობს, რომ სიმღერის ლექსის ავტორი და კომპოზიტორი არ დაასახელა:
„ისე კარგი იქნებოდა- როცა ასეთ ცნობილ სიმღერას მღერი ან ავტორი დაასახელოს ლექსის ან კომპოზიტორი ან პირველი შემსრულებელი ან ან- ეს სტატუსი მომღერალ ნინო ჩხეიძეს ეხება- არ შეიძლება ასე ხელაღებით, არა პროფესიონალურად მოქცევა- არსებობს საავტორო უფლებები- ლექსის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანი- კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე- პირველი შემსრულებელი გახლდათ მედიკო ძიძიგური- არ შეიძლება ასე, ელემენტარული ეთიკის "ამბავია" აღარაფერს ვამბობ საავტორო უფლებაზე- საერთოდ უნდა მიაქციონ ამას ყურადღება- ბევრი კომპოზიტორისგან და პოეტისგან მსმენია საყვედური და სამართლიანადაც- დიმპიტაური-დამპიტაური არ არის მხოლოდ პოეზია და მუსიკა.“- წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუკზე.