პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 12:19

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი შეწყალების აქტს, რომლის მიხედვით 170 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთაგან 9 ქალია. შეწყალებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, 120 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდებათ.
ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ განიხილა 1073 პირის საქმე.

პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს უკვე გადაეგზავნა. 

წაკითხულია 413 ჯერ

Related items

  • გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა.
    ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
    ცერემონიას ესწრებოდნენ: პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

  • საქართველოს პრეზიდენტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად, კანტის აკადემიის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის 200-მდე დელეგატს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. 
    პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული მდებარეობისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ნათელი მაგალითი გახდა იმის, თუ როგორ შეუძლია მცირე ზომის ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე აჩვენა მტკიცე ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით და ქვეყნის პოზიციებს ცივილიზებული სამყარო სრულად იზიარებს. 
    საერათშორისო კონფერენციის მონაწილეების კითხვები რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობებს, საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმას, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ განვითარებას ეხებოდა. მონაწილეებს პრეზიდენტმა ასევე გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

  • საქართველოს პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

    "გულითადად ვულოცავ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს -დიპლომატის დღეს. ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
    დღეს ჩვენი სამშობლო წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ღირსეულ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და განვითარებაში. ამ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქართულ დიპლომატიას მიუძღვის. საქართველოს მომავალი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცულობა დიდწილადაა დამოკიდებული თითოეული დიპლომატის პროფესიონალიზმსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.
    სწორედ აქტიური საგარეო პოლიტიკით უნდა შეიქმნას საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საერთაშორისო მექანიზმები. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დიპლომატია კვლავაც იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არაერთ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე. წარმატებებს ვუსურვებ ყველა დიპლომატს მათ  საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • გიორგი მარგველაშვილი: "მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი"

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს  საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. 
    "მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც მრავალი საუკუნის საოცარი, გმირული ისტორია აქვს. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს - ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 57 პირი.
    შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული.
    ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალია.
    შეწყალების საკითხთა კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში  575 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 
    პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური