ლილოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:31

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც  შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, 112-ში შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე მყარი ნარჩენები იწვოდა, ცოტა ხნის წინ შევიდა. 

„შეტყობინების მიღებისთანავე ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ ადგილზე. 5 სახანძრო იმყოფება ადგილზე და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადეს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მათივე თქმით, ცეცხლი ჰექტარნახევარ მიწის ფართობზეა გავრცელებული და სამუშაოების წარმოებას ძლიერი ქარი აფერხებს. 

წაკითხულია 1802 ჯერ

Related items

  • ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე - ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    მეხანძრე მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ლოკალიზებულია. ლიკვიდაციის მიზნით კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

    ადგილზე მაღაზიების მფლობელები იმყოფებიან, ისინი ელოდებიან ხანძრის სრულად ლიკვიდირებას, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ.

    მათი განცხადებით, პროდუქტი არ იყო დაზღვეული და აცხადებენ, რომ ზარალი ათიათასობით ლარის ოდენობის იქნება. ბაზრობის მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა კონკრეტული პირების ინტერესებზე ვერ საუბრობენ.

    ,,პრობლემები შეგვექმნა ყველას, რას უნდა გაეჩინა ხანძარი, რომ ამდენი ხალხი ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით,“- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.

    რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ან რა ოდენობის არის ზარალი ამ დრომდე უცნობია. სავაჭრო ცენტრ ,,თერგს“ ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, ბაზრობას რამდენიმე მეწილე ჰყავს, თუმცა მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველად ინფორმაციით, დამწვარია სავაჭრო ცენტრის 3000 კვ მეტრი ფართობი.

  • დიდუბეში ,,თერგის" ბაზრობაზე ხანძარია - ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

    ხანძარია დიდუბეში. ცაბაძის ქუჩაზე, ცეცხლი ბაზრობა ,,თერგში" გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო ბრიგადა. მათი ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

  • წაღვერში ხანძარია

    წაღვერში ხანძარია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. 
    ხანძარი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზეა, არანახანძრალ ადგილზე. ამ დროისთვის უცნობია, რა არეალზეა გავრცელებული ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. 

  • ლაგუნა ვერესთან ხანძარია - (ვიდეო)

    თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. 

    ცირკის მიმდებარედ, ბენზინგასამართთან ცეცხლი ხეებს უკიდია. ცეცხლი დიდ ფართობზეა მოდებული და ძლიერდება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, იწვის ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე.

    ადგილზე სამი  ჯგუფი და 15-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის, ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. 

     

  • ხულოში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება - ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ავიაცია ერთვება

    ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, მოიმატა დაკვამლიანებამ, რაც სავარაუდოდ ცეცხლის წისვოვან ხეებზე გადასვლამ გამოიწვია.

    საგანგებო შტაბმა მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მაშველები, მოხალისეები და ადგილობრივები არიან ჩართულები. არსებული ინფორმაციით, ხანძრის რამდენიმე კერა არსებობს. მიუვალი გზის გამო, მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სტიქიის მასშტაბი.

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის თქმით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ავიაცია ჩაერთვება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური