თურქეთში სავარაუდოდ, ქართველი ემიგრანტი მოკლეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:06

არსებული ინფორმაციით, თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს, რომელსაც გარდაცვლილის და დაუკავშირდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს და ამ დროისთვის ის პროზექტურაშია გადასვენებული. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საკონსულოში შესული არ არის. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

წაკითხულია 2412 ჯერ

Related items

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული. თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

  • ჩავუშოღლუ: „ჩვენი მხრიდან ამ პირობებში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა შეუძლებელია“

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ შვედეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათთან მაგიდასთან დასხდომა და საუბარი შესაძლებელი იქნება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    „ამ დროისათვის, ამ პირობებში ჩვენთვის შეუძლებელია, შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ, ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

    პრესკონფერენციის დროს, კითხვაზე, თურქეთი და უნგრეთი გახლავთ ის ორი ქვეყანაა, რომლებიც არ ეთანხმებიან შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ჩავუშოღლუმ ასე უპასუხა: „ჩვენ, როგორც უნგრეთი, მხარს ვუჭერთ ნატოს გაფართოებას. მაგრამ ერთის მხრივ, ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოების საზრუნავის გვედრით, მიუღებელია, რომ თურქეთის უსაფრთხოების საზრუნავი არ დაკმაყოფილდეს, რაც ტერორიზმთან ბრძოლაა. სამწუხაროდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს FETÖ-ს, PKK-ს და PYD-ს აქვთ ძლიერი ყოფნა ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით შვედეთში. ამ ქვეყნებში ხდება მათი დაფინანსება, ტერორისტების გადამზადება და შემდეგ სირიასა და ერაყში გაგზავნა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთსა და ფინეთში წმინდა ყურანის დაწვა, მიუღებელი ქმედებაა. თურქეთ-შვედეთ და ფინეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი, ამდაგვარი ქმედებების აკრძალვასაც ითვალისწინებს. ეს ნათელი და ცალსახაა. ჩვენ არც მეტი არც ნაკლები გვინდა ამ მემორანდუმის ვალდებულებების შესრულება. ჩვენი რწმენით, ანტისემიტიზმი ისევე არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ანტიქრისტიანობა და ანტიისლამი. ქმედებებს, რომლებიც არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ შეიძლება ეწოდოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ შვედეთი ერთ დღეს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათ, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დავსხდებით და მოვილაპარაკებთ. ამ პირობებში კი საკითხთან მიმართებაში ჩვენი მხრიდან, „დიახ“ თქმა შეუძლებელია“.

  • ირაკლი ბერაია - თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!
    ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის 3 კომიტეტის (უსაფრთხოებისა და დაზვერვის, ეროვნული თავდაცვის და შინაგან საქმეთა კომიტეტების) თავმჯდომარეებთან და წევრებთან.
    პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ქართველი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს.
    როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ აღნიშნა დეპუტატებს ჰქონდათ შინაარსობრივი და პროდუქტიული შეხვედრები.
    „ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს ემუქრება, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო/ენერგეტიკული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციისთვის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, და, რაც მთავარია, შავი ზღვის რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. თურქეთში საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი. თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას, ჩვენს დიპლომატებს, ვისი ძალისხმევითაც ასეთ მოკლე პერიოდში და შემჭიდროებულ ვადებში შესაძლებელი გახდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზება”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
    ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე კომიტეტის წევრები ჰერმან საბო და ალექსანდრე ელისაშვილი. 
  • ცნობილი თურქი პოეტის აშიქ ვეისელის შემოქმედება იუნესკოს 2023 წ. მოხსენიების პროგრამაში აღინიშნება

    დიდი პოეტი აშიქ ვეისელი იუნესკოს 2023 წლის მოხსენიების პროგრამაში განთავსდა. ორმოცდაათი წლის წინ გარდაცვლილი ვეისელი, თურქეთშიკულტურული ღირებულების მინსტრული ტრადიციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელად არის მიჩნეული. აშიქ ვეისელის გარდაცვალების 50 წლის იუბილეს ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს მიღმა გამართული ღონისძიებებით აღნიშნავენ.

    ანატოლიის მინსტრელი მრავალმხრივი ხელოვნება, რომელიც აერთიანებს იმპროვიზირებულ პოეზიას და მუსიკას, ანატოლიაში ხუთას წელზე მეტია აღინიშნება და კულტურული მეხსიერების და სიმდიდრის გამოხატვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მსოფლიოში ცნობილი ხალხური პოეტი აშიქ ვეისელი (შათიროღლუ) თურქეთის მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანთაგანია და გარდაცვალების შემდეგაც კი მისი ნაშრომები აგრძელებს კაცობრიობისა და მომავალი თაობების აღზრდას. ვეისელის ნაშრომების მთვარი მოტივბი არის: ხელოვნების, ტოლერანტობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის გამოხატულება.

    პარიზში გამართულ 41-ე გენერალურ ანსამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იუნესკომ აშიქ ვეისელი შეიყვანა, პოეტის გარდაცვალების 50 წლისთავთან დაკავშირებით 2022-2023 წლის იუბილეს აღნიშვნებში. პროგრამის ფარგლებში, აშიქ ვეისელს წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების დროს როგორიც არის: შეხვედრები, გამოფენები, კონცერტები და ასე შემდეგ, როგორც ქვეყნის ფარგლებში ასევე საზღვრებს მიღმაც მოიხსენიებენ.

    აშიქ ვეისელი - მინსტრული ტრადიციის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი

    აშიქ ვეისელი 1894 წელს სივასში, შარქიშლას რაიონთან დაკავშირებულ სივრიალანის სოფელში დაიბადა, ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ჩუტყვავილას გამო მხედველობა დაკარგა. პოეტმა 10 წლის ასაკში ისწავლა საზზე დაკვრა და 1933 წლიდან თურქეთის მასშტაბით მოგზაურობა დაიწყო თან სადაც მიდიოდა ყველას საზზე დაკვრას ასწავლიდა.

    აშიქ ვეისელის ლექსები, განათლებულ და გაუნათლებელ საზოგადოებას შორის მაკავშირებელი ხიდია, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა თემებს.  თურქი პოეტები იუნუსისა და ვეისელის ნაშრომების სუფიზმური ნიშნების ნიადაგზე სუფებად აღიარეს, მაგრამ ვეისელის ნაშრომები იმდენად საინტერსეო იყო სასიყვარულო კონტექსტში რომ მიუხედავად სხვა მახასიათებლებისა თურქი პოეტი ქარაჯაოღლუც სუფად აღიარეს.

    აშიქ ვეისელის პირველი ლექსი არის ეპოსი, რომელიც მან იმღერა ათათურქისთვის, ქვეყნის რესპუბლიკად აღნიშვნის მე-10 წლისთვის გამართულ ღონისძიებაზე. მისი პირველი პოეზიის წიგნი იყო „გამონათქვამები“ რომელიც 1944 წელს გამოიცა, ხოლო ბოლო წიგნი „მეგობრებმა დამიმახსოვრონ“ (1970) სადაც მან თავისი ლექსები გააერთიანა, სხვა  ლექსები კი გაერთიანადა ძველ ტომში და „საზის ჰანგები“ სახელით  1949 წელს გამოიცა.

    აშიქ ვეისელი ყოველთვის მოიხსენიება როგორც ადამიანებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების გაგება-გააზრების ოსტატად. მან შეასწავლა თანამედროვე საზოგადოებას და შთამომავლებს ბუნების სიყვარული, ქველმოქმედება, მეგობრული, ერთიანი და შეკრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, შესაბამისადაც მოიხსენიებენ.

    სივასში არსებული მუზეუმი შშმ პირებს მასპინძლობს.

    აშიქ ვეისელი 1973 წლის 21 მარტს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელ სივრიალანში. მისი სახლი გარდაცვალების შემდეგ მუზეუმად გადაკეთდა და მისი ინტერიერი უცვლელად შენარჩუნდა. 2012 წელს საერთაშორისო პროექტით გარემონტებულ მუზეუმში ვეისელის საწოლი და რადიო, ასევე პოეტის უამრავი ტანსაცმელი და პირადი ნივთებია არის გამოფენილი. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ მოისმინონ სხვადასხვა სატელევიზიო ინტერვიუების ჩანაწერები პოეტ-მომღერალთან.

    ევროკავშირის (EU), თურქეთის კულტურათაშორისი დიალოგისა და მუზეუმების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მუზეუმთაშორისი კულტურის ალიანსის პროექტი, რომელიც განხორციელდა სივასის მუზეუმის დირექტორატის მიერ, წარდგენილი იქნა „ბნელი ოთახი“ რომლის შინაარსიც არის, ბრაილის შრიფტით დაწერილ ფრაზია „გრძელ და ვიწრო გზაზე ვარ“ არომელიც იყო გათვლილი მხედველობა დაქვეითებული პირებისათვის, ამ ოთახში არის ასევე განთავსებულია აშიქ ვეისელის ქანდაკება. 

    მუზეუმში ასევე შესაძლებელია იხილოთ დიდი პოეტის აქამდე უცნობი რადიო და სატელევიზიო ჩანაწერები ასევე დოკუმენტური ფილმი ინგლისური სუბტიტრებით სპეციალურად მომზადებულისმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.

     

    წყარო: თურქეთის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი

  • რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრა თურქეთში იგეგმება

    რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრა თურქეთში 12-14 იანვარს იგეგმება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთს ეწვევა. მისივე განცხადებით, იგი მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, რომელიც მრავალი ქვეყნის ომბუდსმენის მონაწილეობით გაიმართება.

    „უკრაინის მხარესთან შეხვედრას ვგეგმავთ. ამ შეხვედრით ჩვენ გვსურს სამომავლო შეხვედრების წინაპირობა შევქმნათ“, განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ.

    მეორე მხრივ, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეციმ წინა დღეს განაცხადა, რომ თურქეთში რუსულ მხარესთან შეხვედრა იგეგმება.

     

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური