რა ხდება ამ წუთებში ელიავას ბაზრობაზე - დაზარალებულები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 12:24

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის ვიცე-მერს ლაშა აბაშიძეს შეხვდებიან.

ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის მიმდებარედ სიტუაცია დაიძაბა. ერთმანეთს დაზარალებული მოვაჭრეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოვაჭრეები დამწვარ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს. დაზარალებულებს მათი კუთვნილი იმ პროდუქციის გამოტანა სურდათ, რომელიც ხანძარსა და წყლის ჭავლს გადაურჩა.

რაც შეეხება შეხვედრას ლაშა აბაშიძესთან, ეს შეხვედრა დედაქალაქის მერიაში 13:00 საათზე ჩაინიშნა. თუმცა, დაზარალებულები ითხოვენ, რომ ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დამწვარ ტერიტორიაზე მივიდეს და ყველას პოზიცია მოისმინოს.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს დაახლოებით 21:00 საათისთვის ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სამსართულიან ავტონაწილებისა და საღებავების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად დაიწვა დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობი.

წაკითხულია 1093 ჯერ

Related items

  • ელიავას ბაზრობის მიმდებარედ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის მიმდინარეობას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე, დეტალებზე  არ საუბრობენ.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

  • „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებმა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

    ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ბავშვთა სამყაროში " გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მორიგი აქცია გამართეს.


    აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, გამოძიების პროცესის დაჩქარებაა. მათ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართეს, რათა მან პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით და აიძულოს ხელისუფლება, დროულად შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე.

    აქციაზე იმყოფებოდა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. ზაზა ხატიაშვილის თქმით, "მხოლოდ საპროტესტო აქციების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ პროკურატურამ ყადაღა დაადო “ბავშვთა სამყაროს“ შენობას".

     ზაზა ხატიაშვილის თქმით, ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რადგან სანამ არ დასრულდება გამოძიების პროცესი და დაზარალებულებს 100%-ით არ დააკმაყოფილებენ, „ბავშვთა სამყაროს" შენობას „ხელს ვერავინ მოკიდებს“.

  • დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ

    ამ წუთებში კანცელარიიდან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

    ისინი გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების, ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

    აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

    ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია. 

  • მოვაჭრეებმა თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს

    „ბავშვთა სამყაროს" შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული დავით ნარმანიასთან  შეხვედრას ითხოვენ. მოვაჭრეებმა  თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა ისინი დაცვამ არ შეუშვა. მხოლოდ სამმა დაზარალებულმა მოახედრა შენობაში შესვლა, ისინი სავარაუდოდ, მერის მოადგილეს შეხვდებიან. 

    თბილისის მერიასთან დაზარალაბულების აქცია კვლავ გრძელდება. 

  • სულხან მოლაშვილის ოჯახს და ორ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ

    საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი, ხოლო 2 დაზარალებულ მოქალაქეს ასევე უკანონოდ ჩამორთმეული 6 ავტომანქანა და თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.
    დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2004 წლის 23 აპრილს, პროკურატურას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავდა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა  და მოთავსდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
     2004 წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის ძმას - თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს ქ. თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
     მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები: მისი ძმა თორნიკე მოლაშვილი და მისი მეუღლე თამთა ბახტურიძე დაარწმუნეს, რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, მოხდებოდა სულხან მოლაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება, ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას.  ამ მიზნით, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ, 2004 წლის 14 ივლისს,  140 000 ლარად შეიძინეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მიუხედავად სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება.
    2006 წელს, მოქალაქე გია ოქრუაშვილმა თავისი მეგობრის, ვახტანგ მესხის დახმარებით  კანონიერად შეიძინა ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
    2010 წლის 01 დეკემბერს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ იქნა ვახტანგ მესხი, რომელსაც პროკურატურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯარიმის სახით გადაიხდიდა 50 000 ლარს და მისი მეგობარი გია ოქრუაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობდა შეძენილ 480 კვ.მ მიწის ნაკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა მკაცრი სასჯელი.
    პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გია ოქრუაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო მისი კუთვნილი 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის  შემდეგაც, მის მეგობარს ვახტანგ მესხს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 50.000 ლარის ოდენობით.   
    2011 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებული ჰყავდა  შპს ,,აკვარიუმი“-ს დირექტორი გიორგი ღონღაძე. გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ციხიდან გათავისუფლების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 240 000 ლარად უკანონოდ შეასყიდინეს „ჰიუნდაი“-ს მარკის 6 ავტომანქანა, რომლებიც შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.
    ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე  პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: სულხან მოლაშვილის მეუღლეს თამთა ბახტურიძეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი; ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ,,ჰიუნდაის“ მარკის 6 ა/მანქანა და მოქალაქე გია ოქრუაშვილს  ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 
    რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას.  
    ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ა/მანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური