10 თვის ჩარლის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთავენ - მშობლებმა სასამართლო პროცესი წააგეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 12:05

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რომის პაპი მხარდაჭერას უცხადებენ 10 თვის ბრიტანელი ბიჭის ჩარლი გარდის მშობლებს. პატარას, სასამართლოს გადაწყვეტილებით მალე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთავენ.


რომის პაპმა მშობლებს მოუწოდა, რომ ბოლომდე შვილის გვერდით დარჩნენ, ტრამპმა კი თვითერზე დაწერა, რომ ის მზად არის ბავშვის გადარჩენაში დასახმარებლად, თუკი ეს შესაძლებელია.

ჩარლი გარდი იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა: სინდრომით, რომელიც მიტოქონდრიული დნმ-ისგან არის წარმოქმნილი. დაავადება იმდენად იშვიათია, რომ ექიმების თქმით, მთელს მსოფლიოში სულ 16 ადამიანს დაუდგინდა.

იშვიათი დაავადება კუნთების პროგრესულ ატროფიასა და ტვინის დაზიანებას იწვევს. ჩარლის ორგანიზმი ნორმალურად ფუქციონირებისთვის მზად არ აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მშობლები თავად იყვნენ დეფექტური გენის მატარებლები.

 

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე ბავშვი ვერ ხედავს, არ ესმის, არ შეუძლია მოძრაობა, ტირილი და ტვინის დაზიანებას უკვე შეუქცევადია. მათი თქმით, მკურნალობა შეუძლებელია და მიიჩნევენ, რომ მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვა აუცილებელია.

თუმცა, ჩარლის მშობლები და გულშემატკივრები იბრძვიან, რომ ბავშვმა აშშ-ში ექსპერიმენტალური მკურნალობა გაიაროს.

ამერიკელი ექიმები აცხადებენ, რომ ჩარლის დაავადება ჯერჯერობით მკურნალებას ექვემდებარება და მზად არიან პატარას ექსპერიმენტული თერაპიის კურსი ჩაუტარონ. ბავშვის მკურნალობის დასაფინანსებლად მილიონზე მეტი ფუნტი სტერლინგი შეგროვდა.

თუმცა ბრიტანულმა კლინიკამ სასამართლოს მიმართა, რათა ბავშვის ბედი მას გადაეწყვიტა. ბრიტანეთის სასამართლომ კლინიკას ბავშვის ხელივნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვის უფლება მისცა.

 

მშობლებმა, ბრიტანული სასამართლოს განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა აღნიშნულმა სასამართლომ ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებასა და კლინიკის პოზიციას დაუჭირა მხარი , რომ ბავშვის გადარჩენა შეუძლებელია, მისი აშშ-ში გადაყვანა და დაგეგმილი მკურნალობა კი სერიოზულ ტკივილებს მიაყენებს.

მშობლებს ასევე უარი ეთქვათ, ბავშვი საავადმყოფოდან სახლში წაეყვანათ, რათა სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახურ გარემოში გაეტარებინა.

7 ივლისს ჩარლი ხელოვნური მართვითი სუნქთვითი აპარატიდან უნდა გამორთონ.

ეს დღეები კი , ბუკინგემის სასახლესთან და პრემიერის რეზიდენციასთან, ჩარლისა და მისი ოჯახის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.

წაკითხულია 2053 ჯერ

Related items

  • მშობლების შეცდომები, რის გამოც ბავშვები რეანიმაციაში ხვდებიან

    საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი ხვდება. ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგე, რესპირაციული ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ მაჭარაშვილი მრავალ პრობლემაზე გვესაუბრა. მათ შორის მშობლების დაუდევრობასა თუ შეცდომებზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევაც მოგვცა...

    - ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხვდებიან ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში, რა არის ყველაზე გავრცელებული საფრთხე?

    - ძირითადად, ბავშვები ინფექციური პათოლოგიების გამო ხვდებიან ჩვენთან. არსებობს სხვა შემთხვევებიც, მაგრამ ინფექციური პათოლოგიები ყველაზე ხშირია. გართულების შემთხვევაში რომელიმე სისტემის უკმარისობა იწყება. მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ზოგადი შოკური მდგომარეობა და ასე შემდეგ...

    ყველაზე ხშირად, რა შეცდომას უშვებენ მშობლები ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?

     25 წელია რეანიმაციის გამგე ვარ. ზოგჯერ იმ ბავშვების მკურნალობა მიწევს, რომელთა მშობლები, ჯერ კიდევ ჩვილები, ჩემი პაციენტები იყვნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა... ზოგჯერ არსებობს დამოკიდებულება - ბავშვი მაინც გაიზრდება... ამიტომაც რეანიმაციაში პატარების მოხვედრის ხშირი მიზეზია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უყურადღებობა და ზოგადი განათლების დეფიციტი. პრობლემის შეფასების დეფიციტი, რაც უყურადღებობიდან და განათლების დეფიციტიდან გამომდინარეა... ზოგჯერ პირიქით ხდება და ბავშვებს ზედმეტად ელოლიავებიან. აქაც იგივე პრობლემაა, განათლების დეფიციტთან გვაქვს საქმე. მშობელს არ ევალება ექიმი იყოს, სამედიცო განათლება ჰქონდეს, მაგრამ ზოგადი განათლება უდავოდ მოიკოჭლებს საქართველოში. არ არის პრიორიტეტული ბავშვის სწორი მოვლა. ზოგჯერ ასეთებიც გვესმის, ბებიაჩემმა ასეთი მეთოდით ცხრა შვილი გაზარდაო... 

    წყარო: reitingi.ge

  • 11 წლის მოჭიდავე, რომელიც მშობლებმა მიატოვეს და ბებიას მარტო უვლის (ვიდეო)

    11 წლის მოჭიდავე ანდრია მშობლებმა 8 თვის ასაკში მიატოვეს და ახლა ის აფხაზეთიდან დევნილ ბებიასთან ერთად ცაგერის რაიონში ცხოვრობს, სავარჯიშოდ კი ყოველ დღე 10 კილომეტრის გავლა უწევს. ის სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჭიდაობს, თუმცა, უკვე მოახერხა ადგილობრივ შეჯიბრებაზე მესამე ადგილის აღება. 
    ვიდეოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

  • რა რეაქცია აქვს პატარას, როდესაც მშობლები ერთმანეთს კოცნიან

    რა რეაქცია აქვს პატარას, როდესაც მშობლები ერთმანეთს კოცნიან.

  • მშობლებისგან მიტოვებული 10 წლის ბადრი, რომელიც ღამეს იუსტიციის სახლთან, ბანერის უკან ათევს (ვიდეო)

    10 წლის ბადრი დომჩენკო 2 წელია ქუჩაში ცხოვრობს. როგორც ბადრი გვიყვება, 2 წლის წინ მშობლებმა მაღაზიაში გაუშვეს და შინ მისულს ისინი აღარ დახვდა, რუსეთში წავიდნენ და მას შემდეგ მარტოა. ჰყავს ბებია, რომელიც ბორჯომში ცხოვრობს, თუმცა არ უნდა მასთან ყოფნა. თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს და იუსტიციის სახლთან არსებული ბანერის უკან სძინავს. ოცნებობს სკოლაში სიარულზე, მობილურსა და ველოსიპედზე.

    წყარო: palitravideo.ge

  • თბილისში შვილები მშობლებს ურეკავენ – ნახეთ რეაქციები და პასუხები (ვიდეო)

    თბილისში შვილები მშობლებს ურეკავენ – ნახეთ რეაქციები და პასუხები

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური