ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3%-მდე არ გამოცხადდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 12:09

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 5-მა აბიტურიენტმა დააგვიანა. 

”პირველ ნაკადზე უნდა გამოცხადებულიყო დაახლოებით 9 000 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი და დაახლოებით 3% არ გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებულების რაოდენობას, იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებიც, სამწუხაროდ, არ დაიშვნენ გამოცდაზე, არის 5. აქედან დაგვიანების 2 შემთხვევა იყო თელავის საგამოცდო ცენტრში, 1 - ბათუმის საგამოცდო ცენტრში და 2 - თბილისში. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსად არანაირი, ოდნავი შეფერხება არ ყოფილა”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია 13:15 საათზე დასრულდება. 

წაკითხულია 490 ჯერ

Related items

  • 2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის № 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.

    „2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები 23 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პირველი სესია ყველა საგამოცდო ცენტრში 09:00 საათზე დაიწყო. არის ერთეული შემთხვევები, სადაც, შესაძლოა, აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გადაამოწმონ საგამოცდო ბარათები, თან იქონიონ პირდობის მოწმობა და დროულად გამოცხადდენ საგამოცდო ცენტრებში. დღეს და ხვალ მიმდინარეობს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შემდეგ გაგრძელდება ზოგადი უნარების გამოცდებით და საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან და, ცხადია, ამ პერიოდში საგამოცდო ცენტრები სრულად იქნება მობილიზებული. საგამოცდო ცენტრებში განახლდა სველი წერტილები, გაგრილების სისტემა მუშაობს ყველგან. წელს დაგვემატა კიდევ ორი საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ხულოში, ვინაიდან გასულ წლებთან შედარებით ცოტა მეტი, 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს,“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

    ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

  • რეგისტრაცია 2019 წლის გამოცდების ჩასაბარებლად 12 მარტიდან დაიწყება

    რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

    აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

    ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

    მნიშვნელოვანი სიახლე:

    ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

    2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

    საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

  • 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

    2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

  • ალექსანდრე ჯეჯელავა - გამოცდები სტრესული საქმეა და იქაც, სადაც კონდიცირებაა, გულის წასვლა და ბევრი ასეთი რამ ხდება

    იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მშობლების უკმაყოფილებას, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერებს არ რთავენ და ერთ-ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე გული წაუვიდა.

    მინისტრის განმარტებით, ზოგან ტექნიკური, ზოგან კი, სხვა სახის პრობლემაა.

    ”გამოცდები ძალიან სტრესული საქმეა და სამწუხაროდ, იქაც, სადაც კონდიცირება არის, გულის წასვლა და სხვა სტრესის გამო ძალიან ბევრი ასეთი რამ ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. სიცხე ნამდვილად არის პრობლემა, თან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. საგამოცდო ცენტრები ადრე სხვადასხვა ადგილას იყო. ბოლო წლებში დავიწყეთ თავმოყრა, ერთსა და იმავე ადგილებში ტარდება ეროვნული გამოცდები. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება. რაც შეეხება კითხვას, რომ კონკრეტულ ადგილებში კონდიციონერს არ რთავენ, ზოგან ტექნიკური პრობლემაა, ზოგან სხვა სახის პრობლემაა და სამწუხრაოდ, ისეთი ვითარებაც გვაქვს, როდესაც ვიღაცას ხელს უშლის, პირიქით, პრობლემაა. ეს უდავად არის რაღაც, რის გამოსწორებაზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური