მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს რჩევას აძლევს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 30 ივნისი 2017 21:30

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს რჩევას აძლევს. როგორც მიმინოშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათი, სადაც მითითებულია როგორც საგამოცდო ადგილი, ასევე დრო. ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს აბიტურიენტებს, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ მისამართებზე და გაიარონ რეგისტრაცია.

”ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით. საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, დააკვირდნენ ცენტრის მისამართს და, რაც მთავარია, დროულად გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე”, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა. 

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილია საქართველოს ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. თბილისში ათი საგამოცდო ცენტრია გახსნილი, ქუთაისში - სამი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. 
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. 

წაკითხულია 1396 ჯერ

Related items

  • 2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის № 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.

    „2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები 23 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პირველი სესია ყველა საგამოცდო ცენტრში 09:00 საათზე დაიწყო. არის ერთეული შემთხვევები, სადაც, შესაძლოა, აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გადაამოწმონ საგამოცდო ბარათები, თან იქონიონ პირდობის მოწმობა და დროულად გამოცხადდენ საგამოცდო ცენტრებში. დღეს და ხვალ მიმდინარეობს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შემდეგ გაგრძელდება ზოგადი უნარების გამოცდებით და საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან და, ცხადია, ამ პერიოდში საგამოცდო ცენტრები სრულად იქნება მობილიზებული. საგამოცდო ცენტრებში განახლდა სველი წერტილები, გაგრილების სისტემა მუშაობს ყველგან. წელს დაგვემატა კიდევ ორი საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ხულოში, ვინაიდან გასულ წლებთან შედარებით ცოტა მეტი, 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს,“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

    ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

  • 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

    2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

  • საქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს

    ძვირფასო აბიტურიენტებო,
    თქვენ ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.
    მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოეული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება.
    ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.
    მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. რომ თქვენი შრომა ჩვენ ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.

    პატივისცემით,
    გიორგი მარგველაშვილი

  • ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3%-მდე არ გამოცხადდა

    ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. 

    მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 5-მა აბიტურიენტმა დააგვიანა. 

    ”პირველ ნაკადზე უნდა გამოცხადებულიყო დაახლოებით 9 000 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი და დაახლოებით 3% არ გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებულების რაოდენობას, იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებიც, სამწუხაროდ, არ დაიშვნენ გამოცდაზე, არის 5. აქედან დაგვიანების 2 შემთხვევა იყო თელავის საგამოცდო ცენტრში, 1 - ბათუმის საგამოცდო ცენტრში და 2 - თბილისში. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსად არანაირი, ოდნავი შეფერხება არ ყოფილა”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
    ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია 13:15 საათზე დასრულდება. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური