სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 9 საათში დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 21 ივნისი 2015 00:00

ორშაბათს, 22 ივნისს   საიტზე biletebi.ge - დაიწყება უეფას 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა. ბილეთების გაყიდვის დაწყების დრო 09:00 საათი უეფას ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ინსტრუქციას ავრცელებს, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ბილეთი.

გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციებს.

პროცედურას ვიწყებთ რეგისტრაციით. შევდივართ  საიტზე www.biletebi.ge და ვიწყებთ  რეგისტრაციას:

● პირველ ველში შეგვყავს ელექტრონული ფოსტის მისამართი (E-mail), რომელსაც აქტიურად იყენებთ, რადგან ბილეთების ყიდვის შემდეგ, ამოსაბეჭდი ვერსია იგზავნება ამ საფოსტო მისამართზე.

● მეორე ველში ვწერთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 11- ნიშნა (პირად) ნომერს.

● „პაროლის“ ველში იწერება ის საიდუმლო სიტყვა, რომლის მეშვეობითაც შეხვალთ სისტემაში.

● შემდეგ ველში იმეორებთ თქვენს „პაროლს“.

გახსოვდეთ, თქვენი პაროლი არავის გაუზიაროთ.

● პერსონალურ მონაცემებში წერთ თქვენს სახელს და გვარს, მობილური ტელეფონის ნომერს და მისამართს.

● თუ გსურთ, რომ მიიღოთ ინფორმაცია ელ. ფოსტის ან SMS-ის საშუალებით, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.

გახსოვდეთ, რომ

  • ერთ ადამიანს, ერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, შეუძლია მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვა;
  • ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი;
  • ბილეთის მიღება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ლინკის მეშვეობით, რომელსაც ამობეჭდავთ და მასზე დატანებული ბარ-კოდის საშუალებით შეხვალთ სტადიონზე. სალაროში მისვლა საჭირო არ არის.
  • ამობეჭდილ ბილეთზე არსებული QR (ბარ-კოდიკოდი უნდა მიუშვიროთ სტდიონის შესასვლელებში,ე.წ. ტურნიკეტებზე არსებულ წამკითხავებს.
  • არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენი ბილეთის ქსეროასლი გააკეთოს.
  • ანგარიშსწორება მოხდება თქვენი საბანკო ბარათის საშუალებით, ეროვნულ ვალუტაში.
  • საიტზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართეთ www.biletebi.ge-ს ადმინისტრაციას შემდეგ საფოსტო მისამართზე - JLIB_HTML_CLOAKING
  • სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვწერეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე - JLIB_HTML_CLOAKING

გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი გაყალბებული ბილეთებისაგან. მოერიდეთ ე.წ. „გადამყიდველებთან“ ურთიერთობას.

 
წაკითხულია 725 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური