"ბოლო ხანს ათეისტურმა აზრებმა შემაწუხეს" - რა სასწაული შეემთხვა ნინო კუზანოვას?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 12:33

ექიმი ნინო კუზანოვა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, რადგან გრძელი სტატუსებით თავის შეწყენა არ მიყვარს ადამიანებისათვის, მაგრამ, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა ეს ამბავი. 

ბოლო ხანს ათეისტურმა აზრებმა შემაწუხეს, რამოდენიმე თვე არ ვყოფილვარ ეკლესიაში, ამ პარასკევს, მე და გუგა გამოფენიდან გამოვედით და, გადავწყვიტეთ რუსთაველზე ფეხით გაგვევლო ერთად, რაც, ალბათ 10 წელია არ გაგვიკეთებია, და, ქაშუეთთან რომ ჩავიარეთ, უცებ, ორივემ, ერთმანეთისგან შეუთანხმებლად შევუხვიეთ ეკლესიისკენ, ჯვარცმასთან მამაჩემის სახელზე სანთელს რომ ვანთებდი, ვფიქრობდი, მამა, როგორმე მაგრძნობინე რომ საიდანმე მაინც მადევნებ თვალსთქო. 

ამ დროს მომიახლოვდა სათნო გარეგნობის გოგონა და მითხრა , წამოდით, ზეთს გაცხებენო! მე მივუგე, არც ვმარხულობ, არც ვეზიარები და მაინცთქო? მაინცო, თან დღეს კარგი დღეა, მოციქულების, ბართლომეს და ბარნაბის ხსენების დღეაო! მამაჩემს ბარნაბი ერქვა!"-წერს კუზანოვა.

წაკითხულია 4291 ჯერ

Related items

  • სასწაულები აფხაზეთში - ციდან დაშვებული სინათლე ხატად ისახება (ფოტოები)

    "აფხაზეთში 16 აპრილიდან ხდება სასწაულები,პირველგალში, მზიურში, რეფში გამოისახა ღმრთისშობელი, ათონში იესო ქრისტე.
    ბედიაში ჭამ დუღილი დაიწყო,  ციდან თითქოს ჩამოვარდნილი ვარსკვავებივით ეშვება სინათლე, ფანჯარას ეჯახება და ხატად ვლინდება," - აღნიშნული ინფორმაცია newsday.ge-ს ადგილობრივებმა მოაწოდეს.
    იხილეთ ფოტოები:

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური