ქალიშვილის ავადმყოფობით შეძრწუნებულმა მამამ შვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 17:20

ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში, სასოწარკვეთილმა მამამ, მძიმე სენით დაავადებულ მცირეწლოვან ქალიშვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა, „რათა შეეგუოს და მას სიკვდილის არ შეეშინდეს“, ამის შესახებ „დეილიმეილი“ წერს.

სიშუანის პროვინციის მკვიდრი, ფერმერი ჰანგ ლიონგი მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს იშურებს. გოგონა სისხლის მძიმე ანომალიით დაიბადა.

მამა აცხადებს, რომ მას ორი წლის ქალიშვილი წინასწარ მომზადებულ საფლავთან მიჰყავს, სადაც ისინი ერთად თამაშობენ.

ერთ-ერთი გამომცემლობის მიერ შექმნილი სიუჟეტი, საკმაოდ მძიმე ინფორმაციას და კადრებს გვაწვდის. სიუჟეტში ცანს, თუ როგორ არიან საფლავში წამოწოლილნი მამა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი. გოგონას მძიმე დიაგნოზი ორი თვის ასაკში დაუსვეს. ოჯახს ამ ეტალზე არარავიტარი სახსარი არ გააჩნია, რათა განაგრძოს შვილის მკურნალობა.

„ჩვენ ბევრი ფული ვისესხეთ, მაგრამ ახლა უკვე აღარავითარი გზა აღარ გვრჩება“, - ამბობს გოგონას მამა.

წყვილმა მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა, რათა იგი გოგონას დონორი ყოფილიყო, თუმცა დაორსულების შემდეგ გაიგეს, რომ მსგავის მეთოდით მათი ქალიშვილის მკურნალობა შეუძლებელი იყო.

„ჩვენ კუთხეში ვართ მიმწყვდეული. არავითარი გზა აღარ არსებობს“, - ამბობს გოგონას დედა.

მშობლებმა გადაწყვიტეს მკურნალობაზე უარი თქვან და შვილი „სიკვდილისთვის მოამზადონ“ - წერს „დეილიმეილი“.

„მე მხოლოდ ამ იდეას ვებღაუჭები - მოვიყვანო ამ ადგილზე და ვათამაშო. ეს არის ადგილი, სადაც იგი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს. ერთადერთი რაც შემიძლია, მას აქ ყოველდღიურად ვესტუმრო და მარტო არ დავტოვო“, - ამბობს მამა.

მშობლები იმედოვნებენ, რომ მათ შვილს არ შეეშინდება უკანასკნელ წუთებში, როდესაც მომენტი დადგება.

წაკითხულია 4666 ჯერ

Related items

  • "ნახატს არასოდეს წავშლი!” - სასტიკად მოკლული 19 წლის ანა ხელაძის ლექტორის ემოციური წერილი

    19 წლის გოგონას, ანა ხელაძის სასტიკ მკვლელობას მისი ლექტორი, მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ზერეკიძე ემოციური "ფეისბუქ" პოსტით ეხმაურება.

    მისი თქმით, კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში გოგონამ სამახსოვროდ მოფარიკავე კაცუნა დატოვა. რომელიც დაფიდან არასდროს წაიშლება.

    "ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ.

    დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე ...

    ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი-მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო .

    მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი.

    ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!

    ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი ალბათ უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია.

    ახლა გთხოვ:
    ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!"- წერს ზერეკიძე.

  • 19 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა - ბრალდებულს ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება

    19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.შესაბამის მოთხოვნას რობერტ ახალაიას ინტერესების დამცველი ოლგა გეჯაძე აყენებს. 
    „აუცილებლად უნდა გაირკვეს რამდენად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ კუთხით ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს გამომძიებელიც, თუ არ დაინიშნა, მე მოვითხოვ“, - განაცხადა ადვოკატმა.
    გამოძების ინფორმაციით, 22 წლის ბრალდებულმა, ახლო ნათესავს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ყელის არეში და ადგილიდან მიიმალა.

     

    გოგონას ყელის არსეში 8 ჭრილობა აღნიშნებოდა. 

  • 19 წლის ყელგამოჭრილი გოგონას დეიდისა და ახლობლების პირველი კომენტარები

    19 წლის ყელგამოჭრილი გოგონას დეიდისა და ახლობლების პირველი კომენტარები.

  • 14 წლის ნიუ-იორკელი გოგონა 7 მეტრის სიმაღლის ატრაქციონიდან გადმოვარდა (ვიდეო)

    14 წლის ნიუ-იორკელი გოგონა 7 მეტრის სიმაღლის ატრაქციონიდან გადმოვარდა (ვიდეო)

  • "რუსთავის პარკში ცხოვრობს" - 28 წლის ორსული გოგო მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს (ვიდეო)

    28 წლის, ფეხმძიმე ქალი, უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის პარკში ცხოვრობს და ღამეებს სკამზე ათევს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია, "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიაწოდა. მისი თქმით, ფეხმძიმობის გამო, მშობლებმა ქალი სახლიდან გამოაგდეს და იძულებულია ღამე გარეთ გაათენოს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური