მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება იზრდება - როდის შევა ცვლილება ძალაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 11:51

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება.

ამ სიახლის შესახებ, "ინტერპრესნიუსთან"  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოცდაზე გასვლის ღირებულება საგრძნობლად არ გაძვირდება.

მისივე განმარტებით, გამოცდის ქუჩაში გადანაცვლებიდან გამომდინარე, იზრდება რისკები და შესაბამისად დაემატება ის კომპონენტი, რაც ამ რისკებს მოიცავს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო, როდის შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკული გამოცდები რეალურ მოძრაობაში, თუმცა, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ შემოდგომის ბოლოს, ან 2018 წლის პირველი იანვრისთვის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად იქნება.

"ჩვენ დავასრულეთ პროექტირების ეტაპი და ეს არის ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტი. ძალიან დიდია ტექნოლოგიების როლი. პროექტს სჭირდება ამ ტექნოლოგიების შეძენა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ყველაფერი ვფიქრობ, შემოდგომაზე დასრულდება. შემოდგომის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2018 წლის პირველი იანვრისთვის მზად იქნება ინფრასტრუქტურა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად. აქ საუბარი არის ავტოსკოლების როლზეც. 

ერთია შსს-ს კომპეტენცია, რომ ჩვენ გამოცდა უნდა გავიტანოთ ქუჩაში და გვყავდეს შესაბამისი ავტომობილები, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურას აღიქვამს, მაგრამ მეორეა, როგორი მომზადებული მოვა გამოცდაზე ადამიანი", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, საუბარია, რომ სამომავლოდ, შესაძლოა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლამდე, ავტოსკოლაში სწავლება სავალდებულო გახდეს. შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

" ჩვენ ვართ შემუშავების პროცესში, ხედვა უნდა ჰქონდეს განათლების სამინისტროსაც. თავად ავტოსკოლების გარეშე არ გვინდა პროცესი. ამის მერე, ჩვენ ან მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ ავტოსკოლები იქნება სავალდებულო და გარკვეული სტანდარტებით იქნება, ან შეიძლება დარჩეს ეს სფერო ისე, როგორც არის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრო ავტოსკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

წაკითხულია 1038 ჯერ

Related items

  • მძღოლები, მობილური აპლიკაციით მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ

    მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ისა და მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.


    შსს-ს მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის ქულათა სისტემის შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, ახალი ტექნოლოგიური და სოციალური პროექტები დანერგა.

    პრეზენტაცია ინოვაციური სერვისებისა და ახალი პროექტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა წარუდგინა.

    ახალი მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ. ამავე აპლიკაციის დახმარებით, მათ საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით, სხვადასხვა ცნობის ასაღებად შეავსონ განაცხადი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოემზადონ, ასევე, მოიძიონ და დაჯავშნონ ავტომობილის მათთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

    ინფორმაცია მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ მძღოლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის „SA.GOV.GE”-ს მეშვეობით. განახლებული ვებ-გვერდით უახლოეს მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებული პირებიც ისარგებლებენ. ინოვაციური სერვისი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. დაგეგმილი სიახლის მიხედვით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეოზარის საშუალებით შეძლებენ, დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელს, რომელიც მათ სააგენტოს სერვისების შესახებ კონსულტაციას გაუწევს.

    პრეზენტაციას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარები, საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

    საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

    ღონისძიებაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა „სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობის ორი წლის ანგარიშიც წარადგინა. მომსახურების სააგენტოს პროექტის - „გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია“ - მეშვეობით, ფონდში 100000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გადაირიცხა. ნიკა გელაშვილს „სოლიდარობის ფონდმა“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

  • სამაგისტრო გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამაგისტრო გამოცდის 3 ნაწილის შედეგები დღეს გამოქვეყნდება. ამჯერად ცნობილი წაკითხულის გააზრების, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის პასუხები იქნება,  ანალიტიკური წერის შედეგები კი აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.

  • ქართული ენა განათლებისა და დასაქმებისათვის

    ქართული ენის სასწავლო პროგრამის 33 კურსდამთავრებულმა ჩააბარა სახელმწიფო ენის გამოცდა და მიიღო ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სწავლის გაგრძელებისა და საჯარო სექტორში დასაქმებისათვის.
    14 მაისს წარმატებული კურსდამთავრებულები - სომხური საჯარო სკოლების უფროსკლასელები სადახლოსა და ფოკადან, შეხვდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორს - ნუგზარ კაკულიას, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს - რუსუდან ტუშურს.
    სახელმწიფო ენის სწრაფი შესწავლის პროგრამა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენის საფუძვლები. პროგრამა დაიწყო 2015 წლის სექტემბერში. ამ დრომდე მასში უკვე 130 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ხორციელდება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
    იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ენის პროგრამის კურსდამათავრებულებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ  იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური. ტესტი ეფუძნება ენობრივი კომპეტენციების შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR)  და ადგენს ენის ცოდნის შემდეგ დონეებს: A1, A2, B1, B2, C1.  
    გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2015 წლიდან მხარს უჭერს ქართული ენის სწრაფი შესწავლის პროგრამას. UNDP-ის მხარდაჭერა  ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

  • პედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველთა გამოცდები

    თბილისსა და ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში პედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველთა გამოცდები  დღეიდან იწყება. რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა.  პირველ ეტაპზე გამოცდას დაწყებითი საფეხურისა  და ინფორმატიკის მასწავლებლები ჩააბარებენ.

    ტესტი 100 ქულიანია, ზღვარის გადასალახად აპლიკანტმა, მინიმუმ, 61 ქულა უნდა დააგროვოს.

  • მართვის მოწმობის ე.წ. 100-ქულიანი სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა

    პარლამენტს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად, ცვლილებები, მათ შორის მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემის შემოღების შესახებ, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არ ამოქმედებულა. 
    საკითხზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიის ფარგლებშია დაგეგმილი.
    რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეებს ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა. 
    პროექტი აღნიშნული სიახლეების ძირითადი ნაწილის 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივის ამოქმედება კი, პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხის პარლამენტში ინიცირებისთანავე ითქვა, რომ პარლამენტი განხილვას არ იჩქარებს. საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობის დაწყება საგაზაფხულო სესიისთვის დაიგეგმა.
    შესაბამისად, შეიცვლება ყველა ის თარიღი, რომელიც ინიცირებულ პროექტშია გაწერილი.


ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური