გიორგი გაბუნიას და სოფო ნიჟარაძის პიკანტური ფოტოები "X ფაქტორიდან" - რა ხდება წყვილს შორის?

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 23:35

მომღერალ სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრება საზოგადოების მუდმივი ინტერესის საგანია. მშვენიერი მომღერლის გარშემო ახალი ჭორები "X ფაქტორის" ახალი სეზონის შემდეგ კვლავ აგორდა. მისი და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ახლო ურთიერთობა გულშემატკივრებს და მაყურებელს არ გამოპარვია.

გიორგი და სოფო მეგობრობენ შოუშიც და რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ხომ არ არის მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი?



ფეისბუქზე "X ფაქტორის" მენტორების საკმაოდ პიკანტურ ფოტოებსაც წააწყდებით, რომლებსაც ინტერნეტმომხმარებლის არაერთგვაროვანი კომენტარები ახლავს: "ულამაზესი წყვილი"; "ნეტა მართლა ერთად არიან?!"; "ყველაზე კარგები ხართ ერთად და ცალ-ცალკე; "საყვარლები ხართ""იმედი მაქვს ბევრს არ სჯერა რომ ერთად არიან..."



სხვათაშორის, ამ ურთიერთობაზე წყვილი ხშირად ხუმრობს. ერთ-ერთ ერთობლივ ფოტოზე, რომელიც სოფო ნიჟარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა, დააწერა: "ამ სიყვარულს რა ვუყო? როგორ დავმალო?". სოფო ნიჟარაძის სოფოზე, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ასეთი კომენტარი დატოვა: "რაღა დროს დამალვაა? კაი მოწიფული ყვავის ხნისები ხართ... ისე, მშვენივრად უხდებით ერთმანეთს. ლამაზი, ნიჭიერი და სწერვა ბავშვები გეყოლებათ" - წერს ნიკა გვარამია კომენტარში.

ცოტა ხნის წინ გიორგი გაბუნიამ ფეისბუქზე ურთიერთობის სტატუსი შეცვალა და დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძესთან 

"გაურკვეველ ურთიერთობაშია", რასაც სოფო კომენტარით გამოეხმაურა: "ზოგს რომ არ ჯერა? არ დანახულს იჯერებენ და ჩვენით აღიარებულს არა! გამაგიჟებს ეს ხალხი" - წერს ნიჟარაძე. "მეჯვარე ვინ არის?!" - ეკითხება სტეფანე მღებრიშვილი. სოფო: "ჩემი შენ... მაგრამ ჯერ ადრეა, არ დამიშინო ბიჭი, ხომ იცი ასაკში რთულად იღებენ ოფიციალურ სტატუსს..."



როგორ გაგრძელდება სოფოს და გიორგის ურთიერთობა, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი დასკვნები მათი ერთობლივი ფოტოებიდან გამოიტანეთ...

წაკითხულია 2202 ჯერ

Related items

  • "ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც..." – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე (ვიდეო)

    "ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც..." – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე.

  • ,,ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა“ - სოფო ნიჟარაძის ემოციური პოსტი

    სოფო ნიჟარაძე ,,იქს-ფაქტორის“ დასრულების შემდეგ ფეისბუქის გვერდზე ემოციურ პოსტს ავრცელებს.

    ,,დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, იმხელა იყო ემოცია, რომ ვერ დავიძინე და უნდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისთვის რომ ეს ბედიერება გვაჩუქეთ.

    ფაქტორი 2017 დასრულდა, საოცარი ფინალის მომსწრე გავხდით ყველანი, განსაკუთრებული ნაკადი, უძლიერესი, ერთმანეთზე უკეთესი ფინალისტებით. ჩემმა სანდრომ ღირსეულად გაიმარჯვა ამ რთულ ბრძოლაში, მე ბედნიერი ვარ, როგორც მისი მენტორი, რომელმაც ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე გამოიარა მასთან ერთად, მე ვიყავი თანამონაწილე ყველა ნერვიულობის, გამოცდის, გამოწვევის. მიხარია, რომ სანდროს დაუფასდა ეს შრომა, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც დაურეკა სანდროს, ვინც მხარში გვედგა, ვისგანაც ვგრნობდით სითბოს და სიყვარულს, ვინც ეს ბედნიერება მოგვანიჭა, ჩვენ ეს ერთად შევძელით“ -წერს სოფო ნიჟარაძე.

  • ატირებული გიორგი გაბუნია - რა მოხდა X Factor -ში (ვიდეო)

    ატირებული გიორგი გაბუნია - რა მოხდა X Factor -ში

  • "იმედია, შემდეგ კვირას აღარ დავინახავ თქვენს ცრემლებს"- რას წერს ამზოევი გიორგი გაბუნიას

    X ფაქტორის მონაწილე მერაბ ამზოევი, რომელმაც პროექტი 10 დღის წინ დატოვა სოციალურ ქსელში შოუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. ის ბავშვების ჯგუფის მენტორს მოუწოდებს თუ ქართულ სიმღერების შერჩევას გადაწყვეტს, მაშინ თანამედროვე ან გათანამედროვებული სიმღერები შეარჩიოს:

    "ძალიან კარგია, როცა "X ფაქტორში" გიორგი გაბუნიამ ამღერა ბავშვებს ქართული სიმღერა. ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ამღერებ ბავშვებს ძველ ქართულ სიმღერებს და გინდა რომ მაყურებელმა დააფასოს და შეიყვაროს ასეთი სიმღერები, მაშინ უნდა ამღერო თანამედროვე ვერსიით, ან თანამედროვე ახალი სიმღერები. მე მგონი დრო მიდის წინ და არა უკან და ჩვენც უნდა მივყვეთ ამ დროს, ამიტომ ხალხს უნდა დაანახო და მოასმენინო რამე ახალი,კარგი, ხარისხიანი ქართული მუსიკა. გრიგოლ და თამარ თქვენ ხართ ძალიან მაგრები და შესანიშნავად შეასრულეთ ასეთი რთული დავალება. იმედია, შემდეგ კვირას აღარ დავინახავ თქვენს ცრემლებს", - წერს მერაბ ამზოევი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური