31 წლის აზერბაიჯაბელი, ა. მამედოვი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 25 ივნისი 2017 17:50

31 წლის აზერბაიჯაბელი, საქართველოს მოქალაქე, აიაზ მამედოვი დაინიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „აპა“ იუწყება, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ა. მამედოვი მუშაობდა რეგიონალურ საგადასახადო ინსპექციაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ა. მამედოვი კურირებას გაუწევს ქვემო ქართლის რეგიონს.

ა. მამედოვს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლა.

აიაზ მამედოვს ყავს მეუღლე და ერთი შვილი.

წაკითხულია 580 ჯერ

Related items

  • Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი გაზარდა
    2019 წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით. გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალზე წვდომა. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.
    Moody’s-ის მოლოდინით, ლიბერთი ბანკი გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან - ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად.  კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
    „მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით.“- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.
  • „Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

    პროექტის Sputnik Taoba ფარგლებში თბილისელი მოსწავლეები საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მუშაობას გაეცნობიან.

    საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba. ის ითვალისწინებს მასტერ-კლასების ჩატარებას მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის და მათ წარმოდგენას აძლევს თანამედროვე მასმედიის მუშაობისა და მისი თავისებურებების შესახებ. პროექტის პირველ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც პროფესიის არჩევა სურთ. ისინი ნახავენ, როგორ მუშაობს ნიუსრუმი, მულტიმედიური რედაქცია და Sputnik-ის პრეს-ცენტრი, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და გაიგებენ ბოლო ტრენდების შესახებ საერთაშორისო მასმედიის მუშაობაში.

    პროექტის „Sputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „ძალზე მოხარული ვართ, სააგენტო Sputnik-ის კარი გავუღოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რა არის თანამედროვე მედია, თავად სცადონ შექმნან კონტენტი ვებ-გვერდისთვის: ტექსტები, ფოტო და ვიდეო. Sputnik Taoba - ეს ახალი კრეატიული პროექტია, რომელშიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ შეხვედრასა და ურთიერთობას. ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას, ხოლო ახალგაზრდებსა და მომავალ ჟურნალისტებს თავიანთი წვლილი და ახალი იდეები შეაქვთ ჩვენს საქმეში.

    პროექტი Sputnik Taoba (თაობა) ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიებს სააგენტოში და „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მასტერ-კლასების ჩატარებას სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. Sputnik Taoba-ს მონაწილეები ნახავენ, როგორ მუშაობს თანამედროვე მულტიმედიური რედაქცია და შეძლებენ ურთიერთობას ჟურნალისტებთან, რომლებიც სხვადასხვა თემას აშუქებენ - პოლიტიკიდან და ეკონომიკიდან მოდისა და სპორტის ჩათვლით.

    Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

    პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა. უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

  • სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ და ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    ლიბერთი , სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2019 წელსაც აგრძელებს. მემორანდუმის თანახმად, ბანკი, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრისა და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული 2 საოჯახო ტიპის სახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აანაზღაურებს.

    აღნიშნული მემორანდუმი, კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ლიბერთი სოციალური მომსახურების სააგენტოს გამორჩეული პარტნიორია და უკვე მეოთხე წელია, ქვეყნის მასშტაბით, არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს.

    „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების მიმართ, მით უფრო როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. დიდი მადლობა ლიბერთის ამ თანადგომისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებით და ხარისხიანად უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ.

    2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 44 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 186 ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.

    ,,მოხარული ვართ რომ წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ვიზრუნოთ მათზე ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა. ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალურ ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე მუდმივი ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება წარმოადგენს.

    მომავალში, ამ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომლის წარმატებული განხორციელება მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვის მაგალითი გახდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით’’ - აღნიშნა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

  • ინიციატივის „იტალიური ივნისი“ და თბილისი-ბოლონიის ავიარეისის პრეზენტაცია

    2018 წლის 4 ივნისს, ორშაბათს, 11:00სთ-ზე სასტუმროში Iota Hotel Tbilisi (მისამართი: ლერმონტოვის ქ. 10) ჩატარდება პრესკონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE), ქ. ბოლონიის ტურიზმის ორგანიზაციასთან Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტთან თანამშრომლობით.

    პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა „იტალიური ივნისი“ და ავიაკომპანია Georgian Airways-ის თბილისი-ბოლონიის ახალი, პირდაპირი რეისის შესაძლებლობები. პრესკონფერენციაში, რომელსაც გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მონაწილეობას მიიღებენ სააგენტო ICE-ს დირექტორი, ორგანიზაციის Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტის წარმომადგენლები.

    ინიციატივის „იტალიური ივნისი“ მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიაში წარმოებული პროდუქციის (Made in Italy) პოპულარიზაციას საქართველოში. Made in Italy, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზი და ხარისხის, კრეატიულობის, სილამაზისა და სანდოობის სინონიმია, იტალიური ცხოვრების წესის (Vivere ALL'italiana) მთავარი შემადგენელი ნაწილია. ინიციატივაში მონაწილეობენ სხვადასხვა სექტორებთან - პარფიუმერიასთან, კოსმეტიკურ ნაწარმთან, მოდასთან, ოპტიკასთან, აქსესუარებთან, ავეჯთან, დიზაინთან, საკვებ პროდუქტებთან და სხვ. - დაკავშირებული ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები და იმპორტიორები. ინიციატივაში ჩართული კომპანიები, რომლებიც საქართველოში იტალიური პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, მომხმარებელს შესთავაზებენ სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს მთელი ივნისის თვის განმავლობაში. სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე www.italiuriivnisi.ge შესაძლებელია ინიციატივაში მონაწილე მაღაზიების ჩამონათვალის ნახვა. 

  • SPUTNIK–მა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მედიისთვის საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუშვა

    საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჟურნალისტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა SputnikPro–ს იწყებს, რომლის მასტერ–კლასი თბილისში 20 მარტს გაიმართა.

    SputnikPro ეს არის რუსულ მედია–საშუალებებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებისა და მედიამენეჯერების  პრეზენტაციები და მასტერ–კლასები. პროგრამა ჟურნალისტებს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს სტანდარტებსა და მუშაობის ტექნოლოგიებს აცნობს. მასტერ–კლასების პირველი სერია მინსკში ჩატარდა. მეორე – თბილისში, რის შემდეგაც SputnikPro ერევანში გაემგზავრება.

    „დღევანდელ დღემდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში  ჟურნალისტებთან ე.წ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ურთიერთობდნენ – სააგენტოები და ფონდები, რომლებიც ე.წ. დემოკრატიული ფასეულობების ხელშეწყობით არიან დაკავებული. ჩვენ არ ვაპირებთ თავს რამე მოგახვიოთ – ჩვენთვის ესაა, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა: ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ არის რაღაც, რისი გაზიარებაც შესაძლებელია და ვისთან  ერთადაც მაგიდასთან ჯდომა კომფორტულია“, – აღნიშნა Sputnik–ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

    Sputnik–ისა და   საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ წარმომადგენლები დამსწრეთ გაუზიარებენ გამოცდილებას, რომელიც რუსულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის იქნება საინტერესო. კონკურენტული გამოცემების ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასარგებლო ცოდნა, რაც  Sputnik–თვისაც ძალზე მნიშვნელოვანია – კონკურენცია სააგენტოს უფრო აქტიურად განვითარებას აიძულებს.

    SputnikPro–ს პროგრამაში მონაწილეობენ:  საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ახალი მედიაფაკულტეტის კათედრის  უფროსი მასწავლებელი ნატალია ლოსევა, „როსია სეგოდნიას“ სახელმწიფო ინტერნეტ–პროექტების დირექციის დირექტორის მოადგილე ირინა კედროვსკაია, „როსია სეგოდნიას“ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი ოლეგ შედროვი, „როსია სეგოდნიას“ ოპერატიული ილუსტრირების განყოფილების უფროსი, ონლაინ–გამოცემის ფოტოსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე სვეტლანა სვიაზოვა, „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიური საერთაშორისო პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი ოლგა კოლევა და „როსია სეგოდნიას“ მრჩეველი სვეტლანა ბაბაევა.

    საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik-ი – ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო მედია–საშუალებაა: სააგენტო 32 ენაზე მაუწყებლობს, პრეს–ცენტრები და რედაქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით  – ტოკიოდან მონტევიდეომდე  24–საათიან რეჟიმში გადასცემენ ახალ ამბებს. 

    პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის სამი წლის განმავლობაში Sputnik–ის ვებ–გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ადგილობრივ მედია–საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავეს.

    ახლო აღმოსავლეთის თითოეულ ქვეყანაში  Sputnik–ის ვებ–გვერდები  ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე წარმოუდგენენ მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ–ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად, Sputnik–ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს. რადიო Sputnik–ი ინტერნეტსა და FM/AM დიაპაზონებზე 18 ენაზე მაუწყებლობს.

    Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური