მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკი დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 23 ივნისი 2017 09:41

მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლეთა პირველ ნაკადს წყნეთში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.

სახელმწიფო დაფინანსებით, ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე (ანაკლია, მანავი, კაჭრეთი, სალიბაური (აჭარა), ბათუმი, ქუთაისი, წყნეთი)  60-მდე ნაკადი,  11 000-მდე მე-7, მე-8, მე- 9 კლასის მოსწავლე დაისვენებს.

მოსწავლეთა რაოდენობა თითოეულ ნაკადში  ლოკაციების მიხედვით განსხვავებულია და საშუალოდ 130-დან 300 ბავშვს შეადგენს. ბანაკში დასვენების შესაძლებლობა კი ეძლევათ, მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან -  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ეთნიკური უმცირესობების, ეტლით მოსარგებლე, წარჩინებულ, მცირეკონტიგენტიან და ა.შ. სკოლების მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის ბანაკებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად ახორციელებს და მიზანს მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრება, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდა წარმოადგენს.

წელს ანაკლიის ბანაკის ორგანიზებაში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად,  ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც, ხოლო მანავის სამხედრო ბაზაზე და ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში, ბანაკი განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

წაკითხულია 890 ჯერ

Related items

  • კულტურის სამინისტრო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა, და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს. პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტებს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის.

    მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც რეგიონალური ტურიზმის სფეროში ქვეყნის განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო აკადემიის დაფუძნებას გულისხმობს:

    „ერთობლივად შემუშავებული ყველა ინოვაციური პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს განათლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“ -განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

    შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ინოვაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზეც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის ფარგლებში განხორციელდება. მხარეები შეთანხმდნენ ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურიზმის სფეროში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციების ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე, ერთობლივი კლასტერების შექმნასა და მისი განვითარების ხელშეწყობაზე.

  • ევროპული სკოლის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი საქართველოში

    ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიხსნა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

    21 დღის განმავლობაში ახალგაზრდები დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან, გაეცნობიან ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო მაგალითებს სხვადასხვა სფეროში, ასევე ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ.

    პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.

  • ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

    საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა.
    ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბანაკს ადგილობრივი, კახელი ახალგაზრდები მასპინძლობდნენ.
    “მნიშვნელოვანია ახალქალაქში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი კონტაქტების განვითარება მოხდეს, ეს აქტივობები კი ბანაკის მონაწილეების სამომავლო განვითარების და ინტეგრაციის წინაპირობაა. გუნდური თამაშის საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შეინარჩუნონ კონტაქტები არა მხოლოდ ბანაკში ყოფნისას, არამედ მათთვის არაჩვეულ გარემოშიც”- აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა.
    ბანაკის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები რეგიონული განვითარების და ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა. კახეთის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც ტურისტული სერვისების სწრაფმზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონი. ახალგაზრდები კახეთის წარმატებულ სასტუმრო კომპლექსებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა ტურიზმის განვითარების შესახებ. “ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია, მსგავსი ლექციები კი გვეხმარება უკეთ გავეცნოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს”- განაცხადა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ, ანუშ გილოიანმა.
    ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული პირველი ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
    პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
    ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

     

     

     

  • მორიგი საზაფხულო ბანაკი მანავში გაიხსნა

    სოფელ მანავში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნუკრი გელაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო. მიხეილ ჩხენკელი ასევე გაეცნო მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებს და მათ საცხოვრებელ პირობებს.

    მანავის საზაფხულო ბანაკს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 12-16 წლის 1056 მოსწავლე დაისვენებს.

    თითოეული ნაკადი გაივლის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. პროგრამის მიხედვით, ერთი დღე სამხედრო თემას დაეთმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და განუმარტავენ გარკვეულ სიტუაციებში როგორ იმოქმედონ. გარდა ამისა, პროგრამა სხვადასხვა სფეროში არაერთ შემეცნებით და სახალისო თემებს მოიცავს.

    ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება გახსნილი, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით, ჯამში 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.

  • „სკოლებში ჯანსაღი პროდუქტების შეტანა ეტაპობრივი პროცესი იქნება“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

    სქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლებში ახალი რეგულაციების საკითხზე კომენტარს აკეთებს. ჯეჯელავა ბუფეტებში ჯანსაღი საკვების შეტანასა და მავნე პროდუქტების აკრძალვის აუცილებლობას უსვამს ხაზს:

    "ეს არის რეგულირება ახალი,რომელიც პირველ ეტაპზე აკრძალავს ყველაზე არაჯანსაღ პროდუქტს, მაღალშაქრიან გაზიან სასმელებს, შოკოლადებს, "სუხარიკებს". პირველ ეტაპზე შევეცდებით, რომ ესენი გაქრეს სკოლის ბუფეტებიდან, შემდეგ ეტაპზე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხილისკენ, ბოსტნეულისკენ და მართლა ჯანსაღი რაციონისკენ გადავინაცვლოთ. ეს პროცესი იქნება ეტაპობრივი და მოგეხსენებათ, რომ ამის ოპერირებით კერძო კომპანიები არიან დაკავებულნი. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ რაღაც უეცარი სიურპრიზები შევუქმნათ, შესაბამისად შევეცდებით, ეს ცვლილებები ისეთ ტემპში განვახორციელოთ, რომ მოასწროს ამ ხალხმა რეალურად ბუფეტებში ჯანსაღი საკვების შემოტანა, თან ძალიან მნიშვნელოვანია, ფასზე არ აისახოს, არ გაძვირდეს სკოლის ბუფეტები. მგონია, რომ ჩვენ ამას შევძლებთ"- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური