მედია-მეკლდეურობის ტურნირის გამარჯვებულები საკუთარ პრიზებს დაზარალებულებს გადასცემენ

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 20 ივნისი 2015 17:21

თბილისში „არენა 2"-ზე ფესტივალი „ნიამორის" ტურნირი მედია-მეკლდეურობაში დღეს მეხუთედ გაიმართა. 
ტრადიციულ შეჯიბრში საქართველოში აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით ჩატრდა.

შეჯიბრი გაიმართა როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. ვაჟებს შორის,  მედიაჰოლდინგ "სტარვიზიის" წარმომადგენელმა გიორგი აკობიამ გაიმარჯვა. ქალებს შორის კი პირველობა "პირველი არხის" წარმომადგენელმა მოიპოვა.

ორგანიზატორების მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლებიც ტურნირის გამარჯვებულებს ეკუთვნოდათ, მათივე სურვილით  თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემა.

აღნიშნული ტურნირების მთავარი მიზანი ჟურნალისტებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის ტრადიციის შექმნა და კონკრეტული სახეობების პოპულარიზაციაა. 

ასპარეზობისთვის განკუთვნილი საცოცი კედელი საკუთარი ხარჯებითა და ინვესტიციით ცნობილმა მეკლდეურმა, საერთაშორისო კლასის ოსტატმა ალექსეი კოზლოვმა დაამონტაჟა. 12 მეტრი სიმაღლისა და 10 მეტრი სიგანის რთული ცოცვისთვის განკუთვნილ ხელოვნური კედელზე ჟურნალისტთა შეჯიბრისთვის სპეციალური ტრასები მოეწყო, რომელთა სირთულეც შესაბამისად იყო გათვალისწინებული მოყვარული მეკლდეურებისთვის. ტურნირის მთავარი მსაჯი ალექს კოზლოვი იყო.

 
წაკითხულია 309 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური