ე.წ. ციანიდის საქმე - „პატრიარქმა მიმდინარე მოვლენებზე არაფერი იცოდა“ - თორნიკე მამალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 14:46

ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დღეს პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასულიერო პირებმა გამოთქვეს სურვლილი აზიარონ დეკანოზი, თუმცა უწმინდესი ამის შესახებ საქმის კურსში არ არის:

„პატრიარქმა მიმდინარე მოვლენებზე არაფერი არ იცოდა, არც მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით, ამის ეჭვს ისიც მატებს, რომ პატრიარქს არ უკითხავს ჩემი არცერთი ბრალდების შესახებ, არც შორენა თეთრუაშვილზე, არც მეუფე იაკობთან და არც მამა დავით ჭინჭარაულთან დაკავშირებით, რომლებიც მე გამაჩნია“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

წაკითხულია 880 ჯერ

Related items

  • "ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა”- პატრიარქი

    7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შედგა.

     

    კონფერენციას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმთავრები, სემეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.

    კონფერენციას უძღვებოდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

    მოხსენებებით წარდგნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბენაშვილი (თემა, _ ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).

    წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.

    სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,.

    დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა:

    „წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია. თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი. ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ! დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!“- განაცხადა პატრიარქმა.

    წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში. კონფერენციაზე საგალობლები შეასრულეს კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად. ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, 13 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთაწმინდაზე წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე გადაიხდის პარაკლისს.

  • კურდღლის ფეხები და ჯადო თოჯინა - ,,პატრიარქი ამბობდა, მომაშორეთ ეს ქალი აქედანო“

    შორენა თეთრუაშვილი დაკავებულია საოცარი მისტიციზმით, რომელსაც სამწუხაროდ, არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ეს ადამიანი მესვეურობს საქართველოს საპატრიარქოს. 

    "ჯადობაზობა" და ასეთი თემები, რომელსაც არც მალავს არასდროს, ყოველთვის ღიად ამბობს. ყოველთვის საუბრობს რომ არსებობენ ჭინკები, სასაცილოა. სოსო ოხანაშვილი ყვებოდა, რომ ის შეესწრო მისი ასეთი ტიპის რაღაც ქმედებას. 

    ჟურნალისტის კითხვაზე, სწორია თუ არ ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა კურდღლის ფეხები იპოვა შორენა თეთრუაშვილის ოთახში? ტარას შავშიშვილმა უპასუხა, რომ "ეს ინფორმაცია მართალია". 

    მისი თქმით, ამას სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. "ამაზე ნამდვილად არ მინდა საუბარი"- განაცხადა გადაცემაში შავშიშვილმა. 

  • მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

    მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს. 

    „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში. 

    რამდენიმე მედიასაშუალებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები გავრცელდა. კერძოდ, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. 

  • ე.წ. ციანიდის სკანდალი გრძელდება - დეკანოზის დისშვილის ფოტო, რომელსაც პროკურატურა პროვოკაციულად იყენებდა

    დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით პროკურატურა მისი დაკავების დღიდანვე ცდილობდა მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის უფროსისთვის მასზე მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინათ, მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე“ მსგავრდებული სასულიერო პირი საბოლოო სიტყვაში საუბრობს, რომლის ჩანაწერიც „ტვ პირველმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
    მამალაძე საბოლოო სიტყვაში ფოტოებზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით პროკურატურა პროვოკაციულად იყენებს და რომელიც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსამართლემ სასამართლო სხდომები დახურა. მამალაძის თქმით მას დასამალი არაფერი აქვს, დეკანოზი საბოლოო სიტყვაში დეტალურად ხსნის ფოტოების წარმომავლობას.

  • '' სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო'' - პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

    "სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

    ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

    დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.

    თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს"- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური