მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 10:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის გათვალისიწნებით პროექტის  შედეგებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარადჭერისთვის, თავის მხრივ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი წინსვლა.

მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის კმაყოფილებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რომლის თანახმადაც ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ირიცხება. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობას სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში.

მინისტრებმა ქვეყნებს მიულოცეს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღი და შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თანამშრომლობის შემდგომ ინტენსიფიკაციაზე. 

წაკითხულია 351 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

    ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
     
    დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
     
    მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.    

  • მამუკა ბახტაძე ბულგარეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. 

    მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, შავი ზღვის აუზის პერსპექტივები, სატრანსპორტო კავშირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი განიხილეს. 

    დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დადებითი დინამიკა და ის ფაქტი, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მოექცა. 
    პრემიერ-მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის ქმედით მუშაობას, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით. 

    პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს შავი ზღვის უნიკალური შესაძლებლობები და ის უპირატესობები, რომელსაც საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით საბორნე მიმოსვლის მიმართულებით. 

    საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ ბულგარელ კოლეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. 

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზახარიევა და ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ. 

  • ნატოს შტაბ-ბინაში ბოლო მინისტერიალი დაიწყო

    ნატოს შტაბ-ბინაში მინისტერიალი დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრებს იენს სტოლტენბერგმა მიმართა და განაცხადა, რომ დილის სხდომაზე მთავარი საკითხები ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესები იქნება, ასევე ნატოს თავდაცვის საკითხები და ტერორიზმთან ბრძოლა.

    სტოლტენბერგის თქით, საუბარი შეეხება ერაყში ნატოს მისიის საკითხსაც, რომლის დაწყების თარიღიც ივლისში გამართულ შეხვედრაზე დაზუსტდება. ნატოს გენმდივნის განცხადებით, განხილული იქნება იორდანიასთან, ტუნისთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხიც.

    იენს სტოლტენბერგმა, მიმდინარე მინისტერიალს ისტორიული უწოდა, რადგან ის ნატოს შტაბ-ბინის ძველ შენობაში ბოლოჯერ იმართება.

  • ბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

    შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

    ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, რომელსაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) აფინანსებს.

  • ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა

    ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა. ეს სტატუსი ბულგარეთმა 11-წლიანი ლოდინის შემდეგ მოიპოვა.

    ბულგარეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა. თავმჯდომარეობაზე მისი რიგიკი რიგი ბრექსიტის გამო ვადაზე ადრე დადგა.

    სოფიაში გამართულ მიღებზაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ამ ორგანიზაციისთვის კრიტიკულ დროს გახდა და სჯერა, რომ ბულგარეთის პრემიერს შეუძლია ევროკავშირის ერთიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური