მაშველები მტკვარში მამაკაცს ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 16:46

მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთან ინფორმაცია დაახლოებით 15:00 საათზე შევიდა. 

სამძებრო სამუშაოებს როგორც მყვინთავები, ასევე სახმელეთო სამაშველო ჯგუფები ახორციელებენ. 

წაკითხულია 516 ჯერ

Related items

  • მაშველები მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ (ვიდეო)

    მაშველები მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

  • სტიქია ხაშურში - მაშველები მდინარე სურამულაში მამაკაცს ეძებენ

    ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან მაშველები და მოსახლეობა მდინარე სურამულაში მამაკაცს ეძებენ. სოფელ ნარბანის მცხოვრები ვასილ ღონღაძე სავარუდოდ მდინარეში გადავარდა. ღონღაძე მას შემდეგ გაუჩინარდა რაც საძოვრიდან შინისაკენ პირუტყვი მიჰყავდა. 
    ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ღონღაძის მოძებნა მოხერხდეს, თუმცა ვითარებას ართულებს სიბნელე, უამინდობა და ადიდებული მდინარე. 

  • ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს
    შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს, ევროპელი ტურისტების ჯგუფში, ერთ-ერთი ქალბატონი დაშავდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. შსს-ს მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც იგი მაშველებმა, დანარჩენ ტურისტებთან ერთად, თბილისში გადმოიყვანეს და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს
  • შსს-ს მაშველებმა ზვავში მოყოლილი სერბი ტურისტი გადაარჩინეს

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

    გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112" -ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

    შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.

  • მაშველებმა საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში, კატასტროფებზე რეაგირებისა და კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში - CRNA GORA-2016 მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და მონტენეგროს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

    პრაქტიკულ ვარჯიშში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 12 თანამშრომელი მონაწილეობდა. ისინი 2 ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილი: ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჯგუფებად.

    სწავლების მიზანი იყო ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების, ასევე, საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული რეაგირების უნარების გამოვლენა და სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება.

    სწავლებაში 30-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდგენლები მონაწილეობდნენ.

    ტრენინგის ორგანიზატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები.

    კურსის დასრულების შემდეგ სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური