დეპორტირებული ფრანგი ჟურნალისტი დეპარდონი - თურქეთში სამართალი აღარ არსებობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 15:54

თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ასეთი ვითარება თურქეთს არ უხდება, - ამის შესახებ ქალაქ გაზიანთეფში დეპორტირების ბანაკში დაახლოებით ერთთვიანი დაკავების შემდეგ დეპორტირებულმა ფრანგმა ჟურნალისტმა მატიას დეპარდონმა განაცხადა.

ლტოლვილთა ბანაკში ერთთვიანი ყოფნის შემდეგ, თურქეთიდან დეპორტირებულმა ჟურნალისტმა დეპარდონმა, ამ პერიოდში განცდილი გაზეთ Cumhuriyet-ს გაუზიარა. 

დეპარდონის თქმით, შიმშილობა რომ შეეწყვიტა, ბანაკის დირექტორს მისთვის, ყოველდღე, სხვადასხვა რესტორნიდან კერძები მოჰქონდა. 

″თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ადამიანები სახიფათო და დაუცველ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ვითარება თურქეთს ნამდვილად არ უხდება″, - განაცხადა ჟურნალისტმა.


″ჟურნალ National Geographic-ის დავალებით ჰასანქეიფის პროვინციაში ახლად დაარსებული ქალაქის სამშენებლო სამუშაოებისთვის ფოტოების გადაღების დროს პოლიცია მოვიდა და მკითხა, თუ რას ვაკეთებდი. პირადობის მოწმობასთან ერთად თურქეთის მიერ მოცემული უცხოური პრესბარათიც ვაჩვენე, მაგრამ პოლიციელებმა ჩემი სახელი ინტერნეტით მოიძიეს და წარსულში ჩემს მიერ ერაყში, მოსულის რეგიონში ISIS-სა და PKK-ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ მომზადებული სტატიები მაჩვენეს და ამის გამო ″ტერორიზმის პროპანგადაში″ დამადანაშაულეს. ბატმანის პოლიციის განყოფილებაში განმიცხადეს, რომ ჩემს პრესბარათს მოქმედების ვადა გაუვიდა და საინფორმაციო სამსახური ორი თვის განმავლობაში აღადგენდა... მაგრამ ანკარიდან შემატყობინეს, რომ პრესბარათი გაუქმებული მაქვს. ამის შემდეგ კი გაზიანთეფის საემიგრაციო ადმინისტრაციის დეპორტირების ბანაკში გადამაგზავნეს″, -განაცხადა ჟურნალისტმა.

მატიას დეპარდონმა ბანაკში გატარებული პერიოდის შესახებ გაზეთ Cumhuriyet-ს დეტალურად უამბო.

″ჩემს თავს რაც ხდებოდა, ვერ ვიჯერებდი. ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა. ერთი თვის განმავლობაში ერთადგილიან საკანში ვყავდი დაპატიმრებული. პირველ დღეს როდესაც მომიყვანეს არც ბალიში, არც პირსახოცი და არც წყალი არ მქონდა. პირველი დღე უწყლოდ და საწოლის გარეშე გავატარე, მეორე დღეს საწოლი მომცეს. დღეში 15 წუთით სუფთა ჰაერზე გასვლის ნებას მაძლევდნენ. ბანაკის დირექტორის თქმით,  უსაფრთხოების გამო ერთკაციან საკანში ვყავდით დაპატიმრებული. დღეების განმავლობაში დეპორტირებას ველოდებოდი. მაგრამ დღეების გასვლასთან ერთად ფსიქოლოგიურად გავტყდი, ამის შემდეგ სამადგილიან ოთახში გადამიყვანეს. აქ კონტრაბანდული დანაშაულის გამო დაკავებულ ავღანელ და პაკისტანელ თავშესაფარის მაძიებლებთან ერთად დავრჩი. დღეების გასვლასთან ერთად ″რა მელოდება″ შიშით ლოდინი დავიწყე. სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატს ვუთხარი, რომ ან მომისაჯონ და მეცოდინება, თუ რისთვის ვარ დაპატიმრებული ან და მოახდინონ ჩემი დეპორტაცია. ადვოკატი სერიოზულობისგან შორს, დამცინავი ტონით მესაუბრებოდა. შემდეგ თვითონ ავიყვანე ადვოკატი და ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცადე. გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა და შიმშილობა დავიწყე. თითქოს როგორც ტყვე ისე ვიყავი დაკავებული და დღეების განმავლობაში იმ განცდით ვცხოვრობდი, რომ მომავალში ვის რა ელოდა გაურკვეველი იყო. ჩემი ხმა რომ გაეგოთ, სიკვდილის რისკით შიმშილობა დავიწყე. შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს ბანაკის დირექტორს, შიმშილობა რომ დამესრულებინა რესტორნებიდან სხვადასხვა კერძები მოჰქონდა. მე კი ამ ყველაფერს უკან ვაბრუნებდი და შიმშილობას ვაგრძელებდი. დიპლომატიური პროცესის დაწყების შემდეგ შიმშილობა შევწყვიტე. ერთი თვის შემდეგ კი დეპორტაციის საბუთებზე ხელი მომაწერინეს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხაროდა ამ ყველაფერს თავი რომ დავაღწიე, მაგრამ ძალიან ვწუხდი იმ ადამიანების გამო, რომლებთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი. მათ არაადამიანურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ადამიანები სახიფათო და დაუცველ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ვითარება თურქეთს ნამდვილად არ უხდება″, - განაცხადა მატიას დეპარდონმა გაზეთ Cumhuriyet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/763814/Sinir_disi_edilen_Fransiz_gazeteci_Depardon__Turkiye_de_adalet_kalmadi.html

წაკითხულია 349 ჯერ

Related items

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • თურქეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ ჩატარდა

    ქ. ინეგოლში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით ფოკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" ჩატარდა.

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჯამბაზიშვილმა

     მათ  ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში.
     
    საღამოს ფარგლებში,  დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა და საქართველოს ელჩმა ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ ფარუქ დემირთაშს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
     
    ამასთან, ფესტივალის ფარგლებში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში ჩატარდა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს).
     
    ფესტივალზე საქართველოდან ჩამოსულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.
     
    ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი

    ვაზიანში მცხოვრები ომის დროს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პურის საჭიროების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ გამოყო შენობა, რომლის სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო. სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად შენობა გადაცემულია 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო დასრულება იგეგმება 2019 წლის სექტემბრის თვეში. საერთაშორისო საბაზრო ფასების მიხედვით, დაგეგმილი სარემონტო და დამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 400 000 აშშ დოლარია.

    ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტის განხორციელებით, ვაზიანის მცხოვრებლებისა და ლტოლვილებისთვის იგეგმება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.      

  • პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური