"აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა" - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 13:07

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ევროპარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგტლებშიც დეპუტატები მოხსენებით გამოდიან. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ფრაქციის წარმომადგენელი ანნა ელჟბეტა მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა და გამოძიება ორივე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.

სიტყვით გამოვიდა ევროპის სახალხო პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ზელიანა ზოვკოროლეც.

„ჩვენ ველაპარაკეთ მის მეუღლეს. ჩვენ ვითხოვთ მუხთარლის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. მე მხარს ვუჭერ რეზოლუციის გადადებას იმიტომ, რომ დიპლომატიას უნდა დავუთმოთ გზა“, - აღნიშნა ზოვკოროლემ.

წაკითხულია 399 ჯერ

Related items

  • მამუკა მდინარაძე - მე მივემხრობოდი იმას, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას

    ფაქტია, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს. ერთადერთი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს ისაა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, თუკი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშრებით გამოძიება შედეგებს არ დადებს, ამ შემთხვევაში საპარლამენტო კომისია შესაქმნელი იქნება.

    „ფაქტია, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს. ერთადერთი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს ისაა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, ყველა ვარიანტში კომისია შესაქმნელი იქნება. გუნდის შიგნით ამაზე ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვოს“, - განაცხადა მდინარაძემ. 

    ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორია მისი პირადი პოზიცია, მდინარაძის თქმით, ის კომისიის შექმნის მომხრეა. 

    „მივემხრობოდი იმას, რომ უკვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას, თუმცა არგუმენტებს მოკლებული არ არის ისიც, რომ კიდევ შესაძლებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. გუნდის სიძლიერე იმაშია, რომ საკითხებზე აზრთა სხდავასხვაობაა და საბოლოოდ იმ აზრზე ვყალიბდებით, რომელიც უკეთესია საკითხის გადაწყვეტისთვის. ამ შემთხვევაშიც შევჯერდებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

    პარლამენტში აფგან მუხთარლის საქემსთან დაკავშრებით ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

  • გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს - მზად და ღია იქნება ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად.

    აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან ლეილა მუსტაფაევასთან და ადვოკატთან შეხვედრისას გააკეთა.

     

    პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ლეილა მუსტაფაევას ინიციატივით შედგა და მასზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს.

     

    შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ესწრებოდნენ.

     

    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დემოკრატიულობისა და ფასეულობებისათვის.

    ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მხარის და ოჯახის ყველა კითხვას პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია: რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს.

    მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, გარდა ამისა გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

    აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენეს ევროსასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.

    როგორც შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, პრეზიდენტი დაინტერესდა საქმის ძირითად გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შემდგომშიც მიადევნებს თვალს საქმის განვითარებას, რადგან ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული დაზარალებულისათვის, ასევე, ქვეყნის იმიჯისა და სუვერენიტეტისათვის.

     

     

  • გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, - პრემიერი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.

    პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ესმის მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია. 

    „მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ ხელი შევუწყვეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რაზეც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. სამართალდამცავებს რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

  • ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ

     

    საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ.

    შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა იმსჯელეს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადგილზე ევროკავშირის როლზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

    შეხვედრაზე ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც გამახვილდა ყურადღება.

    „ვისაუბრებთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება ასოცირების შეთანხმებას, ჩვენს სავაჭრო ინტეგრაციას ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ იზრდება ექსპორტი ევროპაში, ეს არის შედეგი ვიზალიბერალიზაციის,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  

  • უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, - ანა გომესი

    ევროპული სადამკვირვებლო მისიები საარჩევნო პროცესის შესახებ  განცხადებებს აკეთებენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის ანა გომესის თქმით, უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება:

    "უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ ეს უფლებამოსილება უნდა გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის. დღევანდელი მთავრობა ხვალ შეიძლება ოპოზიცია იყოს და პირიქით, დღევანდელი ოპოზიცია მთავრობაში მოვიდეს,“- განაცხადა ანა გომესმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური