ლონდონის სასწაული: დედის მიერ მე-10 სართულიდან გადმოგდებული ჩვილი, მამაკაცმა დაიჭირა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 16:49

ლონდონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. სამაშველო სამსახური მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობს, დამაიდებელ ინფორმაციას ვერც საავადმყოფოები ავრცელებენ.


მედიაში, დილიდან, დამწვარი შენობისა და შეშინებული მაცხოვრებლების ფოტოები და ისტორიები ვრცელდება.

დეილი მეილი კი დაუჯერებელ ისტორიაზე წერს.

სამირა ლამრანი, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა, ჰყვება, როგორ დაინახა მაღალი სართულის ფანჯარაში ქალი, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა.

ლამრანის თქმით, სართულები გადათვალა და როდესაც აღმოაჩინა , რომ ქალი მე-9 ან მე-10 სართულზე იმყოფებოდა, შიშისგან თვალები დახუჭა.

„მიხვდი, რის გაკეთებასაც აპირებდა, თუმცა ადგილიდან ვერ დავიძარი. ხმა არ გვესმოდა, მაგრამ ჟესტიკულაციით მივხვდით, რომ ბავშვის ჩამოგდებას აპირებდა. “ - ამბობს სამირა.

როგორც აღმოჩნდა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვის გადასარჩენად , დედამ მისი გადაგდება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ჩვილს ვინმე დაიჭერდა.

მცდელობამაც გაამართლა.

სამირას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სწრაფად გაერკვა ვითარებაში და იმ ადგილისკენ გაიქცა, სადაც სავარაუდოდ, ბავშვი უნდა აღმოჩენილიყო.

"მამაკაცმა ხალხის ნაკადი გაარღვია და შენობისკენ გაიქცა. დავინახე, როგორ გადმოაგდო დედამ ნაჭერში გახვეული ბავშვი, მამაკაცმა კი მისი დაჭერა შეძლო. ეს ნამდვლი სასწაული იყო" - ამბობს სამირა.

 

შეგახსენებთ, 27 -სართულიანი საცხოვრებელ შენობას - Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.

 

ხანძრის შედეგად 74 მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულია. თვითმხილველის განცხადებით, ხანძარი, მე-4 სართულზე, მაცივრის აფეთქებამ გამოიწვია.

წაკითხულია 7415 ჯერ

Related items

  • მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

    ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

    საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

  • ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

    ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
    ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
    საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

  • ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე - ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    მეხანძრე მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ლოკალიზებულია. ლიკვიდაციის მიზნით კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

    ადგილზე მაღაზიების მფლობელები იმყოფებიან, ისინი ელოდებიან ხანძრის სრულად ლიკვიდირებას, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ.

    მათი განცხადებით, პროდუქტი არ იყო დაზღვეული და აცხადებენ, რომ ზარალი ათიათასობით ლარის ოდენობის იქნება. ბაზრობის მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა კონკრეტული პირების ინტერესებზე ვერ საუბრობენ.

    ,,პრობლემები შეგვექმნა ყველას, რას უნდა გაეჩინა ხანძარი, რომ ამდენი ხალხი ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით,“- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.

    რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ან რა ოდენობის არის ზარალი ამ დრომდე უცნობია. სავაჭრო ცენტრ ,,თერგს“ ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, ბაზრობას რამდენიმე მეწილე ჰყავს, თუმცა მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველად ინფორმაციით, დამწვარია სავაჭრო ცენტრის 3000 კვ მეტრი ფართობი.

  • დიდუბეში ,,თერგის" ბაზრობაზე ხანძარია - ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

    ხანძარია დიდუბეში. ცაბაძის ქუჩაზე, ცეცხლი ბაზრობა ,,თერგში" გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო ბრიგადა. მათი ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

  • ტრაგედია თბილისში - ავარიას დედის საფლავიდან მომავალი ძმები ემსხვერპლნენ

    თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.   ავტომობილში, რომელიც ხეს შეეჯახა ძმები, ტატო და დავით ხუნჭუები და ძმები სერგო და ლევან ლაშქარავები იმყოფებოდნენ. ოთხივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ძმებ ლაშქარავებსაც და ძმებ ხუნჭუებსაც დედები გარდაცვლილი ჰყავთ და სწორედ საფლავიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

    როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური