გიორგი ქებურია - პოლიციელებმა გვითხრეს, რომ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით პოლიციის გაშარჟებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 16:02

პოლიციელებმა გვითხრეს, როდესაც დაგვაკავეს, რომ ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით პოლიციის გაშარჟებისთვის, - ამის შესახებ „ბირჟა მაფიის“ წევრმა გიორგი ქებურიამ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

გიორგი ქებურიას თქმით, მან ბრალი იმიტომ აღიარა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ნარკოტიკის ჩადების ფაქტს, ქებურიამ აღნიშნა, რომ ფიზიკურად ნარკოტიკის ჩადება მასთან მიმართებაში არ ყოფილა, უბრალოდ
მოხდა საბუთების გაყალბება.

"მე ნარკოტიკული საშუალება თვალით არ მინახავს. არ მომხდარა ნარკოტიკის ჩადება ჩემთვის ჯიბეში. ეს უბრალოდ საბუთებში გაფორმდა“, - აღნიშნა ქებურიამ.

წაკითხულია 782 ჯერ

Related items

  • პროკურატურა „ბირჟა მაფიას“ წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პროკურატურამ პროექტ „ბირჟა მაფიას“ წევრების გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

     

    „საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

    სამართალდამცველებმა გ.ქ. და მ.მ. 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ და ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რაც 2017 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეეცვალათ გირაოთი. 

    2017 წლის 11 ივნისს როგორც გ.ქ.-ს, ისე მ.მ.-ს ბრალდების საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, საქმეზე არსებობდა ბრალის წარდგენისთვის დადგენილი სტანდარტი, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული გ.ქ.-ს და მ.მ.-ს ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის, რის გამოც გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. 

    პარალელურად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369' მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • სააპელაციო სასამართლო ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    სააპელაციო სასამართლო ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

    განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამასთან სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულები ვალდებულები არიან წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად და ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

    ”თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ (მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი) ბრალდებულების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების მართლზომიერების შესაფასებლად საქმეთა ზეპირი მოსმენა დანიშნა.

    ბრალდებულებს გ. ქებურიასა და მ. მგალობლიშვილს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ნარკოტიკული დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

    2017 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები ორივე ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულ მ. მგალობლიშვილს პატიმრობის ნაცვლად, დაცვის მხარის მოთხოვნისამებრ, შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ გ. ქებურიას - გირაო 20.000 ლარის ოდენობით. ამასთან, ბრალდებულებს დაევალათ წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად, ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”-ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში. 

  • „ბირჟა მაფიას“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

    ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი თავისუფალია. სააპელაციო სასამართლომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა. 

    მოსამართლის აზრით, მიხეილ მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან მოხდა. 

    დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურამ დაეთანხმა. 

  • „ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი - ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩამიდო

    მარცხენა უკანა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, - ამის შესახებ „ბირჟა მაფიის“ წევრმა, მომღერალმა მიხეილ მგალობლიშვილმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. 

    მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩაუდო, პოლიციელებმა დააკავეს და გაჩხრეკვის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება იპოვეს. 

    მიხეილ მგალობლიშვილის განმარტებით, მისი დაკავება „ბირჟა მაფიის“ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება. 

    დაცვის მხარე „ბირჟა მაფიის“ წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდისთვის მზადაა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, თუმცა მზადაა, გირაოს სახედ ბინა ჩადოს. 

    ამასთან, ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი.

  • პროკურატურა მზადაა ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალოს

    ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიძლება ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. 

    განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი. 

    ”ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას”-ნათქვამია განცხადებაში. 

    ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამასთან პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური