"ბორდიურზე ბიჭთან ერთად ორსული გოგო იდგა" - ბიჭი, რომელმაც 3 სიცოცხლე გადაარჩინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 12:46

13 ივნისი უკვე ისტორიის ნაწილია. დიდი ტკივილით, მსხვერპლით, თანადგომისა და სოლიდარობის საოცარი მაგალითებით. ჟურნალ "გზასთან" 13 ივნისის საღამოს ის ადამიანები იხსენებენ, რომლებსაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხოთ, გთავაზობთ ამონარიდებს:

წარღვნით დამეგობრებულები

გიგი კეშელავამ
 სიკვდილს 7 თვის ორსული გოგონა გადაარჩინა. მაშინ იმაზე არ ფიქრობდა, რომ საფრთხეში საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდო. როგორც დღეს იხსენებენ, სიცოცხლემ სიკვდილს რამდენიმე წამით გაუსწრო. რამდენიმე თვის შემდეგ დემეტრე დაიბადა. ბიჭი, რომელიც მალე მისი გადამრჩენის ნათლული გახდა.

- იმ საღამოს ორ მეგობართან ერთად ვიყავი. ვაკეში მინდოდა მეგობართან ასვლა. თამარაშვილის ქუჩა გადაკეტილი დამხვდა და ვიფიქრე, ახალი გზით ავალ-მეთქი. გვირაბიდან 

 რომ გავედი, გზაზე წვიმის გუბეები იდგა. მე პოლიციის მხარეს ვიყავი. მოპირდაპირე ზოლში იმდენად დიდი წყალი იყო, რომ 20 მანქანა მაინც გახლდათ გაჩერებული, ვერ მოძრაობდნენ. უკან პატრული მომყვებოდა. მანქანა გავაჩერე, პატრულიც გაჩერდა. ის თავის ტერიტორიაზე მოძრაობდა, გამოძახებით არ მოსულა. ხალხის მანქანებიდან გადმოყვანა დაიწყეს. წყალი უკვე მანქანის სალონამდე აღწევდა, დაახლოებით 5 წუთში კი წყლის დონემ იმდენად აიწია, ბორდიულიდან მარჯვენა ხაზში იწყო გადმოსვლა. მივხვდი, იქ რომ გავჩერებულიყავი, ჩემი მანქანა აუცილებლად დაიტბორებოდა. აღმართზე, პოლიციის შენობასთან ავედი. ვფიქრობდი, იმ სიმაღლეზე წყალი ვერ ამოვიდოდა. შორიდან შემზარავი ხმა ისმოდა, ყველაფერი გრგვინავდა. ვიფიქრე, წლის მილები თუ გასკდა-მეთქი და იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ხმა თანდათან გვიახლოვდებოდა...


მე და ჩემი მეგობრები ჩავსხედით. "სტარტერი" გაფუჭებული მქონდა. ვიწვალე და როგორც იქნა, მანქანა დავქოქე. აღმართზე, პოლიციის შენობასთან ავედი. ვფიქრობდი, იმ სიმაღლეზე წყალი ვერ ამოვიდოდა. შორიდან შემზარავი ხმა ისმოდა, ყველაფერი გრგვინავდა. ვიფიქრე, წლის მილები თუ გასკდა-მეთქი და იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ხმა თანდათან გვიახლოვდებოდა. ის იყო, აღმართზე უნდა ავსულიყავი, რომ შევნიშნე, ბორდიურზე ბიჭთან ერთად ორსული გოგო იდგა.

მარი მოსიძე:

- მაშინ 7 თვის ორსული ვიყავი. ვხედავდით, წყლის დონე სწრაფად იმატებდა. ვიდექით, მაგრამ რას ველოდებოდით, არ ვიცოდით. ამ დროს მანქანა მოგვიახლოვდა.

გიგი:
- უკან დავბრუნდი, დავუძახე, - სწრაფად ჩასხედით-მეთქი. ეს ამბავი პოლიციიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით ხდებოდა. მათ ხომ არ მივატოვებდი? მე ჯიპით ვიყავი და ამან მიშველა, დაბალი გამავლობის მანქანით ვერ ავიდოდი. ძალიან გავრისკე, ჯერ ზემოთ ავედი, მერე ისევ უკან დავბრუნდი. ბორდიულიდან ეგრევე სალონში შემოძვრნენ. უკან რომ მივბრუნდი, იმ აღმართზე ასვლა უკვე ძალიან გამიჭირდა. წყლის დიდი ტალღა გვიახლოვდებოდა, მანქანის ქვეშ ხეებიც კი გამომედო. გადარჩენის ინსტინქტით ვმოქმედებდი. აღმართზე ავედი თუ არა, უკანა ნაწილს პირველმა დიდმა ტალღამ დაარტყა. 

მარი:
- 20-30 წამით რომ დაგვეგვიანა, ჩვენც ის ტალღა გაგვიტაცებდა. გიგიმ 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენი მანქანა წყალმა წაიღო და მოგვიანებით გმირთა მოედანზე ვიპოვეთ.

უსაფრთხო ადგილზე რომ ავედით, გიგი და მისი მეგობრები ხალხის მისაშველებლად გაიქცნენ. ჩემს მეუღლესაც უნდოდა წასვლა, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, მარტო ვეღარ დამტოვა. მალე ხალხი აყვირდა, მანქანებში არავინ გაჩერდეთო. გადმოვედით. უცხოელები შეგვხვდნენ, თავიანთ მანქანაში ჩაგვსვეს და სახლამდე მიგვიყვანეს. 

...


- ძალიან გვაინტერესებდა და გვინდოდა გვცოდნოდა, ვინ იყვნენ ჩვენი და ჯერ დაუბადებელი ბავშვის გადამრჩენელები. მხოლოდ მანქანის ფერი და მარკა ვიცოდით. ტელევიზიაში დავრეკეთ და ვითხოვეთ, მათ მოძებნაში დაგვხმარებოდნენ. გიგი არც სახეზე მახსოვდა, არც სახელი და გვარი ვიცოდი.

გიგი:

- ამ გადაცემას ჩემი მეგობარი უყურებდა. მან მისცა ჩემი ნომერი და ასე დამიკავშირდნენ. ერთმანეთს შევხვდით, ოჯახის წევრები გავიცანით, დავმეგობრდით. მითხრეს, - ბავშვი რომ დაიბადება, ნათლია შენ უნდა იყოო. 

წაკითხულია 1713 ჯერ

Related items

  • "ქალი ყვიროდა, მიშველეთო! შიშზე საერთოდ არ მიფიქრია" - ბიჭები, რომლებმაც ბებია და 6 წლის ბიჭუნა ხანძრისგან იხსნეს

    "კვირის პალიტრა" 16 წლის ქუთაისელი ბიჭების, რობი კაპანაძია და თემურ რამიშვილის გმირობის შესახებ წერს. 
    გამოცემის ცნობით, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად, ცეცხლმოკიდებული ბინიდან 6 წლის ბიჭუნა და მისი ბებია გამოიყვანეს. შემდეგ "ქუდები დაიხურეს" და იქაურობას უხმაუროდ გასცილდნენ.

    ხანძარი ნიკეას ქუჩაზე მდებარე კორპუსში მოხდა.

    "როგორც მერე გაირკვა, ამ კორპუსის მე-2 სართულზე 6 წლის ბავშვი მშობლებმა ბებიას დაუტოვეს. ვიდრე ქალი ბინაში საქმიანობდა, ბავშვი სამზარეულოში შევიდა, სანთებელა აიღო და თამაში დაიწყო.

    შედეგად ცეცხლი მაგიდის გადასაფარებელს მოედო, აქედან კი მთელ სამზარეულოს.

    ვიდრე ხანძარს მეზობლები შენიშნავდნენ, ცეცხლი ჩვენის სკოლიდან გამოჩნდა. ამ დროს სკოლის ეზოში ორი ბავშვი იყო - მე - 10 - კლასელი რობი კაპანაძე და მე-11-კლასელი თემურ რამიშვილი, რომლებიც ცეცხლმოკიდებუული კორპუსისკენ გაიქცნენ, სადაც ქალის ყვირილი გაიგონეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ბიჭები არც კი დაფიქრებულან ისე შევარდნენ ცეცხლში. ერთმა ბავშვი გამოიყვანა სამშვიდობოს, მეორემ კი - ბებია.

    რომ არა რობი და თემური, ცეცხლიდან ცოცხალი იქნებ ვერცერთი ვერ გამოსულიყო. ბავშვებმა ბებია და შვილიშვილი სამშვიდობოს რომ გაიყვანეს, მეზობლებმა მერე შეიტყვეს კორპუსში რაც ხდებოდა, სახანძრო კი მაშინ მოვიდა, როცა უკვე ბინაში ყველაფერი დამწვარი იყო"- აცხადებს ქუთაისის მე-17 სკოლის დირექტორს, ირინა ჯგერენაია.

    "კვირის პალიტრა" რობი კაპანაძესაც დაუკავშირდა:

    - ხანძრის დროს სკოლის ეზოში შემთხვევით ვყავით და კიდევ კარგი რომ ვიყავით, რადგან კორპუსის ფანჯრები ყველაზე კარგად სკოლიდან ჩანს. ჩვენზე ადრე ცეცხლს ვერც მეზობლები დაინახავდნენ და არც ხალხი ჩანდა ქუჩაში. ჩვენ რომ კორპუსთან მივირბინეთ ფანჯრიდან გამოვარდნილი ალი უკვე მესამე სართულის ფანჯარას მისწვდა და მინები ჩამოამტვრია.

    გავიგონეთ, ქალი როგორ ყვიროდა, მიშველეთო! ვერ გამოდიოდა და რომ არ შევსულიყავით, დაიწვებოდა. კიდევ კარგი, კარს როგორც კი მივაწექით, მაშინვე გაიღო...

    სამზარეულო და შესასვლელი მთლიანად იწვოდა, ეგრევე შევვარდით. შიშზე საერთოდ არ მიფიქრია... ბავშვი და ბებია ოთახიდან ვერ გამოდიოდნენ, მარტო ტიროდნენ და ეგ იყო. ისტერიკაში იყო ორივე. მე ბავშვი ავიყვანე, თემომ კი - ბებია. სულ ეგ იყო, საწყლები ისე იყვნენ შეშინებულები, კანკალებდნენ. ეზოსაც კი მოვაშორეთ, რომ ცეცხლისთვის არ ეყურებინათ. ამის მერე მეზობლებიც მოვიდნენ, მაგრამ ცეცხლი უკვე მთელ ბინას ჰონდა მოდებული"- აცხადებს ბიჭი და აღნიშნავს, რომ სასწრაფო მას შემდეგ მოვიდა, რაც "ყველაფერი დაიწვა და აღარაფერი დარჩა. ვერ ვხვდები ასე რატომ დაიგვიანეს… ხალხი უსახლკაროდ დარჩა"

    წყარო: "კვირს პალიტრა".

  • წუხს, რომ ნაგავს ძირს ყრიან - 19 წლის ბიჭი, რომელიც დედაქალაქზე ყოველდღე ზრუნავს

    ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 19 წლის ბიჭის შესახებ წერს.

    "შესანიშნავი ადამიანია თემურ შამოევი. 19 წლის არის. ერთ-ერთი პატარა მეეზოვეა. ქუჩაში რატომ უნდა ვიდგეო და ქალაქის დასუფთავება დაიწყო.

    წუხს, რომ ნაგავს ძირს ყრიან. ვიდრე ცოცხს თავად არ დაიჭერენ, ვერ მიხვდებიან, რომ ნაგვის დაყრა ცუდიაო. მე ვეთანხმები.

    წარმატებები თემურს და მადლობა, რომ ჩვენი გარემოს დასუფთავებაზე ზრუნავს" - წერს ჩანადირი.

  • რა რეაქცია ჰქონდა ბიჭს, როდესაც სახლში 4 წლის უნახავი ძმა და 10 წლის უნახავი დედა დახვდა

    რა რეაქცია ჰქონდა ბიჭს, როდესაც სახლში 4 წლის უნახავი ძმა და 10 წლის უნახავი დედა დახვდა.

  • 21 წლის წინ თაფლში დამარხული ბიჭის დაუჯერებელი ისტორია - ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი (ვიდეო)

    21 წლის წინ თაფლში დამარხული ბიჭის დაუჯერებელი ისტორია - ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი

  • სოფელ ნინოწმინდაში 15 წლის ბიჭმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში 15 წლის ბიჭმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მოზარდი ჩამომხრჩვალი ამ დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს. 
     როგორც გარდაცვლილის მეზობლები ირწმუნებიან, თვითმკვლელობა კომპიუტერულ თამაშს არ უკავშირდება. 
    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
    ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური