"თანამშრომლები სამსახურში ფიზიკურად ვეღარ დადიან - ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ივნისი 2017 23:56

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე მოვლენებზე დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" ნანუკა ჟორჟოლიანმა ისაუბრა. ტელეწამყვანს არ დაუმალია, რომ ტელევიზიაში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, თანამშრომლები სამსახურში სიარულს ვეღარ ახერხებენ.
"სიტუაცია მძიმე და უპერსპექტივოა", - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი. ამასთან, ტელეწამყვანი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია არ აპირებს "დანგრეული ტელევიზიის დირექტორობას".

წაკითხულია 612 ჯერ

Related items

  • ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

    ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ  შვიდ თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

    პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“, – აცხადებს ბანკი.

    ამასთან, უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

    „იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი,  შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და  ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

    ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმშია 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

  • "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე... შეადარეთ მათი ხელფასი ხელისუფლების პრემიებს"- ნანუკა ჟორჟოლიანი

    მეტროს მემანქანეების გაფიცვას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

    "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე სადაც ეს ხალხი ძირითად დროს ატარებს. იკითხეთ მათი ხელფასი, შემდეგ ეს ხელფასი შეადარეთ ხელისუფლების მიერ გამოწერილ პრემიებს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და თქვით რასაც ფიქრობთ.

    სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • "გუშინ რომ ბიჭი გარდაიცვალა, დედა ჰყოლია ემიგრაციაში... ვერ ჩამოუსწრო!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ბიჭის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

    "გუშინ რომ ბიჭი გარდაიცვალა, დედა ჰყოლია ემიგრაციაში. ისრაელში. მთელი გზა მოდიოდა იმაზე დარდით, რომ დაჭრილი ჰყავდა შვილი. ვერ ჩამოუსწრო! სკოლის მოსწავლე შვილს!! რომლის კარგად ყოფნისთვის იყო გადახვეწილი სხვა ქვეყანაში!"



  • "ასაკში მყოფი, ვადაგასული ადამიანი სექსს მთავაზობს" - ნანუკა ჟორჟოლიანი (ვიდეო)

    "ასაკში მყოფი, ვადაგასული ადამიანი სექსს მთავაზობს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური