როგორ ემშვიდობება პოსტიდან წასულ ნიკა გვარამიას ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ივნისი 2017 12:26

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომლები ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გვარამიამ არხის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო. თუმცა, ოფიციალური განცხადება აღნიშნულის შესახებ გვარამიას ჯერ არ გაუკეთებია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალური დირექტორის  წასვლას ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე ეხმიანება, მადლობას უხდის გვარამიას და ემშვიდობება მას: "ნიკა, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება ♥ - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი 2012 წლის ბოლოს გახდა. მანამდე მას საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

წაკითხულია 2958 ჯერ

Related items

  • "გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია"- ნიკა გვარამია

    "რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა. მისი განცხადებით, კომპანია გასაჩივრების უფლებას გამოიყენებს. 

    "რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. უნდა გითხრათ, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ, ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი, ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება სრულიად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ, დანარჩენ შემთხვევებში, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ, მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. კრიტიკის უფლება მაქვს. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

    "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. 

    „დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2"-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების. ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს საკითხი არის ღიად დაუსაბუთებულიო, მე ვიტყოდი, რომ სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმო მეორე პალატის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ მან ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

    „მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს იმიტომ, რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეტილებისა სტრასბურგის სასამართლოსი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

    ნიკა გვარამია ასევე საუბრობს იმ მუხლზე, რომლის გასაჩივრებაც სამაუწყებლო კომპანიას შეუძლია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საჩივარს დააკმაყოფილებს, საქმე „დაინგრევა“.

    ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რის თქმაც არ შეუძლია სამთავრობო გუნდზე, რომლებიც სამი თვეა, მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ.

    „იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში, იმ შემთხვევაში, რომ წარმოებაში მიიღებს, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად, პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე განსხვავებით ამ პალატისგან ჩათვლის, რომ იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში, თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ, ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით და შესაძლოა, არა მარტო ჩემი შეფასებით, ოდესღაც სხვა ხელისუფლების შეფასებითაც, იყოს თანამდებობრივი დანაშაული. ამიტომ, მე მოვუწოდებ არა იმისკენ, რომ თვითონ ჩათვალოს, ჩემს ინტერპრეტაციას დაეთანხმოს, მე მოვუწოდებ ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი, სადაც ერთი ადამიანის თავი, როგორც უნდა დისკრეციულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი, ზუსტად ამიტომ ვარ ყველაზე მეტად გაოგნებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვის ძალიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მთავრობისთვის არ იყო, იმიტომ, რომ ბოლო სამი თვეა, ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს აჩენს რა თქმა უნდა, შეკითხვებს, განსაკუთრებით ეროვნული მოსამართლის მიმართ, რომლის აცილებაც არ დააკმაყოფილა ამ სასამართლომ სრული დაუსაბუთებლობის გამო. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, არ იქნეს გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და არასწორი ინტერპრეტაციით მხოლოდ ერთი ადამიანის, ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების, გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დასმას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    www.rustavi2.ge

  • "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე... შეადარეთ მათი ხელფასი ხელისუფლების პრემიებს"- ნანუკა ჟორჟოლიანი

    მეტროს მემანქანეების გაფიცვას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

    "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე სადაც ეს ხალხი ძირითად დროს ატარებს. იკითხეთ მათი ხელფასი, შემდეგ ეს ხელფასი შეადარეთ ხელისუფლების მიერ გამოწერილ პრემიებს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და თქვით რასაც ფიქრობთ.

    სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • თქვე ტრაკში პერო სირისტაიანებო! იღლიცინეთ ახლა "მიჰა ჰამოდი" - ნიკა გვარამია

    მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ნიკა გვარამია:

    ,,კრიშაზე რატო ავიდა ხო? მაგ კრიშამ ქნა ეს ყველაფერი (დრო მოიგო ხალხის მოსასვლელად) და მაგ კრიშა დაამხობს დამპალ ოლიგარქიას უკრაინაში, თქვე ტრაკში პერო სირისტაიანებო!

    იღლიცინეთ ახლა "მიჰა ჰამოდი" თქვენს კლავიატურებთან, ლუზერებო. ის გენიოსი კი აზანზარებს 50 მილიონიან ქვეყანას, სადაც ნულიდან დაიწყო სულ რაღაც სამი წლის წინ“ - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

  • "გუშინ რომ ბიჭი გარდაიცვალა, დედა ჰყოლია ემიგრაციაში... ვერ ჩამოუსწრო!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ბიჭის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

    "გუშინ რომ ბიჭი გარდაიცვალა, დედა ჰყოლია ემიგრაციაში. ისრაელში. მთელი გზა მოდიოდა იმაზე დარდით, რომ დაჭრილი ჰყავდა შვილი. ვერ ჩამოუსწრო! სკოლის მოსწავლე შვილს!! რომლის კარგად ყოფნისთვის იყო გადახვეწილი სხვა ქვეყანაში!"



  • "ასაკში მყოფი, ვადაგასული ადამიანი სექსს მთავაზობს" - ნანუკა ჟორჟოლიანი (ვიდეო)

    "ასაკში მყოფი, ვადაგასული ადამიანი სექსს მთავაზობს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური