საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 46,96%-ით გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი). 

ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  •  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 42,96% შეადგინა;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი  მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 72 516 მგზავრს მოემსახურა, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 5 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს:

მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2 343 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 145 მგზავრით, შესაბამისად 95,58%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 5 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 

ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე 324 მგზავრს მოემსახურა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567  ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად - 48,47%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

წაკითხულია 1127 ჯერ

Related items

  • ინფორმაცია მგზავრთა საყურადღებოდ

    საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სააგენტოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

    რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

    ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

     

     

  • სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

    კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა. 

    აეროპორტში, კორეელი ტურისტების დახვედრის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ. მათ კორეელ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საბაჟო კონტროლის გავლისას სიმბოლური ღვინის ბოთლები გადასცეს.

    „საქართველო და კორეის რესპუბლიკა წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. აღნიშნული რეისების განხორციელება გაზრდის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ დახვედრის ცერემონიის შემდეგ.

    კორეა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები 24 და 31 მაისს განხორციელდება და ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა.

    აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ბიზნეს წრეების დაახლოებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

  • “აეროპორტი არის თბილისის ახალი სახე და გახსნილი კარი მსოფლიოში“ - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

    თურქეთის ტრასპორტის მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოში თურქული ინვესტიციები გაიზარდა, რაც დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.

     ,,მინდა გადმოგცეთ ჩვენი პრეზიდენტის და პრემიერის მოლოცვა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელების გამო. ეს და მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ზრდის. TAV თურქული ბრენდი და თურქეთის სახეა, მის მიერ განხორციელდა 60 მილიონიანი ინვესტიცია და აშენდა თბილისის აეროპორტი, რაც არის თბილისის სახე და მინდა მივულოცო TAV-ს ეს გამარჯვება. ეს არის თბილისის ახალი სახე და თბილისის გახსნილი კარი მსოფლიოში.


    2005 წელს სამი რეისი სრულდებოდა თბილისსა და სტამბულს შორის და ეხლა 47 რეისს მიაღწია, რაც კარგი მაჩვენებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“ - განაცხადა აჰმედ არსლანმა.

     თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ბოლო ორ წელიწადში ორჯერ მოეწყო შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

    ,,ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში შეხვედრის დროს სარფში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო დადგა დღის წესრიგში მურათ ლი მარადიდის ალტერნატიული სასაზღვრო კარების გახსნის საკითხი. ეს სასაზღვრო კარები აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი სავაჭრო პოტენციალია ჩვენს ქვეყნებს შორის. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კასპიური ნავთობის და ენერგომატარებელების გამტარი ქვეყანა, ასევე სატრანზიტო ქვეყანა, საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. ეს განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ ძალიან ბევრ საკითხში. 2011 წელს ხელმოწერილი ოქმის შედეგად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ მეორე ქვეყანაში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაც ყოველდღიურად უფრო აღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს.’’- განაცხადა აჰმედ არსლანმა.

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის გაიხსნა

    შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა. ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წელიწადში 4 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

     

    ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანმა. გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწნენ „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, და მოწვეული სტუმრები.

    ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ტერმინალის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალი ობიექტის ფართობია 12 000 კვ2. ტერმინალის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ“ 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

    ახალ მოფრენის ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფირნავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში არის 4 Bus gate. შდეგად, ჯამში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს 5 ჩასხდომის ხიდი და 6 Bus Gate. ტერმინალს აქვს 5 ახალი თვითმფრინავის სადგომი, 5 ბარგის კარუსელი და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი.

  • თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

    13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.თ-ს კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად, 16 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,757 ლარი შეადგინა.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6,757 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური