სუპერთასის ბილეთების ყიდვის ინსტრუქცია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 ივნისი 2015 17:30

ორშაბათს, 22 ივნისს, საიტზე biletebi.ge - დაიწყება უეფას 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ინსტრუქციას ავრცელებს, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ბილეთი.

გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციებს.

პროცედურას ვიწყებთ რეგისტრაციით. შევდივართ  საიტზე www.biletebi.ge და ვიწყებთ  რეგისტრაციას:

● პირველ ველში შეგვყავს ელექტრონული ფოსტის მისამართი (E-mail), რომელსაც აქტიურად იყენებთ, რადგან ბილეთების ყიდვის შემდეგ, ამოსაბეჭდი ვერსია იგზავნება ამ საფოსტო მისამართზე.

● მეორე ველში ვწერთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 11- ნიშნა (პირად) ნომერს.

● „პაროლის“ ველში იწერება ის საიდუმლო სიტყვა, რომლის მეშვეობითაც შეხვალთ სისტემაში.

● შემდეგ ველში იმეორებთ თქვენს „პაროლს“.

გახსოვდეთ, თქვენი პაროლი არავის გაუზიაროთ.

● პერსონალურ მონაცემებში წერთ თქვენს სახელს და გვარს, მობილური ტელეფონის ნომერს და მისამართს.

● თუ გსურთ, რომ მიიღოთ ინფორმაცია ელ. ფოსტის ან SMS-ის საშუალებით, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.

გახსოვდეთ, რომ

გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი გაყალბებული ბილეთებისაგან. მოერიდეთ ე.წ. „გადამყიდველებთან“ ურთიერთობას.

 
წაკითხულია 844 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური