მიწისძვრის შედეგად სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 02:24

კახეთში მომხდარი მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 
ძლიერი ბიძგების შედეგად ვარსიმაშვილების სახლს ბზარი გაუჩნდა. ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. 
ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, მიწისძვრას რეგიონში სხვა შენობები არ დაუზიანებია. არ არიან არც დაშავებულები.


საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს. 
წაკითხულია 982 ჯერ

Related items

  • რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს (ვიდეო)

    რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს.

  • მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი იყო - მისი სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა

    საქართველოს სესმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 15 კილომტერში აზრებაიჯანში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგენის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა თბილისში.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მექსიკაში მომხდარ მიწისძვრის გამო.

    "საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი.

    ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკის მთავრობასა და მექსიკელ ხალხს"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  • როგორ გამოიყურება მიწისძვრისგან დანგრეული მეხიკო - დრონით გადაღებული კადრები (ვიდეო)

    ინტერნეტში, დრონით გადაღებული დანგრეული მეხიკოს კადრები ვრცელდება. 
    ბოლო მონაცემებით, მექსიკაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრას 217 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 21 სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სკოლის შენობის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყვნენ. 15 ადამიანი კი, მიწისძვრის შედეგად, დედაქალაქ მეხიკოს სიახლოვეს მდებარე ყველაზე აქტიური ვულკანის პოპოკატეპეტლის ამოქმედებას ემსხვერპლა.

    მიწისძვრას ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. ეპიცენტრი მეხიკოს მახლობლად მდებარე, შტატ პუებლაში იყო. მოგვიანებით , მოგვიანებით 11 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე მძლავრი 4 მაგნიტუდის იყო.
    ყველაზე მეტი მსხვერპლი მორელოსში , მეხიკოსა და პუებლას შტატშია.

    ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ მაშველები.

    აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვირაა მეხიკოში 1985 წლის შემდეგ. მაშინ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

     

  • თურქეთში, ბოდრუმთან ახლოს 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

    თურქეთში, 8 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 10:42 სთ-ზე 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი საკურორტოი ქალაქ ბოდრუმის რაიონში იყო. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

    შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ 21 ივლისს ბოდრუმიდან 10 კილომეტრის მანძილზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. რომლის დაიღუპა 2 და დაშავდა 120 ადამაინი.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური