მიანმარის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 116 ადამიანია, რადარებიდან გაქრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 15:43

მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 105 მგზავრი და 11 ეკიპაჟის წევრი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებს მიიკს და იანგონს შორის დაიკარგა, ამ დროისთვის თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით ბორტზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

წაკითხულია 619 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25 ჩამოაგდო

    აზერბაიჯანის არმია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სხვადასხვა პოზიციებზე თავდასხმების განმხორციელებელ სომხეთს ადეკვატურად პასუხობს. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, მათი შეიარაღებული ძალების და  მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა  აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებით რა, მტრის თავდასხმის ყველა მცდელობები აღკვეთილ იქნა, მათ უკან დაიხიეს  და სერიოზული დანაკარგები განიცადეს.

    თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაპირისპირებების დროს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის, 4 BM-21 „გრადი“, 10 სხვადასხვა ტიპის ქვემეხი, 3 სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით და 5 ერთეული საავტომობილო ტექნიკა. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/11/02/azerbaijanma-somxet-is-kut-vnili-kidev-ert-i-su-25-ch-amoagdo-1520312

  • ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

    თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

    ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

    როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

    ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

  • ეჭვიანი ცოლის გამო Qatar Airways-ის თვითმფრინავი ინდოეთში ავარიულად დაეშვა

    ირანელმა ქალმა Qatar Airways-ის ლაინერით მგზავრობისას აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა, მისი საქციელის გამო კი მფრინავები იძულებულები გახდნენ ავარიული დაშვება განეხორციელებინათ. ამის შესახებ News.com.au წერს. 

    თვითმფრინავი რეისს დოჰადან ბალის მიმართულებით ასრულებდა. ქალი ბორტზე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

    მედიის ცნობით, ქალმა მძინარე ქმრის თითის დახმარებით მისი მობილური ტელეფონი განბლოკა და მიმოწერა წაიკითხა. წაკითხულმა ქალი იმდენად გააბრაზა, რომ მან მძინარე ქმრის დახრჩობა გადაწყვიტა. 

    თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქალის დამშვიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მფრინავებმა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ეკიპაჟმა ცოლ-ქმარი იქ დატოვა, რის შემდეგაც პილოტებმა რეისი გააგრძელეს. სხვა დეტალები უცნობია.

  • პაკისტანელმა პილოტმა საჭე სტაჟიორს გადასცა და თვითონ დაიძინა

    ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის უფროსმა პილოტმა ფრენის დროს, თვითმფრინავის საჭე სტაჟიორს გადააბარა და თვითონ დასაძინებლად გავიდა. ამის შესახებ გამოცემა Dawn-ი წერს.

    ინციდენტი 26 აპრილს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. თვითმფრინავი რეისს, ისლამაბადიდან - ლონდონში ასრულებდა. ბორტზე 205 მგზავრი იმყოფებოდა.

    ამირ ახტარ ჰაშიმი პაკისტანური პილოტების ასოციაციის (PALPA) პრეზიდენტი იყო. იმის ნაცვლად, რომ სტაჟიორებთან სწავლების კურსი გაევლო, მან კაბინიდან გასვლა არჩია და მგზავრების ერთ-ერთ სკამზე დაიძინა. ახალბედა თვითმფრინავის სამართავად დარჩა, რაშიც მას მეორე სტაჟიორი ეხმარეობოდა.

    მძინარე კაპიტანი ბიზნეს კლასის ერთ-ერთმა მგზავრმა ნახა და ამის შესახებ ბორტგამცილებელს აცნობა. მედიის ცნობით, ავიაკომპანიას თავიდან კაპიტნის დასჯა არ სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

  • „თურქეთის ავიახაზებს“ არ ეკუთვნოდა სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა ყირგიზეთში

    „ ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტიდან ბიშკეკის მანასის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გამოფრენილმა სატვირთო თვითმფრინავმა, რომლის სარეგისტრაციო ნომერია  TC-MCL, ხოლო ექსპლუატაციას უწევდა  ავიაკომპანია ACT,

    ავიაკატასტროფა განიცადა ბიშკეკთან ახლოს, დაახლოებით  01:40UTC  საათზე.

    გაცნობებთ, რომ არც თვითმფრინავი და არც ეკიპაჟი “Turkish Airlines”- ის არ ეკუთვნის.

     

    “Turkish Airlines”-ის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური