ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ სრულად გამოიძიოს აფგან მუხთარლის გატაცება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 17:42
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ბორის სილევიჩმა (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) და კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, პარტია 
 
„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და მისი აზერბაიჯანისთვის უკანონო გადაცემის შესახებ მწუხარება
 
გამოხატეს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიოს ამ საქმესთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები და საქმის კურსში ამყოფოს თანამომხსენებლები 
 
გამოძიების შედეგებზე, რომელსაც ისინი გულდასმით ადევნებენ თვალს.
წაკითხულია 447 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერმა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროსაბჭოში საზეიმო მიღება გამართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

    თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სიმბოლოს - ევროსაბჭოს - გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    „20 წლის წინ, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ვიცოდით რამდენად რთული და გრძელი გზა გველოდა წინ. მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის საშუალებით, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დიდად ვაფასებთ ჩვენს ერთობას და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობას გიხდით საქართველოს მეგობრობისთვის”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

    საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ და პრემიერ-მინისტრს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

    „დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად ბევრი მიმართულებით მუშაობის კვალობაზე. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს – ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

    სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

    „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

    საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა”.

  • საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დელეგაციის ფორმირებისკენ და ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა. შესაბამისი რეზოლუცია 10 აპრილს პლენარულ სესიაზე მიიღეს.

    დოკუმენტში ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდ წევრ ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებას შესთავაზებენ, ან ამის გაკეთება მოსკოვს საკუთარი ნებით მოუწევს, რასაც გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.“

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვა. მოსკოვს არ აქვს უფლება ასამბლეის მმართველ ორგანოში იმუშაოს და ასამბლეის სახელით არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნოს. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის, ვიდრე მისი დელეგაციის წევრებს ყველა უფლება არ აღუდგება. რუსეთის ყოველწლიურ შენატანი 33 მილიონი ევროა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

    „რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე

    ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, როგორც მთავარი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ის მომხრეებმა გაათავისუფლეს და მას საშუალება მიეცა თავისი გულშემატკივრებისთვის მიემართა. 
    მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა, რომ „ისინი ძლიერები არიან, რადგან ძალიან ბევრნი არიან“. 
    მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ დაიძრა. ისინი სკანდირებენ „პოროშენკოს იმპიჩმენტს“. 

  • მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

    „თურქეთის ციხეებში არსებული პირობების შესახებ ანგარიში: In Prison 2017“ - ამ სათაურით მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა (PPJ) თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

    ანგარიში, 66 ადვოკატთან და 197 დაპატიმრებულის ნათესავთან ჩაწერილ ინტერვიუზე დაყრდნობით, 80 ციხის ზოგადი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

    ანგარიში მოიცავს, როგორც ციხეებში ფიზიკური პირობების, ადვოკატთან წვდომის უფლების, ტელეფონისა და წერილის უფლების, კვების მომსახურების, კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და ვიზიტორთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით 80 ციხის ინდივიდუალურ შეფასებას, ასევე პირად საჩივრებსაც.

    ანგარიშის შესავალში და დასკკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ისეთ გავრცელებულ ქმედებებზე, როგორიცაა: წამება, გაუპატიურება, მუქარა და არასათანადო მოპყრობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხების შესახებ CPT- ს მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების უფლება არ მისცა. ასევე საერთაშორისო და ეროვნული დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებაც შეიზღუდა.

    ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმის „ტვიტერზე“ (https://twitter.com/platformpj) გამოქვეყნდა.

    ანგარიშის შესახებ ბმული: http://www.platformpj.org/report-comprehensive-report-prison-conditions-turkey-prison-2017/

  • თურქეთში ხელისუფლებამ მოქალაქეები დაშიფრული აპლიკაციის გამოყენების გამო დააკავა

    დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თურქეთის ხელისუფლებამ ძირითადად, აპლიკაცია ByLock-ის ჩამოტვირთვისთვის 75 000 ადამიანი უკანონოდ დააკვა.
    ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ათი ათასობით მოქალაქე იმ საბაბით დააკავა და სამსახურებიდან გაათავისუფლა, რომ მათ ჩამოტვირთეს დაშიფრული სამესიჯო აპლიკაცია.

    თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 75 000 მოქალაქის დაკავება აპლიკაცია ByLock-ის ჩამოტვირთვის საბაბით თვითნებური და უკანონოა.
    თურქეთის ხელისუფლების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რეპრესიების იმ სერიათა გაგრძელებას, რომლებიც მან გასული წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წამოიწყო.

    თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაკავებულებს კავშირი აქვთ მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულლაჰ გიულენის მოძრაობასთან, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. თავად გიულენი კი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახით მის ჩარევას გადატრიალების მცდელობაში.
    საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ევროპაში დაფუძნებულმა გიულენის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ. საქმეში ჩართული იყო ორი გამოცდილი ბრიტანელი იურისტი - უილიამ ქლეგი და საიმონ ბეიქერი.

    ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში, მოცემულია გიულენის მომხრეთა მიმართ წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებული ცნობები და აპლიკაცია ByLock-თან დაკავშირებით თურქეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვცენციით გათვალისწინებული პუნქტები, რომელზეც თურქეთსაც კი აქვს ხელი მოწერილი.
    ბრიტანელი ადვოკატების მტკიცებით “არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ეჭვმიტანილები, რომლებიც იყენებდნენ აპლიკაცია ByLock-ს, მიეკუთვნებიან გიულენის მოძრაობას ან მისი მხარდამჭერები არიან“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ “აღნიშნულ აპლიკაციას ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ნაწილს არანაირი კავშირი არ გააჩნია თურქეთთან“.
    ანგარიშში ნათქვამია, რომ ზემოთაღნიშნული საბაბით ადამიანების დაკავება “თვითნებურია და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს“, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების თავისუფლების უფლებას.

    ასევე აღნიშნულია, რომ აპლიკაცია ByLock ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის მსოფლიოს 41 ქვეყანაში და იგი შედის ყველაზე ინტენსიურად გამოყენებადი აპლიკაციების პირველ 500-სეულში. შესაბამისად ის, რომ ეჭვმიტანილები იყენებდნენ აღნიშნულ აპლიკაციას, ვერანაირად ვერ იქნება მათი დაკავების ლეგალური საფუძველი.
    სხვა ანგარიშში ინფორმაციულ ტექნოლოგიათა ბრიტანელმა ექსპერტმა თომას მურმა აღნიშნა, რომ აპლიკაცია ByLock-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ Apple’s App Store და Google Play-ის მეშვეობით.

    “2014-2016 წლებში აპლიკაცია ჩამოტვირთეს 600,000-ჯერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნა მურმა. “აქედან გამომდინარე აბსურდულად ჩანს ის ფაქტი, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აეკრძალა აღნიშნული აპლიკაციისადმი ხელმისაწვდომობა“.
    მური ასევე ყურადღებას ამახვილებს თურქეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე, რომელმაც მოიპოვა წვდომა ByLock-ის კომუნიკაციებზე. “ანგარიშში არანაირი მინიშნება არაა იმის თაობაზე, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვები ლიმიტირებული იყო კონკრეტული ტერიტორიისა თუ იურისდიქციის ფარგლებში“.
    ექსპერტის თქმით, გარკვეული მიზნებისთვის იყენებენ სხვა ისეთ დაშიფრულ აპლიკაციებს, როგორიცაა მაგალითად Telegram.
    “არსებობს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ აპლიკაცია Telegram-ს იყენებდნენ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, თუმცა, დღემდე არ ყოფილა ასეთი მომხმარებლების მიმართ მიღებული არანაირი სამართლებრივი ზომა“ - აცხადებს თომას მური.

    ჯერჯერობით თურქეთში წარმოებული არცერთი საქმე არ მისულა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე, თუმცა, მათი ნაწილის განხილვა საბოლოოდ მოხდება სტრასბურგში.
    დაკავებულთა შორის არიან ადვოკატები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, სამხედროები, ჟურნალისტები და მწერლები.
    ივნისში, თურქეთის Amnesty International-ის ფილიალის დირექტორს თანერ ქილიჩს ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაზე და დააპატიმრეს.
    ორგანიზაცია Amnesty International-მა თანერ ქილიჩის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: “თურქეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ერთადერთი მკიცებულება თანერ ქილიჩის დაკავებისას ის იყო, რომ მას 2014 წლის აგვისტოში ტელეფონში აღმოუჩინეს აპლიკაცია Bylock, რომელსაც, ოფიციალური ანკარის მიხედვით “ ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევართა ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყენებდნენ“.

    “აღნიშნული ბრალდების დასასაბუთებლად არანაირი მყარი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. თავად თანერ ქილიჩი უარყოფს აპლიკაცია Bylock-ის ჩამოტვირთვასა და გამოყენებას. მეტიც, მისი თქმით მან საერთოდ არაფერი იცოდა აღნიშნული აპლიკაციის შესახებ და მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც დაიწყეს მისი მომხმარებლების დაკავებები თურქეთში“.

    საკითხთან დაკავშირებით თურქეთის საელჩომ ლონდონში არანაირი კომენტარი არ გააკეთა.

    წყარო: https://www.theguardian.com/world/2017/sep/11/turks-detained-encrypted-bylock-messaging-app-human-rights-breached

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური