ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 ივნისი 2015 16:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს, ჯოზეფ ლიბას და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მენეჯერს, კატერინა ნიცოვას შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან ერთად შეაფასეს ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, ოლიმპიურ ობიექტებზე სამუშაოები არ შეფერხებულა. ჯოზეფ ლიბას განცხადებით, მათ დაათვალიერეს ოლიმპიური ობიექტები და დარწმუნდნენ, რომ თბილისი მზად არის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.

 
წაკითხულია 361 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური