ზაზა ფაჩულიამ ფინალური სერია 8 ქულით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრით და გამარჯვებით დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 ივნისი 2017 10:49

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. სწორედ ამ წელს პირველად, ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა. ზაზა ფაჩულიამ დღეს ნბა-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და „გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში საკუთრი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო.

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ფინალური სერია 23-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დიურანტის, სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის უბადლო თამაშს ზაზა ფაჩულიას რიგიანი გარჯაც დაერთო და ოკლენდელებმა ისე სძლიეს ლებრონ ჯეიმსის, კაირი ირვინისა და კევინ ლავის „კლივლენდს", რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ - 113:90.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. „გოლდენ სტეიტმა" კი პერიოდი 33:20 მოიგო და დიდი შესვენებისთვის დაფიქსირებული 8-ქულიანი უპირატესობა 21-ამდე გაზარდა. ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა: მაპინძლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ფინალურ სერიაში მათ მხარეს მყოფი მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს.

 

 

წაკითხულია 529 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა

    ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

    პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

    დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა  რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.

  • წელს შესრულდა ჩვიდმეტი წელი 9/11-ის ტრაგედიიდან

    წელს შესრულდა ჩვიდმეტი წელი 9/11-ის ტრაგედიიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ამერიკის მეგობართა კლუბი, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 10 სექტემბერს საღამოს 6:30 საათზე მართავს ამხანაგურ მატჩს სოფტბოლში, რომელიც მთლიანად ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ თავდასხმას.

    თამაშის დაწყების წინ გაიმართება მცირე ცერემონია, რომლის ფარგლებშიც შესრულდება აშშ-ის და საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ 9/11-ის სოლიდარობის ბანერზე სიმბოლურად შეაბან აშშ-ის დროშის ფერი ლენტები.  9/11 სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები, რომლებმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგებენ ამერიკელ კოლეგებს.

    მისამართი: თემქა, ურეკის ქუჩა 5, 143 სკოლის სოფტბოლი/ბეისბოლის სტადიონი. იხილეთ რუქა:  https://www.yell.ge/company.php?lan=eng&id=80272

    საკონტაქტო პირი: ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი, ილია ზუკაკიშვილი

    მობ: 597 34 55 00

  • ქართულ ამერიკული მეგობრობისა და მადლიერების დღისადმი მიძღვნილი წვეულება

    80-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის მეფემ, ქართულ ამერიკული მეგობრობის და მადლიერების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მოწვეულ სტუმრებს, უდიდესი ხარისხის მუსიკალური სიამოვნება აგრძნობინა.

    ცნობილია, რომ „მადლიერების დღე თავისი წარმოშობით, ისტორიული დღესასწაულია, რომელსაც უმეტესად ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აშშ-ში ზეიმობენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მადლიერების დღე ამერიკაში საერო სახალხო დღესასწაულად ითვლება და ღვთისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად ზეიმობენ, როგორც ქრისტიანები, აგრეთვე მუსულმანები და იუდეველები. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, მადლიერების დღეზე ოჯახის წევრები და მეგობრები საზეიმო მაგიდის გარშემო ერთად იკრიბებიან და მიირთმევენ ტრადიციულ კერძებს.

    ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით, მადლიერების დღეს საქართველოშიც ტრადიციული ხასიათი შეიძინა და წელსაც მეგობრულ გარემოში აღნიშნა. წლევანდელი, ქართულ ამერიკული მადლიერების დღის მასპინძელი იყო ქართული რესტორანი ბინა 37-ი, სადაც მიწვეული იყვნენ, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები. აგრეთვე, სტურმებს შორის იყვნენ საქართველოში მცხოვრები ამერიკელები. მოწვეული სტუმრების მოსალხენ სუფრას, ქართული და ამერიკული კულინარიული ტრადიციების კერძები და ღვინო ამშვენებდა.

    წვეულების დაწყებამდე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, სპორტის ლეგენდარულმა კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა და ბინა 37-ის მეპატრონემ, ზურა ნატროშვილმა.

    პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თქვენთაგანს, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ ქართულ ამერიკული მადლიერების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე. ასევე, მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა დღევანდელი ღონისძიების მასპინძელს, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილს, პროფესიით ექიმს და ამჟამად წარმატებულ მეღვინეს, ბატონ ზურა ნატროშვილს და ბინა 37-ს გამასპინძლებისთვის. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ სივრცე სადაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, გამოირჩევა თბილი სტუმარ მასპინძლობით და ოჯახური გარემოთი. გარდა ამისა, მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მდებარეობს ქ.თბილისის ცენტრალური რაიონის ერთ ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე და გამორჩეულია მის მარანში არსებული ქვევრის ღვინოებით, რომელიც ყოველთვის აოცებს სტუმრებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეის შემდეგ თქვენთვისაც განსაკუთრებული ადგილი გახდება ბინა 37-ი. განაცხადა, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა, ილია ზუკაკიშვილმა.

    ვფიქრობ, ზუსტად ამიტომ გადაწყვიტა ამერიკის მეგობართა კლუბმა, ქართულ ამერიკული მადლიერების დღე მეგობრებთან ერთად ბინა 37-ში გვეზეიმა. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკულ მადლიერების დღე ზუსტად იგივენაირად ავღნიშნეთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოწვეული სტუმრებისთვის, საზეიმო წვეულება ყოფილიყო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი. სტუმარი ღვთისაა, დღესასწაულები კი ადამიანების ერთად ყოფნის და სიყვარულის ზეიმი. ასე რომ, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ, ქართულ ამერიკულ მადლიერების დღეს და ყოველთვის სიამოვნებით გელოდებით ყველას, ჟვანიას (ყოფილი გაგარინის მოედანზე) მგალობლიშვილის 5ა, ბინა 37- ში. გვესტუმრეთ და ისიამოვნეთ უგემრიელესი კერძების განსაკუთრებული კომბინაციით და მაღალი ხარისხით. განაცხადა ბინა 37-ის მეპატრონემ, ზურა ნატროშვილმა.

    უნდა ითქვას, რომ ქართულ ამერიკულ მადლიერების დღის წვეულებაზე, 80-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის მეფემ, ნიჭიერმა და უბადლო არტისტმა ლადო ბურდულმა თავისი ნაწარმოებიდან რამოდენიმე კომპოზიცია შეასრულა და მოწვეულ საზოგადოებას უდიდესი ხარისხის მუსიკალური სიამოვნება აგრძნობინა. 

    ქართულ ამერიკულ მადლიერების დღის პარტნიორები იყვნენ: ავიოკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“, კომპანია “თელავის ღვინის მარანი“, კომპანია KVG-ი, ოპტიკური კომპანია “რონიკო“, “საქართველოს ფოსტა”, საინფორმაციო სააგენტო “Front News”, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსდეი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger“.

     

  • “ამერიკის მეგობართა კლუბი“ ანახორციელებს პროექტს “თავისუფლების ხე“
    9/11 ის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ა(ა)იპ “ამერიკის მეგობართა კლუბი“ განახორციელებს პროექტს “თავისუფლების ხე“, რომელიც მიეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს ქ. ნიუ–ორკში მომხდარ ტრაგედიას. აღნიშნული ღონისძიების მეშვეობით, ქართველ ხალხთან ერთად სოლიდარობას უცხადებთ ამერიკელ ხალხს და ვგმობთ მომხდარ ტრაგედიას. ღონსძიების ფარგლებში დაირგვება 9/11-ისადმი მიძღვნილი ხის ნერგი.
     
    მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი 138-ში მდებარე სკვერი
    2017 წლის 11 სექტემბერი დღის 11:00 საათი
  • ზაზა ფაჩულიამ 17 წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა - მადლობა კაპიტანო !

    საქართველოს ეროვნული ნაკრების და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრმა, 33 წლის ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან 69:71 დამარცხების შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა -

    „ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით.

    17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია.
    ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში.

    მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით . ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა" - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
    2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზაზამ 5 მატჩი ითამაშა და მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები 26.1 წუთი, 13.4 ქულა 9.1 მოხსნა და 1.6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

    ზაზა ფაჩულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული კალათბურთელია. მისი კაპიტნობით ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა - 2011 წელს ლიტვაში, 2013 წელს სლოვენიაში, 2015 წელს ხორვატიაში და 2017 წელს ისრაელში.
    ფაჩულიამ ეროვნულ ნაკრებში თამაში 2000 წლიდან დაიწყო, 1999-2003 წლებში 211 სმ. სიმაღლის ქართველი ცენტრი სტამბულის „ულქერის" ღირსებას იცავდა, 2003 წლიდან კი საკლუბო კარიერა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელა, სადაც 5 სხვადასხვა გუნდში ითამაშა (ორლანდო „მეჯიქი", მილუოკი „ბაქსი", ატლანტა „ჰოუქსი", დალას „მავერიქსი", გოლდენ სტეიტ „უორიორზი") და პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ს ჩემპიონის ტიტული მიპოვა - 2017 წელს „გოლდენ სტეიტთან" ერთად.

    2017 წელს ზაზა ფაჩულია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მადლობას უხდის ზაზა ფაჩულიას წარმატებული სანაკრებო და საკლუბო კარიერისთვის და კალათბურთის განვითარებაში შეტანილი უმნიშვნლეოვანესი წვილისთვის.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური