​ქართული აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება​​

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 14:08

ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA)-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს და აკრედიტაციის ცენტრს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, უზარმაზარი სამუშაოსა და თანმიმდევრული რეფორმების შედეგი და ევროპის შესაბამისი ასოციაციის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება. ეს მიღწევა გაადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს აკრედიდიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ. შეთანხმება გავრცელდება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულ შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება; პროდუქტის სერტიფიკაცია; პერსონალის სერტიფიკაცია; ინსპექტირება,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქართული აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გაგრძელდება სხვა სექტორებზეც.

„ამ მიმართულებით განათლების სფეროშიც მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქართული აკრედიტაცია იქნას ცნობილი უცხოეთში და ასევე პირიქით, ჩვენ ვცნოთ უცხოური ქვეყნების აკრედიტაციები საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბის ფუნქციის განვითარებისთვის,"-აღნიშნა პრემიერმა.

წაკითხულია 518 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური