ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 12:20

რუსული მედია უკვე აქტიურად წერს ახალი ინფორმაციის შესახებ - ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა. როგორც ჩანს, გავრცელებულმა ხმებმა, რეპერ გუფთან რომანის შესახებ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი წყვილის 4-წლიან ურთიერთობას. ქეთას და ლევ გეიხმანს პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

თუმცა, როგორც გამოცემა dni.ru წერს, A'Studio-ს სოლისტის ახლო გარემოცვის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ღალატის სკანდალამდეც აირია. ამის მიზეზი კი ლევ გეიხმანის მუდმივი მივლინებები გახდა საზღვარგარეთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი წლის განმავლობაში დიდ დროს ატარებდა ამერიკაში, ქეთა თოფურია კი დატვირთული რეჟიმის და პატარა ქალიშვილის გამო რუსეთიდან წასვლას ვერ ახერხებდა.

ცოტა ხნის წინ, ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად იყვნენ ასახულნი. როგორც გაირკვა გეიხმანი ამერიკიდან დროებით იყო დაბრუნებული.

შეგახსენებთ, იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.

ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას ინსტაგრამის გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები აღარ გამოჩენილა.

წაკითხულია 1756 ჯერ

Related items

  • "იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - რუსი ჟურნალისტი ქეთას შეკითხვამ დააბნია.. (ვიდეო)

    "იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - ქეთა თოფურიამ, რომელიც საკუთარ ჯგუფთან ერთად ყუბანის ადგილობივი არხის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმოყფებოდა, რუს ტელეწამყვანს მოულოდნელად კითხვა შეუბრუნა.

  • ვისთან ერთად ჩამოვიდა ქეთა თოფურია საქართველოში (ვიდეო)

    მომღერალი ქეთა თოფურია საქართველოშია.

    მან "ინსტაგრამ-სთორიში" წყნეთში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა. ქეთა საქართველოში ქალიშვილთან, ოლივია გეიხმანთან ერთად ჩამოვიდა.

    როგორც ვიდეოდან ირკვევა, მომღერალთან ერთად მისი მეგობრებიც იმყოფებიან.

  • ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"
    ქეთა თოფურიას 42 წლის ქმრის შესახებ რუსულ პრესაში თითქმის ვერაფერს იპოვით, გარდა მის ვარსკვლავ მეუღლესთან დაკავშირებული სტატიებისა და ფოტოებისა. "რუსეთის რუხი კარდინალი საერთაშორისო სავალუტო ფონდებიდან" - ასე მოიხსენიებს ქართველი მომღერლის მილიონერ ქმარს ერთ-ერთი რუსული საიტი. ქეთა და ლევი 2013 წელს დაქორწინდნენ. წარმატებულ ბანკირთან და ბიზნესმენთან ურთიერთობას არანაკლებ წარმატებული პოპ-მომღერალი რამდენიმე წლის მანძილზე მალავდა. როგორც ირკვევა, ებრაული გვარის მიუხედავად, ლევ გეიხმანი რუსეთიდანაა, ის მოსკოვში დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს. პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ მის შესახებ ცენტრალურ პრესაში აღარაფერი დაწერილა...
  • რეპერი გუფი მასა და ქეთა თოფურიას გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება - „სასამართლოში რომ ვუჩივლო, ამასაც არ აქვს აზრი“

    უკვე რამდენიმე დღეა ,რუსული და ქართული ტაბლოიდები აქტიურად განიხილავენ ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. 
    ატეხილ სკანდალს ინტაგრამზე გუფი შემდეგი პოსტით ეხმაურება. 

    „არც კი ვიცი, ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია მქონდეს. Лайфньюз- მა მთხოვა, კომენტარი გამეკეთებინა ატეხილ სკანდალზე. მაგრამ რადგან კარგად ვიცი, მათი შესაძლებლობები, შეუძლიათ, ყველაფერი აურიონ, მათთან კონტაქტზე არ გავდივარ. სასამართლოში რომ ვუჩივლო, ამასაც არ აქვს აზრი, ისინი ყველა შემთხვევაში გამოძვრებიან. 

    მე კიდევ ერთხელ გავჩუმდებოდი, რაც მილიონჯერ გამიკეთებია ამ შემთხვევამდე. მაგრამ ამჯერად ისინი მხოლოდ  მე არ შემეხნენ. მე და ქეთის კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ. მაგრამ ჩვენ ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ დასასვენებლად ერთად წავიდეთ.

    მხოლოდ მას შემდეგ გავიგე ერთ კუნძულზე რომ ვისვენებდით, რაც მოსკოვში დავბრუნდი და სტატია წავიკითხე.მე დიდ პატივს ვცემ ქეთის და მის ოჯახს. ქეთი ნამდვილად არ იმსახურებს, რომ ამ ისტორიაში იყოს ჩათრეული.

    მე ადამიანს, რომელსაც არცთუ ისე კარგი რეპუტაცია მაქვს, ასეთი სკანდალი შეიძლება, მაწყობდეს კიდეც, მაგრამ შეეძლოთ სულ სხვა ვინმეზე მოეგონათ ამბავი“. 

    „აბსურდულ რამეს ამბობ, გუფი, ქმრის წინაშე მოგიწევს თავის მართლება“, წერენ ინტაგრამზე.

  • ქეთა თოფურიამ დაბადების დღეზე ოცნება აიხდინა (ფოტოკოლაჟი)

    მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია დღეს იუბილარია. 
    მომღერალს დღეს 30 წელი შუსრულდა.
    დაბადების დღესთან დაკავშირებით ქეთაინსტაგრამზე ფოტოებს აქვეყნებს და ოცნების ასრულების შესახებ წერს.

    დღეს 30 წლის გავხდი. პრინციპში ყველაფერი მოვასწარი, გუშინ კი ჩემი ოცნება ახდა და დელფინებს ვესტუმრე“ - წერს ქეთა.

    იუბილეს გარდა, ქეთა დღეს ქორწინების 3 წლისთავსაც აღნიშნავს.


    ქეთასა და ლევ გეიჰმანს უკვე ერთი წლის ოლივია ჰყავთ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური