მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ანომალიური ქარიშხალი - სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 12:51

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 30 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 31 მაისს და 1 ივნისს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება.

 აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 30- 31 მაისს +23, +28 გრადუსი იქნება, 1 – 2 ივნისს 4 - 5 გრადუსით დაიკლებს, 3 - 4 ივნისს ისევ +28 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით რუსეთში ანომალიური ქარიშხლის მიუხედავად საქართველოში ამინდის გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

წაკითხულია 1459 ჯერ

Related items

  • მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა

    მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. 

    სააგენტოს ინფორმაციით, 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია, აქედან 22 ბავშვია. 

    მოსკოვში ქარიშხალი გუშინ დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა. 

    ქარიშხლის გამო, მოსკოვში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა დაზიანდა. 

  • სატელიტური ოპერატორი SES-ი ჰაიტის ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენაში დაეხმარება

    ლუქსემბურგი, 26 ოქტომბერი, 2016 წ. -- სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მა, როგორც emergency.lu-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჰაიტის მაცხოვრებლებისათვის დამანგრეველი ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა.

    მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. 1964 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე, რომლის ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ.-ზე მეტი იყო. ქარიშხალმა ათასობით სახლები გაანადგურა და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

    emergency.lu-ს მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო სერვისები უზრუნველყოფს ჰაიტიში პირველადი დახმარების ჯგუფებთან მუდმივ კავშირსა და მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP), როგორც გლობალური გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის (Emergency Telecommunications Cluster) წამყვან უწყებასთან.

    emergency.lu-ს ტერმინალები იყენებენ SES-ის სპეციალურ თანამგზავრულ სიმძლავრეს სასიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი საკომუნიკაციო არხების აღსადგენად, იმისათვის რომ კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს სწრაფი რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. კავშირი უზრუნველყოფილია გასაბერი ანტენისა და ტერმინალის მეშვეობით, ხოლო კავშირის უწყვეტობისათვის გამოიყენება SES-6 თანამგზავრის სიმძლავრე.

    "როდესაც ჰაიტის ქარიშხლის მსგავი სტიქიური უბედურებები თავს ატყდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს, ის იწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას. ამ დროს საკომუნიკაციო ქსელები გადატვირთულია, რადგან ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება ან ინფორმაციის მიღება ნათესავების ან ახლობლების შესახებ იყენებენ სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებებს", აცხადებს გერჰარდ ბეტსაიდერი, “SES Techcom Services”-ის გენერალური დირექტორი. "თანამგზავრი არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების სწრაფად აღდგენის და კოორდინირებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“.

    Emergency.lu არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ლუქსემბურგის მთავრობასა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ სამ კერძო კომპანიას შორის. ეს კომპანიებია: „SES Techcom Services“, „HITEC Luxembourg“ და ლუქსემბურგის საჰაერო სამაშველო სამსახური. Emergency.lu იყენებს კომპანია SES-ის თანამზავრულ სიმძლავრეს და მიწისზედა ინფრასტრუქტურას ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად საჭირო დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენისათვის.

  • სინოპტიკოსები საქართველოში ძლიერ ყინვას და თოვლს პროგნოზირებენ

    24-27 იანვარის ჩათვლით ამინდი გაუარესდება . ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

     სინოპტიკოსები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თოვლს, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქს პროგნოზირებენ.

    23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.

    24-26 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

    დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსი. 26-27 იანვარს დაიკლებს ღამის მინიმალური ტემპერატურაც.

    27 იანვარს თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება რამდენიმე რაიონში. 

  • სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ

    14-15 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, ხოლო მაღალმთაში ქარბუქი. ქვეყნის დაბლობსა და ბარში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 17-22 მეტრი - ასეთ ამინდს პროგნოზირებენ უახლოესი დღეების განმავლობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომლები.  მათი განცხადებით 16 იანვარს საქართველოში ნალექი შეწყდება, თუმცა ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. კერძოდ, -3+2 გრადუსის ფარგლებში, ზოგან - 6 გრადუსამდე; უშუალოდ თბილისში -1 გრადუსი ყინვა იქნება. 17-18 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 20 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 14 გრადუსამდე გათბება.


  • სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს კვირის ბოლომდე პროგნოზირებენ

    არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექი წვიმის და თოვლის  სახითაა მოსალოდნელი. 

    დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზვავსაშიშროებაა გუდაური-კობის და ფასანაური გუდაურის გზის მონაკვეთზე. სინოპტიკოსების განცხადებით, 7-8 იანვრისთვის წვიმა და ყინვა შემცირდება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური