„სპუტნიკ–საქართველომ“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველები გააერთიანა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 28 მაისი 2017 20:44

პროექტის ფარგლებში აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა თუ იტალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ, რათა საკუთარ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცონ.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკ–საქართველო“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მკითხველს ვიდეოპროექტს უმზადებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები. პროექტის ფარგლებში აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა და იტალიაში არსებული ქართული დიასპორების წარმომადგენლები ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ, რათა საკუთარ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცონ. პროექტის მონაწილეთა შორის არიან — ანსამბლ „სულიკოს“ მუსიკოსები, პროექტ „ხმის“ მონაწილე ვერიკო ტუხაშვილი, მსოფლიო საოპერო სცენის პრიმადონა თამარ ივერი, მხატვარი გიორგი ცინცაძე, მსახიობი ცუცა კაპანაძე და იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორის წარმომადგენლები. „ჰიმნი, დროშასთან და გერბთან ერთად, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოა. საქართველოს ჰიმნის სათაურია „თავისუფლება“. ეს სიტყვა ქვეყნისა და მისი მცხოვრებლების ხასიათს გადმოსცემს. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, მათი გული ყოველთვის სამშობლოს — საქართველოს ეკუთვნის“, — განაცხადა „სპუტნიკ–საქართველოს“ რესურსის ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართება. საქართველოს ეროვნული ჰიმნის მუსიკა ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის საოპერო ნაწარმოებების მელოდიებზეა შექმნილი. ტექსტის ავტორია თანამედროვე ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც გამოიყენა ციტატები ქართველი პოეტი-კლასიკოსების — აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსებიდან.

„სპუტნიკ–საქართველომ“ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და საქართველოს ინტერნეტ-გამოცემების ტოპ-სამეულში შედის. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. „სპუტნიკ–საქართველო“ არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. „სპუტნიკ–საქართველო“ მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

 

წაკითხულია 608 ჯერ

Related items

  • ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

    ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური არგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

    ამ ერთობლივი  სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე.

    ,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა.  მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან  ერთად  განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი -   განაცხადა  შოთა რუსთაველის სახელობის  დრამატული თეატრის  დირექტორ  - განმკარგულებელმა  გიორგი  თევზაძემ.

    ,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო  პროექტი  განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად,  მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის,  რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით  ქალაქის მასშტაბით  დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს,  ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ.” - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

     

  • საქართველოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტის წარმოების პროექტი იწყება

    კომპანია Pioneer Cement წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement-ის საკუთრებას, რომელიც ომანის საფონდო ბირჟაზე (Muscat Securities Market) ლისტირებული კომპანიაადა მიზნად ისახავს კლინკერის ექსპონენციალურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოში, რომლის დეფიციტიც ამჟამად შეადგენს 600 ათას ტონას.

    დუბაი/თბილისი/მუსკატი1ოქტომბერი2019 წელი: კომპანია Pioneer Cement Industries, რომელიც დაფუძნებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და წარმოადგენს კომპანიის Raysut Cement Company SAOG (RCC) ნაწილს, ამჟამად აშენებს წელიწადში 1.2 მილიონი ტონა სიმძლავრის ინტეგრირებული ცემენტის ქარხანას საქართველოში.

    Pioneer Cement ფლობს კირქვის საბადოების დამუშავების ლიცენზიას საქართველოში, რაც ამ პროექტისათვის საჭირო ნედლი მასალის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველო Pioneer Cement-ს აძლევს შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთის ბაზრიდან გადაინაცვლოს ახალ ბაზარზე, რომელიც მზარდი ინფრასტრუქტურით ხასიათდება და განიცდის კლინკერისა და მაღალი ხარისხის ცემენტის დეფიციტს.   

    ცემენტის ქარხანა თბილისის ახლოს და კირქვის საბადოების მიმდებარედ აშენდება. პროექტის სესხებისა და წილების შეთანხმებები ამჟამად დასრულებულია და ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან.

    პროექტის ღირებულება შეფასებულია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

    „ჩვენ დავიწყეთ გაფართოების საკმაოდ ამბიციური სტრატეგიის განხორციელება რეგიონში, განსაკუთრებული ფოკუსით აფრიკასა და მის მეზობელ ქვეყნებზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოში Pioneer Cement Georgia-ს პროექტის დაწყება წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას“, - განაცხადა  RCC Group-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოუი გოუშმა.

    პროექტზე საუბრისას, Pioneer Cement-ის გენერალურმა დირექტორმა ბ.ს. რაჯანმა, აღნიშნა: "საქართველოს მიმართულებით გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Pioneer-ისა და მისი დედობილი კომპანიისათვის Raysut, რადგანაც ეს ნიშნავს განსხვავებული ბაზრის გახსნას ჩვენთვის და გულისხმობს როგორც ზრდის შესაძლებლობებს ასევე, ახალ გამოწვევებსაც. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს   ეტაპი სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს და სრულყოფს ჩვენს სტრატეგიას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე და ჩამოყალიბდება როგორც განვითარების პარტნიორი ეკონომიკის კუთხით უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე.“

    Raysut-ის საქართველოს მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანიამ გააკეთა განცხადება მიწის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. სერვისების შეთანხმება გაფორმდა კომპანიასთან Port of Duqm Company SAOC, რომელიც მიზნად ისახავს ახალი საფქვავი საწარმოს გახსნას ომანის სასულთნოში და გულისხმობს 30 მლნ დოლარის ინვესტიციას. აღნიშნული ქარხნის დაარსება წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე კომპანიის გაფართოების ამბიციური სტრატეგიის ნაწილს.

    მიმდინარე წელს, Raysut-სა და MSG Group-ს შორის აღმოსავლეთ აფრიკაში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად, შეიძინა ცემენტის ქარხანა Sohar Cement Factory LLC 60 მლნ დოლარად. კომპანია ასევე გეგმავს 40 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ცემენტის საფქვავი საწარმოს გახსნას ბერბერაში, სომალილენდში.

     ინფორმაცია რედაქტორებისათვის:

    Pioneer Cement Industries-ის შესახებ: 

    Pioneer Cement Industries დაარსდა 2004 წელს და წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement Company SAOG-ის ნაწილს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინტეგრირებული ცემენტის ქარახანას, რომლის საწარმოო სიმძლავრე შეადგენს 1.5 მლნ ტონა ცემენტს. ქარხანა მდებარეობს რას ალ-ხაიმაჰიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში და დაახლოებით ერთი საათის სავალზე დუბაიდან. კომპანია წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს რეგიონის ბაზრებზე. ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის ცემენტს, რომელიც შეესაბამება ბრიტანულ, ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

    Raysut Cement Company S.A.O.G-ის შესახებ:

    კომპანია Raysut, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს სალალაში(ომანი), ცემენტის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა ახლო აღმოსავლეთშირომელსაც კლინკერისა და ცემენტის წარმოების აქტივები აქვს ომანში, იემენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. Raysut ფლობს 3.6 მლნ ტონა საწარმოო სიმძლავრის მქონე ინტეგრირებული ცემენტის წარმოებას სალალაში. Raysut Cement-ის ამჟამინდელი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 6.4 მლნ ტონას შეადგენს.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის მთავრობის დახმარებით ინსტიტუციური განვითარების პროექტს იწყებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობის თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დიპლომატიური ინსტიტუტის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

    პროექტი რომლის ხანგრძლივობაც ერთი წელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პროექტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.
     
    შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ “პროექტი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად  განხორციელდა დაეხმარება მკვლევარებს, დიპლომატებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ინსტიტუტში, დადონ მნიშვნელოვანი, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში დაგვეხმარება“, განაცხადა დავით ზალკალაიანმა.
     
    პროექტის მნიშვნელობის და მიმდინარეობის შესახებ მოწვეულ სტუმრებთან ასევე ისაუბრეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართველი როგორც მოქმედი, ასევე მომავალი დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
     
    პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და USAID-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

  • Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი გაზარდა
    2019 წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით. გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალზე წვდომა. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.
    Moody’s-ის მოლოდინით, ლიბერთი ბანკი გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან - ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად.  კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
    „მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით.“- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.
  • „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ - ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია

    კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა. საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

    ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    ,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს"- განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

    „ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

    მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური