ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 15:54

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair 2017”, რომელიც 22-24 მაისს საგამოფენო ცენტრ „Kensington Olympia“-ში გაიმართა, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმასპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალებისმხრიდან საკმაოდ დიდი იყო.

„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი წარმატებული გამოფენა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწეუამრავ ვიზიტორს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან იმპორტიორები, დისტრიბიუტორები, რესტორნებისა და ბარებისმფლობელები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობა არის უნიკალური შანსი ქართული ღვინისმწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობსქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და ბაზარზე ლოიალურობის დამკვიდრებას“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნულისააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017”-ში მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართულიკომპანია: “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, “ქინძმარაული მარანი”, „Georgian Wine Hospitality Investment“, „თბილღვინო“, „CAP-Georgia“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მილდიანი/ წინანდლის ძველი მარანი“, „მათრობელა ღვინოები“, „გიუაანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მარნისკარი“ და „ჯიმშერი“.

„London Wine Fair 2017”, წელს უკვე 37-ედ ჩატარდა და მასზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

წაკითხულია 744 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა ლონდონში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა მოინახულა და დიასპორას შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ლონდონში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა, სადაც შეხვედრა გამართა ლონდონში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 
    მინისტრმა დიასპორის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მისი ვიზიტის დროს მ.წ. 21 ოქტომბერს მოეწერება.
    მინისტრის შეფასებით შეთახმება ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ყველა მიმართულებით, რადგან შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობას.
    მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლონდონში მცხოვრებ ქართველებს, რომელთა შორის ბევრი წარმატებული ადამიანია,  საქართველოს  იმიჯის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
    მან ვრცლად ისაუბრა დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად სამინისტროს გეგმებზე, რაც უკავშირდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მეტად გაძლიერებას და მათ დახმარებას იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა.
    შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო-ბრიტანეთის გამორჩეული პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის“ პარალელურად უკვე ამ შეთანხმებითაც განმტკიცდება.
    დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, სამთავრობო პრიორიტეტების ასევე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
    საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში ახალ მისამართზე  აგვისტოს დასაწყისში გადავიდა, საქართველოს მთავრობამ გაერთიანებულ სამეფოში საელჩოს შენობა 2018 წელს შეიძინა.

  • ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

    ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
    ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
    საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

  • ​დავით ზალკალიანმა სლოვაკეთში ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

    სავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ფორმატის განვლილი პერიოდი და თანამშრომლობის სამომავალო მიზნები დასახეს. დავით ზალკალიანმა დამსწრე სტუმრებს ასევე გააცნო ის ხელშესახები შედეგები, რაც საქარათველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზამ მოუტანა.
     
    ღონისძიებაზე ასევე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი ქართულ ღვინოზე, სადაც ისაუბრეს საქართველოში ღვინის ისტორიულ კულტურაზე, რასაც მოწმობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელს ითვლის და ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელი - ქვევრი. აღინიშნა, რომ „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

    ქართული ღვინის დეგუსტაცის ესწრებოდნენ სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

    2019 წლის 5-6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვია, სადაც ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

  • ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

    იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი" რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს.

    ,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში - ,,საქართველო ღვინის სამშობლო" უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანსამბლი ,,ბასიანი" იმღერებს: ,,კახურ მრავალჟამიერს",გურულ კრიმანჭულს - “ხასანბეგურა”, ,,შენ ხარ ვენახსა" და ,,ჩაკრულოს" - აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

    იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში„Terrada Warehouse“ იხილავს.

    ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

    ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება.

     

  • კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

    კორეის რესპუბლიკაში ქ. სეულში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის საღამო გაიმართა.

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების  და კულტურის შესახებ.
     
    საღამოს ფარგლებში მოეწყო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. 
     
    მიწვეულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეროვნული სამოსის ფოტო გამოფენას და ქართული კომპანიების მიერ კლასიკურ და თანამედროვე მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციას. კერძოდ, წარმოდგენილი იყო საქართველოში დაარსებული კლასიკური ტრადიციული სამოსის კომპანია „ფაფანაკი“-ის ყაბალახები და ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ბრენდის “blikvanger”-ის კოლექცია.
     მართა.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.
     
    ქართული ღვინის საღამოს მიეძღვნა კორეის მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გაზეთ „the joongang daily”-ის სტატია. გაზეთში ასევე გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ვრცელი სტატია ქართული მეღვინეობის ტრადიციების და მისი მსოფლიო აღიარების შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური