„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებმა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 14:08

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ბავშვთა სამყაროში " გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მორიგი აქცია გამართეს.


აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, გამოძიების პროცესის დაჩქარებაა. მათ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართეს, რათა მან პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით და აიძულოს ხელისუფლება, დროულად შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე.

აქციაზე იმყოფებოდა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. ზაზა ხატიაშვილის თქმით, "მხოლოდ საპროტესტო აქციების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ პროკურატურამ ყადაღა დაადო “ბავშვთა სამყაროს“ შენობას".

 ზაზა ხატიაშვილის თქმით, ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რადგან სანამ არ დასრულდება გამოძიების პროცესი და დაზარალებულებს 100%-ით არ დააკმაყოფილებენ, „ბავშვთა სამყაროს" შენობას „ხელს ვერავინ მოკიდებს“.

წაკითხულია 375 ჯერ

Related items

  • ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ

    ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მიიღებენ 200 ლარიან ვაუჩერებს; შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო გადაიხდის მათი საირიგაციო მომსახურების საფასურს; საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმებით, მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია; დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამოქმედდება სპეციალური პროგრამები“.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად დახმარების კონკრეტული წინადადებებით  ჩავიდა.

    „ზარალი დიდია და შესაბამისად, გასაგებია ფერმერების გაღიზიანება და ემოციური ფონი. ჩვენ შევძელით მყისიერი დახმარების რესურსის მობილიზება, რაც უკავშირდება მრავალწლიანი კულტურების გადარჩენას.

    გვქონდა შეხვედრა საფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან.  მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ინდივიდუალურად განიხილონ ყველას საქმე და მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია. ასე, რომ საბანკო სექტორთან შეთანხმება მიღწეულია.

    ასევე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული საკითხების განხილვა და მოლაპარაკებები სპეციალური პროგრამების ამოქმედების თაობაზე.

    ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მიწის რეგისტრაციის თემაზე. ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ პრიორიტეტად განიხილავს. ასევე მინდა, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზღვევა არის ზარალის მინიმუმამდე დაყვანის გარანტია. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და 2020 წელს მაქსიმალურად იქნება ფერმერების ინტერესებზე  მორგებული. იმისათვის, რომ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს, მნიშვნელოვანია საყოველთაო ელემენტის შემოტანა. რაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება პროგრამაში, მით უფრო გაიაფდება სადაზღვევო პაკეტი და, ასევე, გაგრძელდება სახელმწიფოს კომპონენტიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა გორში სეტყვით დაზარალებულ ფერმერებთან შეხვედრაზე.

  • რა ხდება ამ წუთებში ელიავას ბაზრობაზე - დაზარალებულები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

    ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის ვიცე-მერს ლაშა აბაშიძეს შეხვდებიან.

    ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის მიმდებარედ სიტუაცია დაიძაბა. ერთმანეთს დაზარალებული მოვაჭრეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოვაჭრეები დამწვარ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს. დაზარალებულებს მათი კუთვნილი იმ პროდუქციის გამოტანა სურდათ, რომელიც ხანძარსა და წყლის ჭავლს გადაურჩა.

    რაც შეეხება შეხვედრას ლაშა აბაშიძესთან, ეს შეხვედრა დედაქალაქის მერიაში 13:00 საათზე ჩაინიშნა. თუმცა, დაზარალებულები ითხოვენ, რომ ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დამწვარ ტერიტორიაზე მივიდეს და ყველას პოზიცია მოისმინოს.

    შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს დაახლოებით 21:00 საათისთვის ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სამსართულიან ავტონაწილებისა და საღებავების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად დაიწვა დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობი.

  • "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

    "ბავშვთა სამყაროს"  ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს. მოვაჭრეებმა  საპროტესტო მსვლელობა  კანცელარიიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მოაწყვეს. ისინი ზარალის ანაზღაურება, გამოძიების დროულად დასრულებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

    როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, დღეიდან ისინი  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 24 საათიან მჯდომარე აქციას გამართავენ.

     

  • დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ

    ამ წუთებში კანცელარიიდან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

    ისინი გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების, ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

    აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

    ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია. 

  • „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგადდაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს ვადაში მიიღებენ

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებისათვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.

    „მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთთვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო.

    როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული.

    სიების დაზუსტებისთნავე , ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები სწორედ ბავშვთა სამყაროს დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ.
    ,,ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს კი მინდა მოვუწოდო, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე არ შეიძლება!,“- განაცხადა დეპუტატმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური