საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 14:06

საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით, 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საატესტატო გამოცდების შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, შედეგები პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც ყოველ წელს. 

მისივე თქმით, შედეგები რამდენიმე დღეში შეჯამდება და გაიმართება ბრიფინგი, სადაც ყველა დეტალი გახდება ცნობილი. 

„დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს საატესტატო გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები, მაგალითად, მათემატიკაში, ან სხვა საგნებში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

წაკითხულია 1148 ჯერ

Related items

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 - შედეგები
    გთავაზობთ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს 
     
    სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. 
     
    შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 
     
     
     
    ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
     
    I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
    II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;
    III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
    IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.
     
    გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად  გამოიყენება ქულების გათანაბრება (ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
     
    სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

     

  • პარლამენტმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმა

    პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი მიიღო. "ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

    სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

    საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

  • 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

    საქართველოს სკოლებში 2020 წლიდან გამსოაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ განცხადება გამოცების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გააკეთა.

    მისი თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წლიდან ამოქმედდება, 2019 წელს კი მე-11 კლასისი მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები.

    აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისათვის.

  • მაია მიმინოშვილი გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი მე-12 კლასელებისთვის განმეორებითი გამოცდის ჩატარების ინიციატივას არ ეთანხმება

    გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი მე-12 კლასელებისთვის განმეორებითი გამოცდის ჩატარების ინიციატივას არ ეთანხმება. 

    როგორც მიმინოშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს მიზერული ბარიერის გადალახვას, ის წარუმატებელი იქნება ეროვნულ გამოცდებზეც. 

    ”ბარიერი არის მიზერულზე მიზერული. თუ ამ ბარიერს ვერ გადალახავს მოსწავლე, მას ბუნებრივია გარკვეული დრო სჭირდება, რომ იმ სავალდებულო საგანში ცოტა უკეთ მოემზადოს და ეს საგანი გადაიმეოროს. მე-11 კლასში 4 გამოცდას აბარებენ მოსწავლეები - საბუნებისმეტყველო საგნები. თუ ბარიერის გადალახვას ვერ მოახერხებენ, მათ აქვთ საშუალება გაიმეორონ ეს გამოცდა მე-12 კლასის ბოლოს. მე-12 კლასელებიც აბარებენ 4 გამოცდას - ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, მათემატიკას და ერთ-ერთ უცხო ენას. ქართული ენისა და ლიტერატურის კუთხით პრობლემა ფაქტობრივად არ არის, 1 %-ზე ნაკლებია იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ძირითადი პრობლემა გვექმნება მათემატიკასა და უცხო ენაში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა, რომელიც ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას, საკმაოდ დიდია. მოდით, ეს მე-12 კლასელები ორ კატეგორიად დავყოთ. ერთი არის მოსწავლე, რომელიც არ აპირებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში და სასკოლო გამოცდის ჩაბარება სჭირდება მხოლოდ ატესტატისთვის. ბუნებრივია აქ არანაირი ტრაგედია არ არის, თუ ეს მე-12 კლასელი ამ ატესტატს არ აიღებს მაგალითად ივნისში და აიღებს შემდგომ, როდესაც ხელმეორედ გავა გამოცდაზე. მეორე კატეგორია მეთორმეტე კლასელი არის, ის ვინც აპირებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში და წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელის რამდენიმე კვირაში. ალბათ დამეთანხმებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე-12 კლასელი, რომელიც ამავდროულად აბიტურიენტია, ვერ ახერხებს მინიმალური ბარიერის გადალახვას მათემატიკაში, ის აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, სრულიად წარუმატებელი იქნება ზოგადი უნარის გამოცდაზე და ვერ მოახერხებს მათემატიკური ნაწილის დაძლევას, თუ მაისის ბოლოს მან იმ დოზით არ იცის მათემატიკა, რომელიც გულისხმობს არა მე-12 კლასის მასალას, არამედ მე-9 კლასის ბაზაზე მარტივზე მარტივ დავალებებს გასცეს პასუხი, ივნისის დასაწყისში ამას ვერ მოახერხებს, თუნდაც იყოს განმეორებითი გამოცდა. რაც შეეხება უცხო ენას, უცხო ენა არის სავალდებულო გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ის გაცილებით უფრო სერიოზული გამოცდაა, ვიდრე ეს არის გამოსაშვები გამოცდების შემთხვევაში. თუ მე-12 კლასელს არ შეუძლია გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა, მაშინ სრულიად წარუმატებელი იქნება იმ გამოცდაზე, რომელიც სავალდუბულოა ნებისმიერი აბიტურიენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება, როგორც ამბობენ, მოდი ასე ვთქვათ, გონივრული ვადა, რათა ამ კონკრეტულ საგანში ის ცოტათი მაინც მოემზადოს იმისთვის, რომ წარმატებით გადალახოს ძალიან დაბალი ბარიერი გამოსაშვებ გამოცდებზე და შეასრულოს მარტივი დავალებები და შემდგომ უკვე წარმატებული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. აქედან გამომდინარე, განმეორებითი გამოცდის დაშვებას მე ნამდვილად არ ვეთანხმები მე-12 კლასელებისთვის”, - განაცხადა მიმინოშვილმა. 

    მისივე თქმით, ის გამოსაშვები გამოცდების შემოღებას მხარს არ უჭერდა. ”ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ და არაერთხელ მისაუბრა მეც საკუთარი დამოკიდებულების თაობაზე. როდესაც შემოვიღეთ გამოსაშვები გამოცდების სისტემა, არ იყო ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა, ეს იყო გადაწყვეტილება მაშინდელი განათლების მინისტრის, თუმცა ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვდით, რომ ეს არ გაკეთებულიყო. ჩვენ კარგად გვესმოდა მაშინაც და ახლაც, რომ სასკოლო განათლების საფეხური მართლაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამ პრობლემებს თუ არ გამოვასწორებთ სასკოლო განათლების საფეხურზე, ახალი საგამოცდო სისტემის შემოტანა ნამდვილად არ იყო მართებული. თუმცა ჩვენ იძულებული ვიყავით ეს სისტემა შემოგვეტანა, რადგან ეს იყო მაშინდელი განათლების მინისტრის გადაწყვეტილება”, - აღნიშნა მიმინოშვილმა. 

  • ცვლილება შეეხო საგრანტო კონკურსს - მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შედეგებზე განმარტებას აკეთებს

    ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტთან მიმართებით მაია მიმინოშვილი განმარტებას აკეთებეს. მისი განცხადებით, გამჟღავნებული პირველადი შედეგები, რომელიც აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საბოლოო შედეგებს ემთხვევა, თუმცა მისივე განმარტებით, ცვლილებებია საბოლოო შედეგებში საგრანტო კონკურსში.

    „ის რაც მოხდა ღამის 11 საათზე, პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა, დამოუკიდებლად ორჯერ. ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და სწორედ აი ამ პერიოდის განმავლობაში შეტყობინებების სერვისი არ იყო გამორთული. ამ პერიოდში როდესაც ერთი-ორი აბიტურიენტი შემოვიდა და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ბაზაში იყო, პირველადი ჩარიცხვების ინფორმაციას ვგულისხმობ, ბუნებრივია სასწრაფოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრმა უკვე შედეგები გამოაცხადა.

    მცირედი ცვლილება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ საგრანტო კონკურსს, რაც შეეხება ჩარიცხვებს, ის რაც ნახეს პირველადი ინფორმაცია ბოლო ინფორმაციას ემთხვევა. ასე რომ ეს იყო ტყუილი აჟიოოტაჟი, მე ამას ვერც ხარვეზს დავარქმევ და ვერც გაუგებრობას.

    საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რამდენიმე აბიტურიენტს დაემატა გრანტი, რამდენიმე აბიტურიენტს ის გრანტი, რაც პირველადი მონაცემებით იყო შეუმცირდა,“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური