საბურთალოს რაიონის ნაწილს 29 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 13:27

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 29 მაისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №24ბ, №24გ, №24კ-ში მდებარე შპს „აქსისი“-ს საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, - ამის შესახებ  შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებენ კომპანიაში.

წაკითხულია 446 ჯერ

Related items

  • “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

    კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, უცნობი პირები მათი სახელით რეკავენ და ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას სთხოვენ.

    "გაცნობებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით უცნობი პირები კვლავ რეკავენ აბონენტებთან და სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას.

    უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.

    „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას კავშირი არ აქვს და ეს ადამიანები არ არიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.

    „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

    კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.

    ნებისმიერი მსგავსი შინაარსის ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. ასევე ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2404004 , 24 საათის განმავლობაში" - აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.

  • საბურთალოს რაიონის გამგებელმა სტუდენტები დააჯილდოვა

    საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამგეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ პროექტის მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ სკვერს მიმდინარე წელს მოაწყობს.

    ღონისძიებას ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი და ამავე ფაკულტეტის ,,გარემოს დიზაინის,, მოდულის პედაგოგები, ასევე გამგებლის მოადგილეები და საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

    „მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის დეკანატს კონკურსის ორგანიზებისათვის და თავად იდეის ასეთი მხარდაჭერისათვის და რაც მთავარია, მადლობა თქვენ, სტუდენტებს, რომლებმაც ასეთი მონდომებით იმუშავეთ და მართლაც, შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეთ. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. თქვენი პროფესიის ადამიანები დღეს განსაკუთრებით გვჭირდება და გპირდებით, მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ამ წარმოდგენილ პროექტებს აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

    პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც გამგეობასა და “გარემოს დიზაინის“ მოდულის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა. გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად, ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული კვარტლის 20-მდე კორპუსის მოსახლეობას ექნება სრულად კეთილმოწყობილი ეზო, სადაც გათვალისწინებულია საბავშვო-სათამაშო, დასასვენებელი ზონების მოწყობა. აქ იქნება სპორტული კუთხე ტრენაჟორებით. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ 10 000მ2 ფართობის შიდა-კვარტალური გზა კეთილმოაწყო.

    საკონკურსო ტერიტორიის პროექტირებაზე 30-მდე სტუდენტმა იმუშავა, გამოფენაზე კი, რომელიც 11 თებერვალს სტუ-ს გალერეა „უნივერსში“ გაიმართა, 22 ნამუშევარი გამოიფინა.

    პროექტის მთავარი იდეაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც გარემოს დიზაინერის პროფესიას ეუფლებიან, მათ სპეციალობით სწავლის პროცესშივე მიეცეთ პრაქტიკული მუშაობის საშუალება.

    ღონისძიებაზე კონკურსში წარდგენილი პროექტების ჩვენებაც გაიმართა. სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, კი საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით, გამოიცემა კონკურსში მონაწილე პროექტების კატალოგი.

    მსგავსი თანამშრომლობა გამგეობასა და გარემოს დიზაინის მიმართულების პედაგოგებს შორის კვლავაც გაგრძელდება.

  • სამგორის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

    სამგორის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, მიზეზი გაზგამანაწილებელ პუნქტზე დაგეგმილი რევიზია-პროფილაქტიკაა.
    აღნიშნულის გამო, 23 სექტემბერს, 11.00 საათიდან 17.00 საათამდე, რეგულატორი გაითიშება. გაზი შესაძლოა მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით
    მარელისის ქ. 1, 3, ოცხელის ქ. 24, 4, 8, ქინძმარაულის ქ. 2, 2ა, 4, 5/4, ასევე ქინძმარაულის შესახვევში მდებარე კორპუსების მოსახლეობას (1430 აბონენტი).
    გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური