სოზარ სუბარი - მივმართავ ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 15:05

მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნასა და ამ თემაზე შეფასებებს გამოეხმაურა.

”განსაკუთრებით ცინიკური არის ზოგადად ის, რომ საქართველოს ტერიტორიებზე არის რუსეთის ბაზები, ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთს აღიარებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, მაგრამ ყველანაირ ოკუპაციას აქვს დასასრული. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. დანარჩენი ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს, რასაც ამ ტერიტორიებზე დე ფაქტო მმართველები აკეთებენ, ეს არის სახელმწიფოებრიობანას თამაში, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ამის გარანტია არის საერთაშორისო თანამეგობრობა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წაკითხულია 2477 ჯერ

Related items

  • 2000-დე დევნილი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს

    დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია  90  მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-დე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

    მთავრობის მეთაურის თქმით, თანხები განკუთვნილია როგორც ახალი ბინების მშენებლობისათვის ასევე, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად.

    „დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო.  მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილები მიიღებენ.  დღეისათვის უკვე შესყიდულია და 342 ოჯახი მალე თბილისში მიიღებს საცხოვრებელ ფართობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხის მობილიზაციიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყო ვიდრე 2018 წლის სასტარტო ბიუჯეტში, გაჩნდა  შესაძლებლობა, კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კუთხით წელს დამატებით მოხდება 20 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.  მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართობის დაკანონების პროცესიც.  

    „აქ ხშირ შემთხვევაში პროცედურები და კანონმდებლობა იყო მოუქნელი. და ეს საკითხი უმოკლეს ვადაში დარეგულირდება. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ 2013 წლიდან უკვე 17 162 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. სიახლეზე, რომლის თანახმად ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ცვლილების აუცილებლობა გამოცდილებამ აჩვენა.

    „მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღემდე მოქმედი რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ცხოვრების დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რათა ჩვენ გვქონდეს საზოგადოებასთან უფრო ეფექტური უკუკავშირი და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით თანამდებობას დატოვებს 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული.

     

    „იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე, როგორც იმერეთის რეგიონში, ჩვენ საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • EU-მ და FAO-მ 800-ზე მეტი დევნილის დახმარების პროგრამა შეაჯამეს

    დღეს, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დახურეს ორწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს დახმარება გაეწია.
    ორწლიანი საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, FAO-ს და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივა საერთო ჯამში 830 დევნილს დაუფინანსდა, რამაც 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.
    ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიცაა: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.
    ღონისძიებას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

    „ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოში დევნილებს დახმარებას უწევს. ჩვენ გვეამაყება ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც 800-ზე მეტ უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დავეხმარეთ რომ გაეუმჯობესებინათ ცხოვრების დონე. ეს პროგრამა კარგად ასახავს ევროკავშირის მონდომებას, რომ გაუმჯობესდეს თითოეული ქართველის ცხოვრების დონე, განსაკუთრებით კი მათი, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
    პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.
    შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.  კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად  ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.
    ,,2017 წლის აგვისტოში 200 კილოგრამი თაფლი მივიღე, რამაც ჩემი შემოსავალი დაახლოებით 30%-ით გაზარდა. მიღებული მოგებით სკების რაოდენობის გაზრდას ვაპირებ.  მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ჩემი ბიზნესი გამეფართოებინა“, - განაცხადა მეფუტკრემ.
    ღონისძიების მონაწილეებს ასე საშუალება ჰქონდათ, რომ პროექტის ბენეფიციარების ფოტოპორტრეტების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.
  • თაღლითური სქემა და მოტყუებული დევნილები - საგამოძიებო სამსახურმა 5 პირი დააკავა

    საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების სამი ფაქტი გამოავლინა.

    „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს იგი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საკუთრებაში გადასცემდნენ დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს.

    ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ბრალდებულები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის რიგგარეშე მიღებაში.

    აღნიშნული თაღლითური გზით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ საერთო ჯამში 14 100 აშშ დოლარს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით"- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • "სოზარ სუბარს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ის უნდა გადადგეს"- რატიანი კადიევის საქმეზე

    იკაელ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ეხმაურება. რატიანის თქმით სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სოზარ სუბარს რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ის უნდა გადადგეს:

    ,,ამ გადაწყვეტილების მერე სოზარ სუბარს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ის უნდა გადადგეს. სამი წლის განმავლობაში ის უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ თითქოს რუსეთში არ არის ადამიანების უფლებების შელახვა, არ დევნიან კავკასიელებს, არ იდევნებიან ადამიანები რელიგიური ნიშნით და თითქოს ციხეში ის იქნებოდა დაცული. ეს არის სამარცხვინო რამე. სამი წლის განმავლობაში ორჯერ გაუუქმა სასამართლომ გადაწყვეტილება.’’ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური