ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 10:52

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა იმსჯელეს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადგილზე ევროკავშირის როლზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

შეხვედრაზე ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც გამახვილდა ყურადღება.

„ვისაუბრებთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება ასოცირების შეთანხმებას, ჩვენს სავაჭრო ინტეგრაციას ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ იზრდება ექსპორტი ევროპაში, ეს არის შედეგი ვიზალიბერალიზაციის,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  

წაკითხულია 174 ჯერ

Related items

  • "აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა" - ევროპარლამენტარი

    აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ევროპარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგტლებშიც დეპუტატები მოხსენებით გამოდიან. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ფრაქციის წარმომადგენელი ანნა ელჟბეტა მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა და გამოძიება ორივე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.

    სიტყვით გამოვიდა ევროპის სახალხო პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ზელიანა ზოვკოროლეც.

    „ჩვენ ველაპარაკეთ მის მეუღლეს. ჩვენ ვითხოვთ მუხთარლის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. მე მხარს ვუჭერ რეზოლუციის გადადებას იმიტომ, რომ დიპლომატიას უნდა დავუთმოთ გზა“, - აღნიშნა ზოვკოროლემ.

  • უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, - ანა გომესი

    ევროპული სადამკვირვებლო მისიები საარჩევნო პროცესის შესახებ  განცხადებებს აკეთებენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის ანა გომესის თქმით, უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება:

    "უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ ეს უფლებამოსილება უნდა გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის. დღევანდელი მთავრობა ხვალ შეიძლება ოპოზიცია იყოს და პირიქით, დღევანდელი ოპოზიცია მთავრობაში მოვიდეს,“- განაცხადა ანა გომესმა.

     

  • ევროპარლამენტმა თურქეთის შესახებ რეზოლუცია მიიღო: ყველა ჟურნალისტი გაათავისუფლეთ

    ევროპარლამენტმა თურქეთის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ნათქვამია რომ ყველა ჟურნალისტი და მედიასაშუალების თანამშრომელი, რომელიც მტკიცებულებების გარეშე არიან დაკავებული უნდა გათავისუფლდნენ. სტრასბურგში ევროპარლამენტის მიერ გამართულ სხდომაზე აღინიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოყენება პრესაზე და ოპოზიციაზე ზეწოლის მოსახდენად დაუშვებელია.
    ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების სახელით გამოსულმა თურქეთის მომხსენებელმა კეტი პირიმ, ევროპარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, რომ თურქეთში ციხეში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვონ. პირის თქმით, ჟურნალისტები დანაშაული გამო კი არა თავიანთი შეხედულებების გამო არიან დაპატიმრებული. ″თურქეთი ამ სირთულეებს მხოლოდ დემოკრატიის გაძლიერებით და კანონის ფარგლებში ქმედებით შეძლებს.″-განაცხადა მან.
    ევროკომისიის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი წევრი კორინა კრეტუ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება, განსხვავებული და დამოუკიდებელი მედია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებია. კრეტუმ თურქეთში მიმდინარე მოვლენები ″საგანგაშო და მიუღებლად″ შეაფასა და თურქეთის მთავრობას თავისუფალი მედიისთვის შექმნილი დაბრკოლებების გაუქმებისკენ მოუწოდებს. კრეტუმ ასევე ხაზგასმით არნიშნავს, რომ თურქეთში პროგრესი რომ მოხდეს ამისათვის საუკეთესო გზა თურქეთთან დიალოგი და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
    ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს წარმომადგენელი რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა თურქეთი ″ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველადე დიდ ციხედ″ შეაფასა.
    ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში თურქეთში დახურული მედიასაშუალებების ხელახლა გახსნას, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
    ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ სულ მცირე 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, სულ მცირე 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
    გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის გამოც უსამსახუროდ 2 300-ზე მეტი ადამიანი დარჩა.
    წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BC-ap-g%C3%BCndeminde/a-36167939

  • ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს

     რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპული საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხს მწვანე შუქი აუნთეს. ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი, ანუ 90 დღიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ შენგენის ზონაში. ეს ნიშნავს, რომ უკვე ოფიციალურად დაიწყება ინტერ ინსტიტუციური მოლაპარაკებები ევროპული საბჭო, ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის იმისათვის, რომ დაიგეგმოს ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრის თარიღი. იმისათვის, რომ ევროკაშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოთ გადაადგილება შენგენის ზონაში, საჭიროა სამი ევრო სტრუქტურის -  კომისიის, საბჭოს და პარლამენტის თანხმობა. საქართველოს, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რჩება ბოლო ნაბიჯი - ანუ პარლამენტში კენჭისყრა. 

  • დღეს ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების საკითხს უყრის კენჭს

    დღეს ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, სამოქალაქო საკითხთა და შინაგან საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების საკითხს  უყრის კენჭს. 

    თუ ინიციატივას დეპუტატთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს, შემდეგ პლენარული სხდომა ჩატარდება, რომელიც, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური