მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ჰერბერტ ზალბერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 მაისი 2017 17:56

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას,“ - განაცხადა ვროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა. 

წაკითხულია 43 ჯერ

Related items

  • "საქართველოს შეუძლია რუსეთის აგრესიას გაუძლოს და განვითარდეს "
    საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გაიმართა. სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენმა ქვეყანამ იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ევროკავშირი და ნატო წარმოადგენს, იმ ღირებულებებისთვის, რომლის ირგვლივაც გაერთიანებულია დასავლური სამყარო, მართლაც, ძალიან ბევრი გაიღო. „იმ ბანაკში, იმ ერთა ერთობაში, რომლის კულტურულ ნაწილადაც ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს და რომლის წევრობისკენაც ჩვენ ნათელ ნაბიჯებს ვდგამთ, არის გარკვეული ფაზა კონსერვატიზმის, ან სირთულეების მიმართ პოზიციების ჩამოყალიბებისა და ფიქრის გარკვეული ფაზა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ თვალასაზრისით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი ვართ. ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო თავიდანვე, მაშინ როდესაც ახალმა, ქართულმა სახელმწიფომ 90-იან წლებში დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა და იმ დღიდან ქართული სახელმწიფო ვითარდება, იზრდება და ძლიერდება სწორედ სხვადასხვა ტიპის რუსული აგრესიის ფონზე. ამ თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთს შეიძლება გაუძლო, რუსეთის აგრესიას გაუძლო და ამ აგრესიის ფონზე შეიძლება გადადგა ნაბიჯები შენი დამოუკიდებლობის, შენი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიის გახსნისას მისასალმებელ სიტყვაში. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა როდესაც საქართველო კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს დგამს როგორც ნატო-ს მიმართულებით, ისე ევროკავშირის მიმართულებით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხმა, როგორც ქვეყნის და როგორც ერის, რომელმაც რეალურ ისტორიაში, ჩვენი წინა თაობის ფონზე, თავის თავზე აიღო ძალიან მძიმე დარტყმები და მაინც არ შეცვალა თავისი კურსი, იქნება გაგონილი არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ფართოდ იქნება გახსნილი კარები საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით, არამედ თუნდაც გააძლიერებს იმ რწმენას და ემოციას, რომ დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ლიბერალური საზოგადოების ეს ღირებულებები უნდა იყოს დომინანტური და მეტიც ამ ღირებულებებს შეუძლია რუსეთის მცირე მეზობელმა მცირე ქვეყანამ გაუძლოს. „შესაბამისად მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული, რომ ამ მოგებულ ბრძოლაში საქართველოს ექნება თუნდაც ის მორალური როლი, რომელსაც ჩვენი შემთხვევა თამაშობს ამ უახლესი ისტორიის მთელ პროცესში და ამ ბრძოლის საბოლოო წერტილი იქნება სწორედ დასავლური კულტურის, ცივილიზაციის, დასავლური ცხოვრების წესის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველო, როგორც ამ ერთა ოჯახის ნაწილი. ბუნებრივია, ეს დღეს ნათლად ჩანს, რომ არის რთული დაპირისპირება, რომლის პროცესშიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების კიდევ უფრო დარწმუნება, ჩვენი მოკავშირეებისთვის ნათლად იმის ჩვენება, რომ უკან დახევა ამ ღირებულებებისგან და პარტნიორობისგან იქნება პრობლემური და შეიძლება ტრაგიკულიც იყოს ბევრი ერისა და ქვეყნისათვის, ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ნათლად ჩანს 25 წლის მანძილზე, რომ საქართველოს არ შეუცვლია თავისი ორიენტაცია და არც მომავალში არ შეცვლის. მე ვხედავ ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მოქმედ პირს და ასევე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მაგალითს იმის საჩვენელბად, რომ დაპირისპირება ღირებულებით ნაწილში იქნება საბოლოოდ წარმატებით დაძლეული”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, თავდაცვისა და უშიშროების სექტორის ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე მოხსენებით გამოვიდნენ ასევე, გამომცემლობა The Economist-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუკასი და Penguin Random House-ის თავმჯდომარე ჯონ მაკინსონი. დისკუსიაზე იმსჯელეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათთან ერთობლივად გამკლავების გზებზე. დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.
  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

    ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 31 დეკემბრის დილის 7 საათიდან, ერთი დღით  ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს, -  ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. 

    საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის. 

  • რუსეთის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო სწავლებას ატარებს

    რუსეთის ფედერაცია სამხედრო სწავლებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: 

    "2016 წლის 5 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2016“. სწავლების ცალკეული ეპიზოდები, მათ შორის, ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებულ სამხედრო ბაზებზე.

    სწავლებებში ჩართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო-კოსმოსური ძალების შენაერთები, საჰაერო-სადესანტო ჯარები, შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ზღვის ფლოტილია, ასევეუსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთასამინისტროს დანაყოფები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობს 12 500 სამხედრო მოსამსახურე, ავიაცია, საბრძოლო ტექნიკა და გემები.

    ამასთან, “კავკასია 2016”-ისთვის მზადების ფარგლებში 25-31 აგვისტოს ჩატარდა რუსეთის სამხრეთ, ცენტრალურ დადასავლეთ სამხედრო ოლქების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება, რომლის დროსაც სრულ საბრძოლომზადყოფნაში იქნა მოყვანილი აღნიშნული ოლქების სამხედრო ძალები, მათ შორის, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონებში განთავსებული საოკუპაციო ძალები.

    ზემოხსენებულ სამხედრო მანევრებს ადგილი აქვს იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციასა და, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ინტეგრაციის გზით, მათიმცოცავი ანექსიის პროცესს. სისტემატური ხასიათი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საჰაეროსივრცის დარღვევასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო მანევრებს.პარალელურად, გრძელდება მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პრაქტიკა საოკუპაციო ხაზისგასწვრივ.

    სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2016,“ თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენსდესტაბილიზაციის შექმნის ფაქტორს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებითა და მილიტარიზაციით,რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაეროს წესდებასა და 2008 წლის12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული არამხოლოდ აფერხებს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს, არამედ ხელსუწყობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვითარების დესტაბილიზაციას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის ზემოაღნიშნულ აგრესიულ ქმედებებს, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოსტერიტორიის სრული დეოკუპაცია, ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.

    ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთისფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკას და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას,"- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

  • 24 წელი აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან

    დღეს 24 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან.  1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში დაწყებული დაპირისპირება  ომში გადაიზარდა.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ. „აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
    აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან 11 აგვისტოს მიღებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა, თუმცა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გადაადგილებისას   წინააღმდეგობა გაუწია.  რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის ომი 13 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 

    კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

    პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

  • ჩვენ გვახსოვს 08.08.08

    ჩვენ გვახსოვს  - 08.08.08. საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ უკვე 8 წელი გავიდა. როგორ ცხოვრობს ხალხი, რომლებმაც ამ კონფლიქტის შედეგად სახლ-კარი დაკარგეს. ამ ხნის განმავლობაში მოხდა თუ არა წინსვლა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხში. ამ ფილმში ჩანს, რომ ჩვენი კოლეგები „ნატო“-ს ტელევიზიიდან იმყოფებიან წეროვანში, სადაც ჩასახლებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები ცხინვალის რაიონიდან. ისინი ხვდებიან მოსახლეობას და საუბრობენ მათთან, რათა გაიგონ უფრო მეტი მათი ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, „ნატო“-ს ჟურნალისტები, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივაც.

ბიზნეს ნიუსი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი  რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონ...

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair...

პოპულარული

« მაისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper