თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 მაისი 2017 17:30

ვროპული ინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ევროპის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ევროპის დღეები იმართება. დღეს, ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო. სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს თემაზე - „ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველო“ - ლექცია წაუკითხა. 
 ლევან იზორიამ ყურადღება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა: „მქონდა შესაძლებლობა, წამეკითხა ლექცია და მესაუბრა ევროპის ტიპის სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებზე . დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ პროპაგანდის შესაჩერებლად, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ადამიანის თავისუფლების, ღირსების დაცვის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობის წინაშე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის პრიორიტეტულია. ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ოპტიმიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმებიც გაიხსენა.
ლექციის დასრულების შემდეგ, მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ნინო ბოლქვაძემ ლევან იზორიას თანამშრომლობისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. 
საქართველოში ევროპის დღეები 7 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით წელს მეხუთედ აღინიშნება.

წაკითხულია 16 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო

    წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, წმინდა მოციქულის ხსენების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

    ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებსა და სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა. „ვულოცავ სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მისი ქადაგების ძალა და მადლი გვანმტკიცებს ჩვენ ქრისტიანულ მრწამსში და, ღვთის წყალობით, მომავალ თაობებსაც განამტკიცებს რწმენაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

    სიონის საკათედრო ტაძარში განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, მღვდელმსახურები და მრევლი იმყოფებოდნენ.

    წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც პირველწოდებული ეწოდა. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა. უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

    ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს - 12 მაისი წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეა, ხოლო 13 დეკემბერი - გადაცვალების.

  • ირაკლი სესიაშვილი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

    თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძესთან ერთად, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გამართული ღონისძიება, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

    ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა პარლამენტის წევრებისგან ევროპულ ინსტიტუტებთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.

    „როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციაზე უნდა გავიაზროთ,რომ თითოეული ჩვენთაგანი ვართ ამ პროცესების მონაწილე და თითოეული ადამიანი ვქმნით სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები და მენტალიტეტი ზოგადად სრულ შესაბამისობაშია ევროპულ ღირებულებებთან და სწორედ ამიტომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირის სივრცეში ბუნებრივია“, - აღნიშნა თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.

    შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა დამსწარე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტებს დისკუსიაში აქტიურად ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

  • ნოდარ თათვიძე - ''მივმართავ 100 000-ზე მეტ სტუდენტს''

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ნოდარ თათვიძის განცხადებით საქართველოში დღეს 100 000-ზე მეტი სტუდენტია და სტუდენტები თუ გაერთიანდებიან იმისთვის, რომ მათმა თანატოლებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში ეს შესაძლებელი იქნება.


    ''ჩვენ ვაყალიბებთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ფონდს, რომლის მიზანია იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა დაფინანსება, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან მაგრამ სამწუხაროდ სტატუსი აქვთ შეჩერებული სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო, ჩვენ სულ მალე გამოვაცხადებთ რეგისტრაციას და მივცემთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს საშუალებას დარეგისტრირდნენ შესაბამის პორტალზე, პარარელურ რეჟიმში კი დავიწყებთ სოციალურ კამპანიას რათა ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ აღნიშნულ სტუდენტებს, აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ საქართველოში 100 000-ზე მეტი სტუდენტია და მე მინდა მივმართავო თითოეულ სტუდენტს სულ მცირე 1 ლარი მაინც რომ ჩარიცხოთ ფონდში ეს არაერთი სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს.'' - განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ თათვიძემ.

  • თავდაცვის მინისტრი ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი უმასპინძლებს. 

    პირისპირ საუბრისას მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინიციატივაში ფრანგული მხარის ჩართულობას.

    სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.

  • თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უკრაინაში კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს უკრაინელმა კოლეგამ, არმიის გენერალმა სტეპან პოლტორაკმა უმასპინძლა.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ კოლეგას თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში  მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება. საქართველოს სახელით,  ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამიხატა.

    ლევან იზორიამ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით განსაზრული გეგმებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე რეფორმირების პროცესი ნატოს სტანდარტების შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

    საუბარი შეეხო  სამხედრო სწავლებებში საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მზაობა, ჩაერთონ 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში, დადებითად შეაფასა. საუბრის ბოლოს ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ მიიწვია.       

    თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდა. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორიამ და არმიის გენერალმა სტეფან პოლტორაკმა ხელი ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერეს.

    ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.

    დღესვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში  ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან გამართა შეხვედრა.

    ვიზიტის მეორე დღეს  კი, ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და  დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.   

ბიზნეს ნიუსი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი  რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონ...

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair...

პოპულარული

« მაისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper