მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს სიგელი გადასცა

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
პარასკევი, 19 მაისი 2017 17:57
Rate this item
(0 votes)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქ. ნიქოზიაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატანი-დრაგონის სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა. 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა. სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2017 წლის მაისში მიიღო.

კონვენცია მიზნად ისახავს მოახდინოს პრევენცია და დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, ასევე ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას.

კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.

საქართველოს მხრიდან აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა ევროპის საბჭოს იმ ღირებულებების დაცვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.  

წაკითხულია 46 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 20...

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი B...

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპან...

პოპულარული

« ივლისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper