ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 მაისი 2017 16:31

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 19-დან 24 მაისის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით: „What’s New, Georgia?”. ღონისძიების ფარგლებში ქართველ დიზაინერებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ აუდიტორიას, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და სახელი გაითქვან საერთაშორისო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის კვირეულში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: ლაკო ბუკია, ლალო კარდიგანსი, ჩუბიკა, ლაშა დევდარიანი და რია ქებურია, ხოლო ორგანიზაცია „Project ArtBeat“, რომელიც 2014 წელს  დაარსდა და ქართული ხელოვნების სფეროში ინოვაციურ წამოწყებას წარმოადგენს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით

“Mother Georgia”, by Brian Griffin, რომელზე გამოსაფენი ფოტოებიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა 1989 წელს საქართველოში იაპონური ცნობილი ბრენდის დაკვეთით „Comme des Garçons“ გადაიღო.

გამოფენის პარალელურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, სადაც იაპონელ აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ კულტურასა და შემოქმედებას. ამასთანავე, მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამო, ხოლო უქმე დღეებში ერთ-ერთი იაპონური რესტორანი ქართული სამზარეულოს კერძების პრეზენტაციას გამართავს.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საქართველო და ზოგადად ქართველი დიზაინერები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოდის საერთაშორისო ბაზარზე, რაშიც დიდი წვლილი უცხოეთში მოღვაწე, წარმატებულ ქართველ დიზაინერებს მიუძღვის. თუმცა, ამჟამად აღნიშნული ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა იაპონელი ხელოვანი Yoshie Itasaka-ია, რომელმაც ბოლო 6 წლის მანძილზე მოგზაურობის პერიოდში, საქართველოში 3 თვე გაატარა. სწორედ საქართველოში ყოფნის პერიოდში, Yoshie Itasaka-მ სხვადასხვა ფოტო გადაიღო, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს კულტურული სიმდიდრეები, გამორჩეული არქიტექტურა, ტრადიციული სამზარეულო, ბუნება და ქართველი ხალხის ცხოვრების სტილი.

წაკითხულია 99 ჯერ

Related items

  • საქართველო და მოლდოვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

    საქართველო და მოლდოვა 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.
    „მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ როგორც ორმხრივი, ისე  მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით. ამ წლების განმალობაში  ჩვენი მიღწევები უკავშირდება  მრავალ სფეროში არსებულ საერთო ინტერესებს, განსაკუთრებით კი ევროპული ინტეგრაციის პროცესებს.  დარწმუნებული ვარ  ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძლებთ სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის მიერ მოლდოველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში.
    მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გალბურიც საქართველოსა და მოლდოვას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ: „ეს მნიშვნელოვანი თარიღი საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ  ქართულ-მოლდოვურ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცეში, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის ნდობას და მხარდაჭერას, რაც ორ ქვეყნას შორის პოლიტიკური დიალოგის და ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავების  მტკიცე საძირკველს წარმოადგენს.“
    საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში  საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოლდოვის ფოსტის მიერ დამზადდა საფოსტო კონვერტები და მარკები შესაბამისი სიმბოლიკით.  საფოსტო მარკაზე გამოსახულია საქართველოსა და მოლდოვას დროშები და ყურძნის მტევანი. ხოლო საფოსტო ბეჭედზე ამოტვიფრულია მოლდოვას სახელოვანი მმართველი -შტეფან ჩელ მარე (სტეფან დიადი 1433-1504) და საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი. 

    დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ქ. კიშინეუსა და ქ. ბელციში ცენტრალურ უბნებში  ბილბორდებზე  მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი სპეციალური ლოგო. 

  • დანიამ საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა

    დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).  შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე.  
    დანიის 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP)  მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს.  DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
    შეხვედრა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა  გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა  ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში  ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.
    ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა  საქართველოში „ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთევან ვაშაკიძე.
    2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.

  • ფეხბურთი: საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

    ვლადიმირ ვაისის გუნდს 11 ივნისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის მასპინძელთა გუნდთან. სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან საწვრთნელი თამაში სწორედ ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად დაიგეგმა. ცნობისათვის: ეროვნული გუნდი პირველად გაეჯიბრა კონკაკაფის ზონის წარმომადგენელს.

    ეროვნულმა ნაკრებმა ყველა გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის 45 წუთში ქართველი ფეხბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, სტუმართა კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ კი ვლადიმირ ვაისის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ეს განსაკუთრებით გიორგი არაბიძის გამოჩენაზე ითქმის - დონეცკის შახტარის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის შეტევას მეტი სიმძაფრე და სილამაზე შემატა, რაც გოლებშიც აისახა.

    გიორგი არაბიძემ ორივე გოლი სტანდარტულიდან გაიტანა. ორივე შემთხვევაში სტუმრებმა მის წინააღმდეგ თამაშისას დაარღვიეს წესი. 51-ე წუთზე გიორგიმ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, 73-ე წუთზე კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან არ დაუტოვა შანსი მეკარეს. მესამე გოლი ასევე შეცვლაზე შესულმა ლადო დვალიშვილმა შეაგდო - მეკარის საჯარიმოსთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ერთი შეხებით დალაშქრა კარი.

    „საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რომელიც გვინდოდა რომ გვენახა. ამის მიზეზი რამდენიმე ფეხბურთელის არასასურველი ფორმაცაა... გიორგი არაბიძე მშვენიერი მოთამაშეა, ასეთი დონის შეხვედრებში მისი მსგავსი ფეხბურთელები დიდ როლს თამაშობენ, თუმცა მიმაჩნია, რომ მისთვის 90 წუთის თამაში მაინც ადრეა... მიმაჩნია, რომ გოლი უფრო ადრე რომ გაგვეტანა, სხვანაირი თამაში იქნებოდა... გიორგი მერებაშვილი? მას შემდეგ, რაც ეროვნულ გუნდს ვწვრთნი, ის პირველად ვათამაშე და ვფიქრობ, არაერთი ქართველი ფეხბურთელის დარად, მასაც უჭირს ბურთთან განშორება... მოლდოვასთან მატჩზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის შემიძლია დაგპირდეთ, რომ გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს და საამისოდ ძალას არ დაიშურებს", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

    საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვაში 10 ივნისს, შაბათს გაემგზავრება.

  • სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო

    დღეიდან ათი დღის განმავლობაში საქართველო სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ.

    სწავლებაში მონაწილეობას სახმელეთო  და საჰაერო კომპონენტები მიიღებენ. სამხედროები ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო  მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწევთ.

    სცენარის მიხედვით ქვედანაყოფები მაღალი ღირებულების მიზნებს დაადგენენ და პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მათ გაუვნებელყოფას მოახდენენ.

    საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.  

  • გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, - პრემიერი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.

    პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ესმის მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია. 

    „მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ ხელი შევუწყვეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რაზეც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. სამართალდამცავებს რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 20...

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი B...

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპან...

პოპულარული

« ივლისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper