საქართველო ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 მაისი 2017 15:08

22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში.  ევროპირველობასთან დაკავშირებით 19 მაისს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ. ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. 

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.

აკაკი ლოდია:" ჯომარდობა არის სპორტის ის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სპორტული ტურიზმის განვითარება. ეს პროექტი განხორციელდება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 45 გუნდის 300-ზე მეტი სპორტსმენი. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს".

ევროპის ჩემპიონატის  პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.

ევროპირველობა ჩატარდება  6 კაციანი ნავებით - რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი. ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი ჯო ვილის ჯონსი. შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.

გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ. ღონისძების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს 20:00 საათზე  ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

წაკითხულია 244 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

    საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

    პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

    “სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

  • "პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს" - როგორ იხსენებს ლიზა ქისტაური საქართველოში ცხოვრების პერიოდს

    ლიზა ქისტაური თავისი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ დიდი ხნის წინ ალაპარაკდა.

    ქისტური ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ საუბრობს, ის ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ახალ ქვეყნაში თავს კარგად გრძნობს. 

    ინტერვიუში ქისტაური საქართველოში ყოფნის პერიოდსაც იხსენებს და სწორედ ამიტომ, სანამ ყველა სასურველ პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებს აქ ჩამოსვლას არ აპირებს. 

    "საქართველოში ერთ-ერთ სკოლაში ფსიქოლოგად ვმუშაობდი და ამპარტავნული განცხდა მქონდა - ჩემს ამბავს ქართველი ფსიქოლოგი ვერ მიხვდება - მეთქი. ბელგიაში მივალ ფსიქოლოგთან იმის გასარკვევად, ვახდენ თუ არა ჩემი გენდერის იდენტიფიკაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება. იმდენად ადრეული ასაკიდან მოდის ეს ყველაფერი... პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს" - აღნიშნა ლიზა ქისტაურმა.

  • საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები დაიწყო

    საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. დონდუას განცხადებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

    „2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“, - განაცხადა დონდუამ. 

  • 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა
    2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

    შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

    ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

    2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

    საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
  • გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად
    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი,  2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.
     
    "ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან,  სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის,  რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.
     
    უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
    მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება,  რა თქმა უნდა,  უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. 
     
    განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.
     
    უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.
     
    მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის  გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.
     
    მთავარი და მნიშვნელოვანია,  მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.
    ამ სულისკვეთებით,  მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.
     
    გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მიმართვაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური