ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 მაისი 2017 11:33

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე დაკავებულთა 9 პირის სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.დაკავებულების გაყვანის პროცესში, ასევე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრიც. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაკავებულებს უფლებები განუმარტა და ბრალი გააცნო.სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

 

წაკითხულია 13 ჯერ

Related items

  • საქალაქო სასამართლოსთან მაესტროს ჟურნალისტები შეკრიბნენ

    საქალაქო სასამართლოსთან მაესტროს ჟურნალისტები შეკრიბნენ . ჟურნალისტების მოთხოვნაა, რომ ყველა მხარემ, დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის, ფინანსურიც. შპს სტუდია მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის თქმით, ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო.

    "სამწუხაროდ ისტორია რადგანაც მეორდება, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის, რომ არის ყველანაირი მცდელობა, პირველ რიგში ამ შენობიდან, ამ შენობაში მომუშავე მოსამართლეების მხრიდან, პირი აუკრან ჟურნალისტებს და პირველ რიგში, ამას ვაკისრებ ლაშა ქოჩიაშვილს. მე მათ შევთავაზე, რომ თუ ისინი მონებად არ იქცევიან ოცდამეერთე საუკუნეში კარგი იქნება და თუ რამე პრობლემა აქვთ, ჩვენვე დაუდგებით მხარში ჟურნალისტები. ვაპროტესტებ იმას, რომ ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო. ამას არ ველოდი და ძალიან ვწუხვარ",  - განაცხადა  ბაია გადაბაძემ.      

  • პრეზიდენტის ადმინსტრაციაში სასამართლო სისტემაში მიმდინარე დაპირისპირებას განიხილავენ
    ავლაბრის სასახლეში არასამთავრობოთა კოალიციის წევრებს ელოდებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების განხილვა იგეგმება. გაერთიანება "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებთან იმ გარემოებებზე გეგმავენ საუბარს, რასაც მამუკა ახვლედიანზე ზეწოლად აფასებენ. მესამე სექტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გააცნობს იმ არგუმენტებს, რის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოსამართლეების დანიშვნის წესის შეჩერება მოითხოვეს. საუბარი შეეხება უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხსაც.
  • რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე დაიწყება

    რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე დაიწყება. რუსთავი 2-ის ადვოკატები საპაექრო სიტყვისთვის ემზადებიან.

    სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარე მოსარჩელის მხრიდან მტკიცებულების არ არსებობაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. გარდა ამისა, ადვოკატები პროცესის დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საპაექრო სიტყვის შემდეგ თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს.

    გუშინდელი სხდომა კი დღის მეორე ნახევარში ხმაურით მიმდინარეობდა. მოსამართლემ რუსთავი 2-ის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დაიკითხა მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე-ექსპერტი, რომელმაც კომპანიის წილების ფასის შესახებ დასკვნა მოამზადა.

    სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარე აცხადებს, რომ შოთა ივანაშვილმა მათ ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა.

ბიზნეს ნიუსი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი  რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონ...

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair...

პოპულარული

« მაისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper