კარგი ქართველები ვიქნებით მაშინ, თუ ჩვენი ფესვები გვემახსოვრება, - ალექსანდრე ჯეჯელავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 მაისი 2017 14:43

"ეფხისტყაოსანთან" დაკავშირებული უნიკალური ხელნაწერებისა და ექსპონატების გამოფენა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან კარგი მიზიდულობის ცენტრია. გამოფენა 27 მაისამდე იქნება თსუ-ში და ექსპოზიციის დათვალიერების საშუალება ყველას ექნება. კარგი ევროპელები და კარგი ქართველები ვიქნებით მაშინ, თუ ჩვენი ფესვები და ფასეულობები, რაზეც აშენდა ქართველი ერი გვემახსოვრება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

წაკითხულია 108 ჯერ

Related items

  • „ვეფხისტყაოსანი“ არის იარაღი, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ, - ალექსანდრე ჯეჯელავა

    "ვფიქრობ, რომ ჩვენი იარაღი ახლა ცოდნაა და მთავარი, რაც შეიძლება ვაჩვენოთ  ჩვენ ხალხს არის როგორი მომავალი გვაქვს და როგორი მოსწავლეები გვყავს. შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანი“ არის მთავარი თემა ჩვენი წარდგინების და ვფიქრობ,  ეს არის ის იარაღი, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ, რათა მიხვდნენ, როგორი მდიდრები ვართ",-აღნიშნული განცხადება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

     

  • ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

    საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია ესტუმრა ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის ხელმძღვანელობით.

    გერმანელი სტუმრების ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მათ შორის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“, ასევე განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ ახალ მემორანდუმზე ხელმოწერა.

    მაქს პლანკის ინსტიტუტი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს და ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორს, ჰანს იორგ ალბრეხტს, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით არაერთი კვლევისა და ნაშრომის ავტორია. აღსანიშნავია მისი წვლილი ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში.

  • პროფესიული განათლების მასწავლებლები სასწავლო ტურით სლოვაკეთში მიემგზავრებიან

    პროფესიული განათლების მასწავლებლები ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, სასწავლო ტურით სლოვაკეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევიან. სასწავლო ტურის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ სასწავლო პროცესს, სამუშაო და სასწავლო გარემოს, სამუშაო შეხვედრები გამართონ სლოვაკელ კოლეგებთან და დაამყარონ მათთან თანამშრომლობა.

    პროფესიული განათლების მიმათულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს, რაც ბევრ არსებით სიახლესთან ერთად, სისტემაში პროფესიული მოდულური და დუალური განათლების დანერგვასაც გულისხმობს. რეფორმის დანერგვის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნას იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც, საქართველოს მსგავსად, განახორციელეს წარმატებული პროფესიული განათლების რეფორმა თავიანთ ქვეყანაში. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება სლოვაკეთიც, რომელსაც ავსტრია დაეხმარა პროფესიული განათლების რეფორმაში და იგი სრულად იქნა ჰარმონიზებული ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

    სასწავლო ტურის წინ მასწავლებლებს ჩაუტარდათ საინფორმაციო სახის ტრენინგი როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და საქართველოს განათლების და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდნენ და სასწავლო ტურში წარმატებები უსურვეს.

    სასწავლო ტურიდან დაბრუნების შემდეგ პროფესიული მასწავლებლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს კოლეგებთან სლოვაკეთში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

  • განათლების კუთხით გერმანია საქართველოს მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრ გერდ მიულერთან, სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა.

    მინისტრებმა შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის გეგმები განიხილეს, სადაც გადაწყდა, რომ განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების კუთხით, გერმანული მხარე საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. გერდ მიულერის თქმით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, გერმანიის მთავრობა ამ მიმართულებით დახმარების გაორმაგებას გეგმავს.

    გერდ მიულერი, რომელიც საქართველოში საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში პროფესიული კოლეჯ „სპექტრს“ დაათვალიერებს.

  • პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“

    ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დასრულდა. გამოფენაზე, მსოფლიოს   წამყვანი უნივერსიტეტების გვერდით, ღირსეული ადგილი ქართულ უნივერსიტეტბსაც ეკავა. პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში" პირველი გასვლა საერთაშორისო ფორუმზე, წარმატებული აღმოჩნდა. ქართული სტენდი, შეთავაზებული პროგრამები დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევდა.  შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების  უცხოენოვან პროგრამებზე 600-მდე უცხოელი დარეგისტრირდა, არაერთი აგენტი დაინტერესდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე მემორანდუმზე იქვე განხორციელდა ხელმოწერა.

    მომდევნო ეტაპზე მოლაპარაკებები აგენტებთან და თითოეულ აპლიკანტთან ინდივიდუალურად გაგრძელდება და ბევრი დარეგისტრირებული უცხოელი ქართული უნივერსიტეტების რეალური სტუდენტი გახდება.

    გამოფენაში საქართველოს მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდის, უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური